x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჟირონოვსკიმ თავის თავს ძეგლი დაუდგა. ავტორი ზურაბ წერეთელია
imageვლადიმერ ჟირონოვსკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისსავე დაარსებულ მოსკოვის მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტის ეზოში გაიხსნა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის სამ მეტრიანი ბრინჯაოს სკულპტურა.ავტორი გახლავთ ზურაბ წერეთელი.


თვითონ პოლიტიკოსი კმაყოფილი დარჩა ქანდაკებით:"მე არასდროს ვფიქრობდი, რომ ოდესმე ჩემი ძეგლი დაიდგმებოდა, მე არც მეცნიერი ვარ და არც ვინმე ცნობილი მოგზაური, ყველა სამუშაო დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან, ამ უმაღლეს სასწავლებელთან, ჩვენ ამომრჩევლებთან და ჩვენს ქვეყანასთან"-განაცხადა საზეიმო ცერემონიალზე ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.


შემდეგ ჟირინოვსკიმ და ზურაბ წერეთელმა მხურვალე ტაშის თანხლებით თეთრი საბურველი მოხსნეს ქანდაკებას.ინსტიტუტის ეზოში გაისმა მეფის რუსეთის დროინდელი სახელმწიფო ჰიმნი "Боже, Царя храни!".


image


"Говорит Москва"-ს პირდაპირ რადიოეთერში ჟირინოვსკიმ აღნიშნა:"ეს არის სამმეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება, ლონდონში ჩერჩილს უდგას ქანდაკება..და ვერ მიხვდები, რომ ძეგლია, იმიტომ რომ ძალიან პატარაა..."


ამასთანავე მანვე აღნიშნა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ მის ძეგლს სადმე მოსკოვიც ცენტრში დადგავდნენ:"რა თქმა უნდა ეს დიდი მიღწევა იქნებოდა, როცა იცი, რომ ათასობით თვალი გიყურებს, მით უმეტეს მოსკოვში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის მთელი ქვეყნიდან და მთელი მსოფლიოდან."

image

0
137
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0