x
"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" გაფართოვდა

image


"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" გაფართოვდა. კოალიციას შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი".


არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპულ-ქართული ინსტიტუტი 2015 წლის 1 ივლისს შეიქმნა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობას და საზოგადოებაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებას. ინსტიტუტი ახორციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც უმეტესწილად გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებისთვის დასავლური ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია.


შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" 2015 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა. კოალიცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის სრულფასოვან ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. დღეისათვის "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი ახალგაზრდული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს იმ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ. კოალიციაში გაერთიანებულია ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია: "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი"; "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი"; "მომავალ დიპლომატთა კლუბი"; "ევროკლუბი" და "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი".

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია იაძე
ნათია იაძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0