x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რეკორდსმენი ცხოველები. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე ძლიერი არსება დედამიწაზე?

ჩვენ, ყველანი, დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას ადამიანების მიერ დამყარებული რეკორდების შესახებ. მაგ., ყველაზე სწრაფი, ყველაზე ხანდაზმული, ყველაზე ძლიერი და ა. შ. მაგრამ, არიან სხვა ცოცხალი არსებები, რომლთა რეკორდები ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ჩვენი. მაგალითად, სეიშელის გიგანტური კუ, სახელად ჯონათანი 183 წლის არის და ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი არსებაა ხმელეთზე. ხოლო, ყველაზე ხანდაზმულმა ადამიანმა, რომლის ასაკი ოფიციალურად არის დადასტურებული, მხოლოდ 122 წელი იცოცხლა. რაც შეეხება სიჩქარეს, ამ მხრივ, ყველაზე სწრაფი შავარდენია. მას შეუძლია 386 კმ/სთ სიჩქარით ფრენა, რაც თითქმის იგივეა, რაც ფერარის მიერ განვითარებული სიჩქარე (395 კმ/სთ).

ცხოველების ეს რეკორდები, რა თქმა უნდა, არავის აკვირვებს, რადგან მათ სამყაროში უამრავი უჩვეულო არსება არის, რომელსაც შეუძლია თავისი უნიკალურობით და შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით იტრაბახოს. თუმცა, ამ საოცარ სამყაროშიც არიან რეკორდსმენები, რომლებიც განსაცვიფრებლად განსხვავდებიან საკუთარი თანამოძმეებისგა და ზოგადად, ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებისგან. ქვემოთ სწორედ ამ კატეგორიის ცხოველები არიან წარმოდგენილები:


ყველაზე პატარა ძაღლი


image

image

პლანეტაზე ყველაზე პატარა ძაღლი მილი, ჩიხუახუას ჯიშის ყველაზე პატარა წარმომადგენელი, რომლის სიმაღლე მხოლოდ 9, 65 სანტიმეტრია. მისი გაზომვა 2013 წლის 21 თებერვალს მოხდა. მილი პუერტო-რიკოელ ვანესა სემლერს (Vanesa Semler) ეკუთვნის.



ყველაზე ხმამაღალი სიმღერა

imageimageცისფერი ვეშაპი ყველაზე დიდი და მძიმე ცხოველია ჩვენს პლანეტაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ის კიდევ ერთ კატეგორიაში არის გამარჯვებული – ყველაზე ხმაურიანი არსება არის დედამიწის ზურგზე. მათ მიერ გამოცემული დაბალსიხშირიანი ბგერები 188 დეციბელამდე აღწევს (რაც უფრო ხმამაღალია, ვიდრე რეაქტიული თვითმფრინავის ძრავის ხმა) და მისი გაგონება 800 კილომეტრის დაშორებით შეიძლება.


ყველაზე დიდი კატა

imageimageკატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი ჰერკულესია (Hercules), ზრდასრული ხვადი ლიგრი (ლომის და ვეფხვის ნარევი). ამ მომენტისთვის ის «Myrtle Beach Safari» ბუნებრივ ნაკრძალში იმყოფება, სამხრეთ კაროლინის შტატში. მისი სიგრძე 3, 33 მეტრია, ხოლო სიმაღლე – კისრის მალამდე, 1, 25 მეტრი. მსოფლიოში ყველაზე დიდი კატა 418, 2 კგ-ს იწონის.

image

image

ყველაზე ძლიერი, ფაუნის წარმომადგენლებს შორის
imageimageimageთუ ზომისა და ძალის თანაფარდობას გავითვალისწინებთ, ფუნდურა იგივე ფუნაგორია (ლათ. Geotrupidae), ყველაზე ძლიერ არსებად ითვება დედამიწაზე. ლაბორატორიული

ექსპერიმენტის მსვლელობის დროს დადგინეს, რომ ამ სახეობის ხოჭოს, თავის წონასთან შედარებით, 1141-ჯერ უფრო მძიმე ტვირთის გათრევა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანმა 82 ტონის მქონე ნივთი გადაადგილოს.

image

image

ყველაზე ხანგრძლივი მიგრაცია

imageimageპოლარული თევზიყლაპია, პატარა ზღვის ფრინველი, ყველაზე ხანგრძლივ მიგრაციას ახორციელებს მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ამ ფრინველების მიგრირების საშუალო მაჩვენებელი, წელიწადში 90 000 კმ-ს შეადგენს, რაც 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მეცნიერებს წარმოედგინათ.


ყველაზე შხამიანი, შხამიანებს შორის

imageimageდედამიწაზე ყველაზე სახიფათო არსება მედუზა–კოლოფი (Chironex fleckeri) არის. მედუზა სასიკვდილოდ სახიფათოა და მისი თავდასხმის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი არ არსებობს. ბინადრობს ავსტრალიის, ფილიპინების და ვიეტნამის სანაპირო წყლებში. ითვლება, რომ მისი ერთი კბენის დროს გამოყოფილი შხამი, 60 ადამიანის მოსაკლავად სავსებთ საკმარისია.


ცხვარი ყველაზე დიდი რაოდენობი ბეწვით
imageimage2015 წელს 5 წლის წინ დაკარგული ცხვარი იპოვეს და როდესაც გაპარსეს, აღმოჩნდა, რომ ბოლო წლის მანძილზე, ის სხეულით 40 კგ. მატყლს ატარებდა.


ფრთების ყველაზე სწრაფი მოძრაობა
imageimageსაქორწინო თამაშების პერიოდში, ჩვეულებრივი არქილოქუსს (ლათ. Archilochus colubris), კოლიბრების ოჯახიდან, შეუძლია წამში ფრთის 200-მდე დარტყმა განახორციელოს, მაშინ როდესაც არანაკლებ შთამბეჭდავია სხვა კოლიბრების ფრთის დარტყმის რაოდენობაც – არანაკლებ 90 დარტყმა 1 წამში.


ყველაზე საშიში ჭიანჭველა
imageimageყველაზე სახიფათო, ჭიანჭველებს შორის, ჭიანჭველა-ბულდოგია (ლათ. Myrmecia gulosa). ჭიანჭველის ეს სახეობა ენდემურია ავსტრალიის სანაპირო რეგიონებისთვის და მეტისმეტად დიდი აგრესიულობით გამოირჩევა. დაფიქსირებულია მინიმუმ სამი შემთხვევა, როდესაც ადამიანების და ამ ჭიანჭველების შეხვედრა, ადამიანების სიკვდილით დასრულდა.


ყველაზე დიდი ტვინის მქონე ცხოველი
imageimageტვინისა და სხეულის თანაფარდობის მიხედვით, ცხოველებს შორის, ყველაზე დიდი ზომის ტვინი ბიგას (Soricidae) აქვს. ამ ფართოდ გავრცელებული, თხუნელების მსგავსი პატარა ცხოველების თავის ტვინის მასა, მათი სხეულის მასის 10 პროცენტს შეადგენს.


ყველაზე დიდი კვერცხი, რომელიც დღეს მცხოვრებმა ფრინველმა დადო

imageimageყველაზე დიდი კვერცხი, რომლის მასა 2, 589 კილოგრამია, 2008 წლის 17 მაისს სირაქლემამ დადო ბურლენგის ფერმაში (შვეცია).


ყველაზე კარგი ყნოსვის ცხოველი

imageimageროგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, აფრიკულ სპილოს ყველაზე კარგი ყნოსვა აქვს ცხოველებს შორის. სპილოს 2-ჯერ უფრო მეტი ყნოსვის უჯრედი აქვს, ვიდრე ძაღლს და 5-ჯერ უფრო მეტი – ვიდრე ადამიანს, რაც მას, დაახლოებით, 19 კმ-ით დაშორებით მდებარე წყლის შეგრძნების საშუალებას აძლევს.


კატა ყველაზე გრძელი ბეწვით
imageimageყველაზე გრძელი ბეწვის მქონე კატა 2013 წლის 9 ნოემბერს გამოავლინეს. რეკორდსმენს 25, 68 სმ. სიგრძის ბეწვი აქვდ. ასეთი მდიდრული ქურქის მფლობელი კატა სოფია, რომელიც ჯეიმ სმიტს ეკუთვნის (Jami Smith), ქ. ოუშენსაიდიდან (Oceanside), კალიფორნიის შტატი.


ყველაზე ძლიერი კბენა
imageimageცხოველებს შორის, ყველაე ძლიერი კბენა ზღვის ნიანგს აქვს. ნიანგის ამ სახეობას კაციჭამიებსაც ეძახიან. ამ გიგანტურ მტაცებლებს, მსხვერპლისთვის ყბების მოჭერა 250 ატმოსფერული წნევის სიძლიერით შეუძლია და ამის შედარება, მხოლოდ ლეგენდარული ტირანოზავრის კბენასთან შეიძლება.


ყველაზე ღრმად მყვინთავი ძუძუმწოვარ
imageimageკბილიანმა ვეშაპმა მკვლევარები იმით განაცვიფრა, რომ ოკეანეში 3048 მ. სიღრმეზე შეძლო ჩაყვინთვა – ეს ყველაზე შთამბეჭდავი სიღრმეა, რომელზეც ოდესმე ჩასულა რომელიმე ძუმწოვარი. მაგ., ადამიანს მხოლოდ 305 მ. სიღრმეზე შეუძლია ჩასვლა, წყალქვეშა ნავის გარეშე.


ყველაზე გაუმაძღარი ძუძუმწოვრებს შორი

imageimageსხეულის ზომასთან შედარებით, საკვების რაოდენობის მიღების მხრივ, ლიდერი ჩვეულებრივი ბიგა (Sorex araneus) არის. ყოველ დღე ის 3-ჯერ უფრო მეტ საკვებს ჭამს, ვიდრე თავად იწონის. მაგ., სპილო, იმისთვის რომ იარსებოს, თავისი მასის მხოლოდ 1/20 ნაწილის საკვებს იღებს.


ყველაზე დიდი თვალებ
imageimageანტარქტიკულ გიგანტურ კალმარს, გიგანტურ მოლუსკს, რომლის სიგრძე 14 მ. აღწევს, ყველაზე დიდი ზომის თვალები აქვს დედამიწაზე. ჩვენთვის ცნობილი, ამ სახეობის ყველაზე დიდი წარმომადგენლის თვალის დიამეტრი 27 სანტიმეტრია.

1
702
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
702
  
2016, 11 ოქტომბერი, 11:33
სუყველას და შენც
0 1 1