x
ჭულევის მონასტერი (სამცხე - ჯავახეთი)

ჭულევის მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში (რეგიონური ცენტრი-ახალციხე)
დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირში.
მის მეზობლად მდებარეობს საქართველოს უძველესი ისტორიული პუნქტები-ზანავი,
ჩორჩანი, ოძრხე(დღევანდელი აბასტუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე. მეთერთმეტე საუკუნეში ჭულევის მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის
მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაკტები ჰქონდა საქართველოს
ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან.
აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჩულეველი(11-ს) რომელიც დიდი
ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის.
სტეფანე იყო შესანიშნავი ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება 11 საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში.
შემდგომ ხანებში, სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის(1374-1391წწ) მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის განახლების მერე, მონასტერს მნიშვნელოვანი
ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიურმონასტერი ცხოვრებაში.







0
45
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე გოეგოძე
თორნიკე გოეგოძე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0