x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
რა რაოდენობის ჰონორარი აიღეს სუპერ ვარსკვლავებმა მოსკოვში გამართულ რუსი მილიარდერის შვილის ქორწილში? ( + ვიდეო )

image
image
მოსკოვში, მილიარდერის მიხეილ გუცერიევის ვაჟის - საიდის ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო.მოსკოვს სპეციალურად ეწვივნენ მსოფლიო ვარსკვლავები - ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, პარტრისია კასი, ბიონსე, ენრიკე იგლესიასი. გრანდიოზული ქორწილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუცერიევი, რომელიც "როსნეფტის", "ბირბანკის" და რამდენიმე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს 2, 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.imageimageimageimageimageimage

გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს.

მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ალა პუგაჩოვაც გამოვიდა.
გუცერიევს შვილის ქორწილისთვის ფული ნამდვილად არ დაუნანია ჯენიფერ ლოპესის ვიზიტი მილიარდერს - 1 მილიონი ევრო დაუჯდა.


გუცერიევი «Русснефть»-ის მფლობელია და მისი ოჯახი რუსეთში უმდიდრესია. რუსული მედიის ცნობით, საიდისათვის ოჯახი შესაფერის მეუღლეს 4 წლის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ, არჩევანი ასევე, ინგუშ გოგონაზე - ხადიჟაზე შეაჩერეს. ულამაზეს ხადიჯას Ellie Saab-ის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის შეკერეს საფრანგეთში და რომლის წონაც 25 კილოგრამს შეადგენდა - წერს წყარო.


imageimageწყაროს ინფომაციით, თითოეული ვარსკლავის სტუმრობა გუცერიევს უდიდესი თანხა დაუჯდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჯენიფერ ლოპესს მილიარდერმა ერთი მილიონი ევრო გადაუხადა.
500 ათასი ევრო დაუჯდა სტინგის მიერ შესრულებული ჯაზით ტკბობა გუცერიევს, ასევე ნახევარი მილიონი ევრო მიიღო ენრიკე იგლესიესმა. "ria.ru" - თვის მიცემულ ინტერვიუში ალლა პუგაჩოვას წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ პრიმა - მადონამ ქორწილში შესრულებული ორი სიმღერისთვის 300 ათასი ევრო მიიღო ჰონორარის სახით.მანვე ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ პუგაჩოვამ დახურა ქორწილი ანუ, პრიმა - მადონა ბოლო გამომსვლელი იყო. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელტონ ჯონს ბიზნესნმა 7 მილიონი ევრო გადაუხადა აქამდე დაუზუსტებელია, იყო თუ არა ვარსკვლავი ქორწილში.imageimageimageimageimageimage










0
309
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0