x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა მოხდა მამა ვიტალის საფლავზე
imageჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი "ფეისბუქში" მამა ვიტალის საფლავზე გადამხდარ არაჩვეულებრივ ამბავს "ფეისბუქის" საშუალებით გვიყვება:


"ახლახანს რუსულ ეკლესიაში ვიყავი, ჩემი სათაყვანებელი წმინდანის მამა ვიტალის საფლავთან ვილოცე....
წმინდანის საფლავთან შვიდი ქალი, თავჩაქინდრული და აცრემლებული ლოცულობდა...ცოტა ხნის შემდეგ, ხალხმა პრეტენზია გამოთქვა, მიგვიშვით ჩვენც მამა ვიტალის საფლავთან, ჩვენც გვიჭირსო... ერთ-ერთმა თავი ასწია და თქვა, - ჩვენ შორენა
ბეგაშვილის ბავშვის მეგობრების დედები ვართ, მის გამო ვლოცულობთ და მალე
წავალთო...

image

როგორც კი ეს გაიგო ხალხმა, უცებ ყველა მუხლებზე დაემხო
და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს... ეს ისეთი ემოციური და იმდენად ბუნებრივი იყო,
რომ ძალიან ბევრი ვიტირე, ყველა ტიროდა და ლოცულობდა...
უფალმა უშველოს და გადაარჩინოს ეს ანგელოზი და რაც მასზედ ილოცა თითოელმა
ქართველმა, ყველა ერთად დიდ სიკეთედ მიუვიდეს და უფალმა
გამოაჯანმრთელოს....
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა დალოცა ეს უცოდველი ბავშვი, ამ მძიმე მომენტით, ბოროტმა ადამიანებმა ისარგებლეს და ბევრმა უკადრებელიც კი იკადრა. მაგრამ ვიტყვი თამამად და დაბეჯითებით, რომ სრულყოფილი არა მაგრამ, ძალიან საინტერესო და თბილი ერი ვართ, ნამდვილად ვიცით გასაჭირში გვერდში დგომა...
ეს დავინახე მე დღეს მამა ვიტალის საფლავთან... უფალო გაამრავლე და გააძლიერე ქართველი ერი, ამინ!!!"


image

0
129
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0