x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ არ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცი ანუ იდიოტურად ჩაცმული ცნობილი ადამიანები

საყოველთაოდაა მიჩნეული, რომ მამაკაცები არ ცნობენ მოდას და ისინი ფუნქციონალურ სიმარტივეს ამჯობინებენ ჩაცმულობაში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცს არ სჭირდება ტანსაცმლის სწორად შერჩევა. როგორც ჩანს, ბევრი ცნობილი ადამიანი არაფრად აგდებს გარშემომყოფთა აზრს და იცვამს იმას, რაც თვითონ მოსწონს, ამით კი საზოგადოების გაკვირვებას და ანტიპათიასაც კი იმსახურებს.


image

მაინც როგორ არ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცი?-ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები გაგვცემს, რომლებზეც ყველასათვის კარგად ცნობილი მამაკაცები მეტად უცნაურ ფორმაში წარსდგებიან თქვენს წინაშე.


მარკ ცუკერბერგი


image

კაცს, რომელიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს თავისი 35 მილიარდი დოლარით, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო საკუთარ სახლად მიაჩნია და როგორი ფორმითაც უნდა, ისეთი ჩაცმული წარსდგება საზოგადოების წინაშე: უნდა სმოკინგში გამოეწყობა, უნდა Adidas-ის ოთახის ჩუსტებში.


image


არადა, კი ვიცოდი, რომ მდიდრები მეტად უცნაური ხალხია, მაგრამ როცა ამ ფოტოს ვუყურებ, ეს უცნაურობა უკვე მეტისმეტი მეჩვენება: ფოტოზე მარკ ცუკერბერგი თავის ცოლთან - პრისცილა ჩანთან ერთადაა აღბეჭდილი (მეტად გასაოცარი გემოვნება ჰქონია ამ ჩვენს ''ფეისბუკის'' მეფეს).



მიკი რურკი


image

ამ მსახიობის ჩაცმულობას რომ ვუყურებ, ორი ვარიანტი მომდის თავში: ის ან სახლებს ძარცვავს და რაც ხელში მოხვდება, იმას იცვამს - სულ ერთია, ქალის ტანსაცმელი იქნება ეს თუ კაცისა;


image


ან მეორე ვარიანტი - რურკს რაღაც ისეთი ცოდვა აქვს წინათ ჩადენილი, რომ ახლა იმ ცოდვის მონანიებას ხალხის მხრიდან მუდმივი დაცინვით ცდილობს.


ჯონი დეპი


image

რაც შეეხება მაყურებლის სიმპათიას - ჯონი დეპს, რომელმაც უამრავი სახასიათო როლი შეასრულა, ეტყობა, ის ვერა და ვერ გამოდის ამ როლებიდან და მათი შესაფერისი სამოსით იმშვენებს სხეულს. თქვენი არ ვიცი და მე ეს ამ ცნობილი მსახიობის ტანსაცმელი ბოსტნის საფრთხობელადან მოხსნილ ძონძებს მომაგონებს.


image


ვერაფერს იტყვი, ალბათ ზუსტად ასე გამოიყურებიან აპოკალიპსის ტიპიური პიჟონები.



რობერტ პატინსონი


image

29 წლის ბრიტანელი მსახიობი ახერხებს და ერთდროულად ხვდება ყველაზე ელეგანტურად და ამავე დროს ყველაზე სულელურად ჩაცმული ვარსკვლავების სიაში. ცნობილმა საიტმა Ranker მას მეათე ადგილი მიაკუთვნა "საშინლად ჩაცმულ ცნობილ მამაკაცებს'' შორის.


image


ერთხელ პატინსონი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ საშინლად სძულს ბანაობა, თუმცა შეეძლო ეს არ ეთქვა - ფაქტი ისედაც სახეზეა... და კიდევ, მსახიობს გააჩნია საოცარი უნარი ცნობილი დიზაინერების ბრენდული სამოსი ატაროს ისე, თითქოს ისინი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაშია შეძენილი.


ჯასტინ ბიბერი


image

"ჩამქოლეთ"- აი, ერთი სიტყვით როგორ გამოხატა ჯასტინ ბიბერმა თავისი ჩაცმის სტილი. მისი ცდა, გამოიყურებოდეს მამაკაცურად, სრულ კრახს განიცდის ხოლმე. ბოლომდე შეკრული საყელოიანი პერანგი, ტყავის ქურთუკი და კოვბოის ქუსლებიანი ფეხსაცმელები - ყველაზე საშინელი შეხამებაა, ხოლო ფართხუნა მაისური წარწერით Nirvana ნამდვილი კატასტროფა.


image


მომღერლის სიყმაწვილის დროინდელი ეს ფოტოები კი ალბათ სამუდამო კოშმარად დარჩება მისი თაყვანისმცემლების გულში.


ჩარლი შინი


image

ესა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ძალუძს სიმწიფის ასაკს მიღწეულ მამაკაცს (50 წელი) საკუთარი თავი ჯამბაზად აქციოს.


image


შინის საყვარელი სამოსია ბოულინგის სათამაშო ძველმოდური მაისურები, რომელსაც ის არამარტო თვითონ იცვამს, არამედ გასაყიდადაც კერავს. ამ ჩაცმულობით ჩარლი შინი მხოლოდ ბებერ ლოველასს კი არა, მოხუცებისათვის გამართული დისკოთეკის დიჯეისაც ჰგავს.


ჰიუ ჰეფნერი


image

გინდათ იცოდეთ, როგორ გამოყურება ცუღლუტი პენსიონერი? - მაშინ დააკვირდით Playboy-ის დამფუძნებლის ფოტოებს - მისი საყვარელი სამოსია საწოლის პიჟამოები და ხალათები, ოღონდ ჰეფნერი მათ საკუთარ საძინებელში კი არა, ელიტარულ წვეულებებზე და ბანკეტებზე იცვამს.


image


აი, მისი საყვარელი კიდევ ერთი აქსესუარი-იახტსმენის ქუდი... და ეს ყველაფერი ქერათმიანი ლამაზმანების ფონზე.


სერგეი ბეზრუკოვი


image
რუსი მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ცნობილ სერიალში ''ბრიგადა'', როგორც ჩანს, შორეულ 90-იანებში ჩარჩა - ამაზე მისი ჩაცმულობა მეტყველებს.


image


ამ ფოტოზე ის პირველ ცოლთან ერთადაა გადაღებული.


image


ხოლო ამ ფოტოზე თავის მეორე ცოლთან-ანა მატისონთან ერთად.





3
923
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
923
  
2016, 28 მარტი, 23:43
რას გაიგებთ, კვირაში სამი პარასკევი აქვთ. :)
2016, 28 მარტი, 23:42
ნეტა რატომ მოსწონთ ასე უცნაურად ჩაცმა? ალბათ ესეც პოპულარობისათვის სჭირდებათ.
2016, 28 მარტი, 23:37
მიკი რურკი ლგბტ თემიდან გეგონება, არა და მაგარი კაცია :)
0 1 3