x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვამსხვრევთ მითებს სწორი კვების შესახებ ანუ რატომ ვერ ვახერხებთ გახდომას

ჩვენს ირგვლივ უამრავი სტერეოტიპია გამეფებული, რომელთა გათვალისწინებით საკუთარ თავს ბევრ რამეს ვუკრძალავთ. განსაკუთრებით საწყენია, როცა აკრძალვა რაიმე სასიამოვნოს ეხება. სინამდვილეში უამრავი რამ (ლაპარაკია კვების პროდუქტებზე), რაც აქამდე მავნებლად ითვლებოდა, თურმე სულაც არ ყოფილა ასეთი. ზოგიერთი მათგანი კი, პირიქით, თურმე სასარგებლოც კია და წონის დაკლებაში გვეხმარება.


image
მაშ ასე, დავამსხვრიოთ დღემდე გავრცელებული მითები სწორი კვების შესახებ ანუ ვნახოთ, თუ რატომ ვერ ვიკლებთ წონაში.


1. საღამოს ექვსი საათის შემდეგ ჭამა მავნეა


image

არ ვჭამოთ საღამოს 6 საათის შემდეგ- ეს ნამდვილი ტერორია ჩვენი ორგანიზმის მიმართ. სინამდვილეში საღამოს საათებში საჭმლის მირთმევის გარეშე სწორი მეტაბოლიზმი შეუძლებელია. ამჟამად ადამიანების უდიდესი ნაწილი გაცილებით გვიან წვება დასაძინებლად, ვიდრე ამას აკეთებდა გასულ საუკუნეებში, ამიტომ დიდი ხნით შიმშილი, მაშინ როცა გვღვიძავს, ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ორგანიზმზე. სიმართლეა მხოლოდ ის, რომ დაძინებამდე სამი საათით ადრე უნდა ვჭამოთ და ვეცადოთ ვახშამზე მხოლოდ დაბალკალორიული საკვები მივირთვათ.


2. ყველა სახის ცხიმი მავნებელია და იწვევს გასუქებას


image

ბევრი ადამიანი დღემდე თვლის, რომ ყველანაირი ცხიმი მავნებელია და სიმსუქნეს იწვევს, მაგრამ გვავიწყდება ის, რომ მათ გარეშე სწორი მეტაბოლიზმი შეუძლებელია. ცხიმების არარსებობის შემთხვევაში ორგანიზმი ვერ ითვისებს ვიტამინებს, რომლებიც ასე აუცილებელია ჩვენთვის. ამ დროს უფერულდება და თხელდება თმები, სწრაფად ბერდება კანი და ზეწოლას განიცდის ღვიძლი.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მთელი დღე კარტოფილი ფრი ახრაშუნოთ და ტორტებსა და მაიონეზზე უარი არ თქვათ. სასარგებლო ცხიმებს შეიცავს ნიგოზი, თხილი, ზეთისხილი, ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი, ავოკადო, წითელი თევზი და კიდევ ბევრი სხვა სასარგებლო პროდუქტი. ისინი ძალიან კარგად მოქმედებენ ორგანიზმზე და ამასთანავე გვიკლავენ დიეტის დროს განცდილი გამუდმებული შიმშილის გრძნობას. სწორედ ამიტომ არ ღირს სასარგებლო ცხიმებზე უარის თქმა.


3. საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის სუსნაობა მავნებელია


image

ამ სუსნაობის გარეშე ჩვენი კვება არასრულფასოვანი იქნებოდა, რადგან ადამიანს აუცილებლად სჭირდება ენერგიის შევსება, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ის ძირითადად ხილით ან თხილეულობით შემოიფარგლებოდეს.


4. თუ პროდუქტი ორგანულია, ესე იგი ის სასარგებლოა


image

თუ პროდუქტის შეფუთვაზე წარწერაა: "ორგანული", ეს ნიშნავს იმას, რომ მასში არაა გენმოდიფიცირებული ნივთიერებები, პესტიციდები და სხვა დანამატები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი კალორიულობით არაფრით არ ჩამოუვარდებიან მათ არაორგანულ ანალოგებს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პირველი მათგანი გაცილებით ძვირი ღირს.


5. რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყლები!


image

მარტივი, ანუ, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, სწრაფი ნახშირწყლები, მართლაც უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან, სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს შაქარი, თეთრი პური და კარტოფილი. მას, ვისაც უნდა, რომ სწორად იკვებოს, უნდა გამოიყენოს რთული ნახშირწყლები, ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა რუხ პურში, პარკოსნებში, კენკრაში, ბოსტნეულსა და ხილში.


6. ხილი და ბოსტნეული გაყინვისას კარგავს სასარგებლო თვისებებს


image

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახლა უკვე შესაძლებელია გაყინულ პროდუქტებში შენარჩუნებული იქნას ვიტამინების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების 90%.


7. ხილის წვენები ისევე სასარგებლოა, როგორც თავად ხილი


image

წვენების მომზადების დროს ბევრი სასარგებლო ნივთიერება იკარგება. მათი დიდი უმეტესობა უჯრედისს საერთოდ არ შეიცავს. ამიტომ თუკი ამის შესაძლებლობაა, უკეთესია მიირთვათ ხილი და ბოსტნეული ცოცხალი სახით და არა მათი წვენები.


8. უნდა ვიკვებოთ თუ არა კვების დანაწევრებული რეჟიმით?


image

ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ დანაწევრებული (ერთფეროვანი პროდუქტებით) კვება სასარგებლოა გასახდომად. ადამიანები, რომლებიც ერთფეროვნად იკვებებიან, წონაში იკლებენ ძირითადად იმის გამო, რომ მიირთმევენ არაკალორიულ პროდუქტებს და არა იმის გამო, რომ კვების ამ რეჟიმს მიმართავენ.


9. კვების რეჟიმი სწორი შერჩევა სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული


image

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კვების რეჟიმსა და სისხლის ჯგუფებს შორის არანაირი კავშირი არაა. პროდუქტების შეუთავსებლობა დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნიტეტზე დაა არა სისხლის ჯგუფზე.


10. მადის დასაქვეითებლად საკმარისია შევჭამოთ ვაშლი ან ფორთოხალი


image

ეს მტკიცებულება არასწორია. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ვაშლი და ფორთოხალი მადას კი არ აქვეითებს, არამედ აძლიერებს ( ზუსტად ასეა, საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოვცადე).


11. მწვანე ჩაი შესანიშნავი საშუალებაა გასახდომად


image

მწვანე ჩაი გასახდომი საშუალება სულაც არაა, უბრალოდ მასში დიდი რაოდენობითაა პოლიფენილები-ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლძარღვების კედლებზე ცუდი ქოლესტერინის წარმოქმნას.


12. კომბოსტო, ანანასი და გრეიფრუტი წვავს ცხიმებს და გვაკლებინებს წონაში


image

სინამდვილეში არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომლის მიღებაც ცხიმებს "დაწვავდა". მართალია, ზემოთჩამოთვლილი პროდუქტები აძლიერებენ მეტაბოლიზის პროცესს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სადილზე მირთმეულ კალორიებით სავსე მწვადს ან ჩახოხბილს ისინი გაანეიტრალებენ.


13. დაბალნახშირწყლოვანი (ცილოვანი) დიეტა ყველაზე სასარგებლოა


image

ეს სულაც არაა ასე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მძიმე წონის ადამიანები დაბალნახშირწყლოვანი საკვების რეგულარული მიღებისას მართლაც კარგავენ სწრაფად წონას, მაგრამ ეს ძალიან მცირე ხანს გრძელდება და კვების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლისას ისინი ორმაგად იმატებენ წონაში.


14. ორცხობილას მირთმევა პურის მაგივრად წონის დაკლებაში გვეხმარება


image

არასწორია! როგორც წესი, ორცხობილა გაცილებით მეტ ცხიმს და ნახშირწყლებს შეიცავს, ვიდრე პური. ამიტომ მისი მიღება სულაც არაა დიეტური. ორცხობილა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასარგებლო, თუ მას თქვენ თვითონ დაამზადებთ რუხი პურისაგან.


15. და ბოლოს-ყველაზე გავრცელებული მითი-შიმშილობა საუკეთესო საშუალებაა წონის დასაგდებად


image


არა და კიდევ ერთხელ არა! შიმშილობა სახიფათოა ორგანიზმისათვის, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება. ამასთანავე მთელი დღის ნაშიმშილები, სავარაუდოდ, ვერ მოითმენთ და საღამოს სამჯერ მეტს შეჭამთ!


ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ენდეთ ჩემს რჩევებს-ისინი აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

0
292
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0