x
image
მოზამბიკელი
პირველი ქალი, რომელიც პარლამენტში მოტოციკლით მივიდა
ინდოეთის პარლამენტის, პარტია "ინდოეთის ეროვნული კონგრესი"-ს წევრი ქალბატონი

რანჯიტ რანჯანი, პარლამენტში მოტოციკლით მივიდა, მისი უჩვეულო ქმდება მისმა

ოპონენტებმაც კი დადებითად შეაფასეს.

"რატომღაც ჩვენთან მიღებულია რომ ყველაფრის უფლება, მხოლოდ მამაკაცებს აქვთ,


რანჯიტმა უპრეცენდენტო რამ გააკეთა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ". განაცხადა

მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ.

image



რანტიჯ რანჯანი 15 წელია ინდოეთის პარლამენტის წევრია, იგი დიდი ხნის

განმავლობაში მეგობრების მოტოციკლით გადაადგილდებოდა, მაგრამ ორი წლის წინ,

40 წლის ასაკში, გადაწყვიტა საკუთარი მოტოციკლი ეყიდა.

"მოტოციკლით აგრიდან ჯაიპურამდე მივლია, მაგრამ პარლამენტში პირველად მოვედი."


რანჯიტი ლიბერალური შეხედულებების ოჯახში გაიზარდა, მას ბავშვობიდანვე ჰქონდა

არჩევანის თავისუფლება, მათ შორის ისეთ საკითხთან დაკავშირებითაც, როგორიცაა

შარვლის ჩაცმა, რომლის შესახებაც ფართო განხილვა და ცხარე დებატები მიმდინარეობს ინდოეთში.


რანტიჯი ასევე ეწინააღმდეგება საკუთარი პარტიის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც

პარლამენტში ქალების მხოლოდ 33 % უნდა იყოს წარმოდგენილი.

მან პირობა დადო, რომ აუცილებლად იბრძოლებს იმ ქალების უფლებებზე, რომლებიც

აქტიურად მოღვაწეობენ საზოგადოებაში.


დღეს ინდოეთის პალამენტში რანჯიტ რანჯანი ყველაზე გამორჩეული ქალია, რომლის

კრედოც შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

"არ გადაუხვიო იმ გზას, რომელიც საუკეთესოა."

0
177
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0