x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჩინელმა ლი ცინიუანმა,რომელმაც 256 წელი იცოცხლა თავის დღეგრძელობის საიდუმლო New York Times -ს გაანდო
ჩინელი ლი ცინიუანი 1933 წელს გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მან თავის დღეგრძელობის საიდუმლო გაზეთ "New York Times" -ს გაანდო.


1928 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ლი ცინიუანი 1677 წელს დაიბადა პროვინცია სიჩუანში.როგორც გაზეთი იუწყება, მან მთელი თავის ცხოვრება სამკურნალო ბალახების შესწავლას მოანდომა.



თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ცინიუანმა არა მარტო ჩინეთში, არამედ ვიეტნამში და ტაილანდში ცხოვრებაც მოასწრო.იგი 24-ჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა 180 შვილი.


როგორც ცინიუანი გაზეთთან ინტერვიუში აღიშნავს, პირველი პირობა იყო უარის თქმა ხორცზე.


მთელი ცხოვრება მამაკაცი ვეგეტერიანელად დარჩა.მისი ძირითადი საკვები ბრინჯი იყო და მისივე დამზადებული ბალახების ნაყენები.


განსაკუთრებით სასარგებლო იყო ძაღლყურძენას ნაყენი.მისივე თქმით ეს სასმელი აუმჯობესებდა სისხლის მომოქცევას, ასტიმულირებდა შიდა ორგანოების მუშაობას და ააქტიურებდა ტვინის უჯრედების მოქმედებას.


ჩინელმა თავის დღეგრძელობის მთავარ არგუმენტად დაასახელა უნარი შეინარჩუნოს შიდა ბალანსი- მთავრია გულის სიმშვიდე..აგრეთვე იფხიზლოს როგორც მტრედმა და იძინოს როგორც ძაღლმა.

image

ლი ცინიუანი მოიხსენია მწერალმა პიტერ კელდერმა 1933 წელს წიგნში "ახალგაზრდობის უძველესი საიდუმლოებები".


აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსები ოფიციალურად ადასტურებენ ლი ცინუანის არსებობას, თუმცა ეჭვი ეპარებათ მისი ასაკის ნამდვილობაში.




ამასობაში კი მოდით გავეცნოთ ოფიციალურ ცხრილს:15 ყველაზე დღეგრძელი ადამიანის სიას დედამიწაზე.(შენიშვნა: სურათის გასადიდებლად მაუსი დააწკაპუნეთ ფოტოზე)

image






5
1136
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1136
  
2016, 22 მარტი, 16:28
მე თუ მკითხავთ საშინელებაა ამდენ ხანს სიცოცხლე, ნახავ როგორ გარდაიცვლება ყველა, ვინც ოდესმე გიყვარდა... რა ჯანდაბად გინდა ასეთი სიცოცხლე:((
2016, 22 მარტი, 15:40
მათუსალა იყო? ამდენი რა ამბავია მესამე წრე დაურტყამს. :))
2016, 22 მარტი, 14:33
ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი ჩემი აზრით
2016, 22 მარტი, 14:32
256 მაიცნ გადაჭარბებული მგონია..თუმცა ვინ იცის
2016, 22 მარტი, 14:30
ვაა მალადეც ამას
0 1 5