x
image
natia.a
"ლამის ვიჩქმიტე, ხო არაფერი მეჩვენება მეთქი" - რით გააკვირვა ქართველმა ბერმა ამერიკელი სტუდენტები
image

ჟურნალისტი და მედია მენეჯერი, დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამბავს, რომელიც მასა და მის ამერიკელ სტუმრებს საფარას მონასტერში გადახდათ თავს. ჟურნალისტი და მისი სტუმრები განსაკუთრებით აღაფრთოვანა ახალგაზრდა ბერის მოქმედებამ, რომელიც, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მამა ელისეა.


"ასეთი უცნაური ამბავი იყო: გასულ კვირაში, სტუდენტები მყავდა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, სტაჟირებაზე. კარგი მუსიკასავით არაჩვეულებრივები იყვნენ, გულწრფელები და ხალასები. ორი ცალი. პროგრამა ისე შევადგინეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი რამ ენახათ საქართველოში, ყველანაირ ხალხთან ელაპარაკათ, თან გადაეღოთ და თან ამ პროცესში ერთმანეთისთვის რამე-რუმეებიც გვესწავლებინა. ჩადი და კალინდა იღბლიანები იყვნენ და ისეთები ვნახეთ, ხშირად მეც კი (ანუ, საქართველოში დაბერებული კაცი) ხან პირდაღებული ვრჩებოდი, ხან თვალებდაჭყეტილი.


ერთი ამბავი ასეთი იყო: საფარაში ვიყავით, ერთი დღე მონასტერში. თან გადმოგვყვნენ ბერები, მძიმე მარხვის მიუხედავად, ყველაფერი მოგვატარეს, ყველაფერი გვაჩვენეს. რომ მივედით, წირვა უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ეგ არაფერიო - ტაძარი გაგვიხსნეს და სამმა ბერმა ჩვენთვის იგალობა. ამ ყველაფრის ბოლოს, სტუდენტებს არც ინტერვიუზე უთხრეს უარი და ერთ-ერთმა მათგანმა ბერული მოთმინებით უპასუხა უამრავ შეკითხვაზე. მაგრამ მთავარი წინ გველოდა. წამოსვლისას, რომ გვემშვიდობებოდნენ, ტაძარში, ერთ-ერთ ხატთან მიგვიყვანეს - ღვთისმშობილის ხატი იყო. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ბერმა ხატის ისტორიის მოყოლა დაიწყო. საკმაოდ რთული ამბავი იყო, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით გაჯერებული. მოვუბოდიშე, ამდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი და თქვენის ნებართვით, მოკლედ ვეტყვი მეთქი. არაუშავს, მე ვეტყვიო და დაუწყო ინგლისურად მოყოლა - გამართული თეოლოგიური ინგლისურით - ცოტა დამაკლდა, ამ ამაღლებულ სიტუაციაში ლამის ვიჩქმიტე, ხო არაფერი მეჩვენება მეთქი. რომ დაასრულა, ეტყობა გაოცება სახეზეც მეტყობოდა და „სატელევიზიო ინგლისური ნამდვილად არ ვიცი, თორე ინტერვიუს თარგმანზე არ გაწვალებდიო. ჭიშკრამდე სულ ბოდიშებით გამოგვაცილეს - მარხვის გამო, სათანადოდ ვერ გმასპინძლობთ, გვაპატიეთო.



მე ასეთი ეკლესია მიყვარს.


- ჰო, კალინდას თავსაბურავი კი ჰქონდა, მაგრამ ტანზე ისე ეცვა, თბილისის ზოგიერთ ეკლესიაში კარისკენ რომ მიუთითებენ ხოლმე გოგონებს." - წერს დაჩი გრძელიშვილი.


image

3
1286
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1286
  
2016, 22 მარტი, 8:47
ეგ ვიღაც კი იმიტომ დარჩა პირდაღებული რომ, საქართველოში ქალებს აღარ აცვიათ კაბები ტაძარში რომ შედიან და ამერიკელმა გოგონებმა ჩაიცვეს, აი ეს გაუკვირდა
2016, 21 მარტი, 22:49
სტუდენტები კი არა ეგ ვიღაც დაჩი დარჩა პირდაღებული. მარტო თავისი თავი რომ გონია განათლებული.
2016, 21 მარტი, 13:02
კარგია კაი სტატია იყო
0 1 3