x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საოცრად ლამაზი ბილიკები ბაღებსა და ეზოებში – 50 კრეატიული იდეა (ნაწილი II)

image

ბაღებსა და ეზოებში ბილიკებს უსაფრთხოდ და სუფთად გადაადგილებისთვის აგებენ. ამასთან, ეს თუ გემოვნებით არის გაკეთებული და ირგვლივ არსებულ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის, უთუოდ სიმშვიდის, სრულყოფილებისა და კომფორტის განწყობას შექმნის. ბილიკები მრავალი სტილისა და განსხვავებული მასალის შეიძლება იყოს. თქვენი გადასაწყვეტია თუ რომელს აირჩევთ, როგორ ჩაჯდება თქვენი სახლის ექსტერიერში, რა თქმა უნდა, იმ კლიმატური პირობების გათვალისწინებით სადაც ცხოვრობთ, რადგან მოგეხსენებათ ზოგიერთი მასალა ყინვის დროს მდგრადობით არ გამოირჩევა.
თუ გადაწყვეტილი გაქვთ ბილიკის დაგება, იმის ნაცვლად რომ ერთი სახის უბრალო ფეხსავალი გააკეთოთ, რამდენიმე მასალის კომბინირება მოახდინეთ, ფერი და სტრუქტურა ირგვლივ არსებულ ლანდშაფტს შეუხამეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივ იერს და მიმზიდველობას შესძენს თქვენს ბაღსა თუ ეზოს. ამის განსახორციელებლად სტატიაში წარმოგიდგენთ საუცხოო ბილიკების 50 ნიმუშს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამით დახმარებას გაგიწევთ თქვენთვის მყუდრო, ელეგანტური და გამორჩეული გარემოს შექმნაში.


1. ორიგინალური ბილიკი ოვალური ფორმებით

image


2. თანამედროვე დიზაინის ბილიკი, რომელსაც არ სჭირდება სიმეტრიული ფორმები

image



3. ქვის ფილებისა და კენჭების სინთეზი სამ ფერში

image


4. მინიმალისტური დიზაინი – ფოკუსირება ხდება სუფთა, მარტივ ფორმებსა და ხაზებზე
image


5. თეთრი ხრეში და შავი ფილების კომბინაცია დიდებულ ხედს ქმნის

image


6. ძალიან სადა ბილიკი ბეტონის ფილებისგან ულამაზესი ყვავილებით

image

7. გლუვი, ოვალური ფორმის ფილები ორგანულად ერწყმის ლანდშაფტს

image

8. თუ არ გსურთ რომ თქვენს ბილიკს განსაზღვრული ფორმა ჰქონდეს

image

9. ნუ დაივიწყებთ ბილიკის განათებას ის განსაკუთრებულ ელფერს შესძენს თქვენს ეზოს

image

10. უმშვენიერესი ყვავილებით გარემოცული სადა ბეტონის ფილაქანი

image

11. გამოიყენეთ სხვადასხვა მასალა ორ ფერში უფრო მეტი ეფექტისთვის

image

12. ფერთა ულამაზესი შერწყმა

image

13. კენჭებისა და ფილაქანის კომბინაცია ორ ფერში ულამაზესია!

image

14. უხეში სტილის ქვის ბილიკი გუბურაზე

image

15. ბილიკის სიგანე და დიზაინი მრავალ დეტალზეა დამოკიდებული, მათ შორის თქვენს გემოვნებაზეც სადა, მაგრამ უჩვეულოდ ელეგანტური!

image

16. ულამაზესი მოზაიკა სამ ფერში

image

17. ქვის ლოდებიც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ულამაზესი ხედის შესაქმნელად

image

18. ძალიან დახვეწილი კლასიკური ფილაქანი

image

19. შეგიძლიათ დაუმატოთ ხავსი ბილიკის ქვებს უფრო ბუნებრივ შთაბეჭდილებას რომ ტოვებდეს

image

20. პატარა ღობე ბილიკის გასწვრივ ფერადი მინის ბოთლების ან ქილების გამოყენებით

image

21. კიდევ ერთი ორიგინალური იდეა ხის ნაჭრები ქვის ნაცვლად

image

22. ხისა და ხრეშის კომბინაცია პრაქტიკული და გამძლე

image

23. თანამედროვე სტილის ბეტონის დეკორატიული ბილიკითა და რიყის ქვით მოპირკეთებული ეზო

image

24. როცა მსგავსი მშვენიერების კამაროვანი გასასვლელია, იმას თუ ბილიკი რა მასალისგანაა გაკეთებული არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს

image

25. კაშკაშა, მკვეთრი ფერები არაჩვეულებრივ ეფექტს მატებს ლანდშაფტს

image

26. აგურის ბილიკი საოცრად ლამაზი ყვავილებით

image

27. ძალიან ელეგანტური ეზო კლასიკური ბილიკით

image

28. დეკორის ყველა ელემენტის ორგანული შერწყმა

image

29. თვალისმომჭრელად ლამაზი ეზო ხრეშის ბილიკით

image

30. საბურავების, ხავსის და ქვის კომბინაცია ორიგინალური ბილიკის შესაქმნელად

image

31. ბეტონის დიდი, სხვადასხვა ზომის ფილებისა და ბალახის სინთეზი გამორჩეულ ხედს ქმნის

image

32. ერთ სივრცეში რამდენიმე სამშენებლო მასალის კომბინირებულად გამოყენება მყუდრო გარემოს ქმნის

image

33. ეს მრგვალი ფილები ბაღში ამოსულ სოკოებს ჰგავს

image

34. ბილიკი რომელიც ლიანდაგს მოგაგონებთ

image

35. დიდი წრიული ბეტონის ფილები ორიგინალური ხედის შესაქმნელად

image

36. ბილიკი სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით

image

37. ხის, ქვისა და ფილების სინთეზი

image

38. ულამაზესი ეზო დაუმუშავებელი დიდი ლოდებით, რიყის ქვებითა და ულამაზესი პატარა ხიდით

image

39. აგურისა და თეთრი ხრეშის კომბინაცია

image

40. ეს იმ შემთხვევაში თუ ჭადრაკის მოყვარული ხართ

image

41. ყავისფერი ფილებისა და თეთრი ხრეშის კიდევ ერთი ორიგინალური სინთეზი

image

42. ხელოვნების შედევრი

image

43. დეკორატიული ბილიკი

image

44. ორიგინალურობა და სისადავე

image

45. ძალინ დახვეწილი და საოცრად ლამაზი სტილის თანამედროვე ბილიკი

image

46. ხის ნაჭრები მოსახერხებელი და ორიგინალური გამოსავალი ბილიკის გასაკეთებლად

image

47. გიყვართ კლასობანას თამაში?

image

48. უსწორმასწორო ფორმის ფილები ულამაზეს ბაღში

image

49. ბეტონის ფილებით შექმნილი ყვავილის ფორმის ბილიკი

image

50. კლასიკური ბილიკი განათებით

image


3
4282
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
4282
  
2016, 27 მარტი, 23:07
როგორ ვერ და ავისრულო ოცნება საკუთარ სახლზე
2016, 18 მარტი, 19:44
დიდი მადლობა, ალექს :)
2016, 18 მარტი, 19:37
გ-გ
0 1 3