x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"გულჩათხრობილი"
ჩემს გულში ცრემლთა ღვარცოფი მოჩქეფს,

დნება რკინა და რვალიც ულევი,

ოხ, როგორ მინდა ეს ნაკადული გულზე მომჩქეფდეს,

მას ნაპირ-ნაპირ, უდარდელი ბიჭი მოსდევდეს.



მე ზღვა არცროდის არ მინახია,

განვლილი დღენი ისე განვლიე,

მაგრამ ვაღმერთებ მის მღელვარებას,

გამომეცხადა ალავერდით, დარდებით სავსე თასი დავლიე!


მინდა ზღვაში გემით შევცურო,

აღარა სჩანდეს ირგვლივ ნაპირი,

აღარა ჰქონდეს გემს იალქნები!

და არც ვინატრო ნაკადულები.


ჩემს გულში ცრემლთა ღვარცოფი მოჩქეფს,

დნება რკინა და რვალიც ულევი,

ოხ, როგორ მინდა ეს ნაკადული გულზე მომჩქეფდეს,

მას ნაპირ-ნაპირ, უდარდელი ბიჭი მოსდევდეს.


ბაკურ ბაკაშვილი.

image

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:გიგა დოლაკიძე
გიგა დოლაკიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0