x
რეცენზია: უცხოს ხმალი/Sword of the Stranger

ხმალი1


რეცენზიის შემდეგი თემა ანიმეს მოყვარულთათვისაა. მოდით სანამ ფილმის განხილვაზე გადავალ აგიხსნით რით განსხვავდება ანიმე სხვა მულტფილმებისგან. ანიმე არის იაპონური ანიმაცია.

სხვა მულტფილმებისგან განსხვავებით, რომლის სეგმენტი ბავშვები არიან, იაპონური ანიმაციის მომხმარებლები ძირითადად არიან მოზარდები და სრულწლოვანი ადამიანები. ანიმე განსხვავევბულია ხასიათობრივი მანერითა და პერსონაჟების
დახატვისა და ფონის მეთოდით.

ზოგჯერ ანიმე უფრო საინტერესო და მძაფრი საყურებელია, ვიდრე ჩვეულებრივი ფილმი.

გადავიდეთ ჩვენს მოხეტიალე სამურაიზე, რომელსაც ასევე რონინს ეძახიან.

თავიდანვე გეტყვით, რომ აღნიშნული ნამუშევარი 2007 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მას შემდეგ მისი რეიტინგი და შესაფება არ დაცემულა, რაც ანიმეს აღიარებაზე მეტყველებს.

სურათი საინტერესოდ იწყება და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ.

არის ხოლმე, როცა ანიმეში ბევრი ორთაბრძოლა, ეფექტური სცენებია და ამ დროს სიუჟეტი ძალიან უაზროა, მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის.

რეჟისორებმა ზომიერება ამჯობინეს და ყოველ 2 წუთში ჩხუბი და სისხლისღვრა არ იმართება.

ნამუშევარს რამდენიმე საინტერესო გმირი ჰყავს. მართალია მთავარი როლი პატარ ბიჭუნას აკისრია, რომელიც უნდა მოჰკლან, რათა მისი სისხლი ელექსირისთვის გამოიყენონ, მაგრამ სხვა პერსონაჟებსაც არანაკლებ შთამბეჭადავი ისტორია აქვთ და საკუთარი იდეალები გააჩნიათ, რაც უფრო საინტერესოს ხდის ანიმეს. გამომდინარე აქედან, სანერვიულო რამდენიმე ფრონტზე გექნებათ.

რაც მთავარია, ფილმში არის მეგობრობის და კონკურენციის თემები.

ცოტას პერსონაჟებზეც მოგიყვებით. მთავარი გმირი ბავშვია, რომელსაც ჩინელი იმპერატორის ხელქვეითები დასაჭერად დასდევენ. მათ ბავშვის სისხლი სჭირდებათ ელექსირისთვის, რომელიც იმპერატორს უკვდავებას მიანიჭებს.

მოხეტიალე სამურაი კი ბავშვს შემთხვევით ხვდება და შემდეგ მფარველ ანგელოზად მოევლინება. იდუმალი პერსონაჟი ანიმეს ბოლოსკენ ავლენს მთელ თავის სიძლიერეს, თუმცა არც აქამდე დაგტოვებთ გულგრილს.

აი რაც შეეხება, „თეთრ დემონს“, ძალიან მომეწონა ეს პერსონაჟი, რადგან მას სინამდვილეში სულ არ ანაღვლებს იმპერატორის ბედი და მხოლოდ საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობს.


მას მარცხი არასდროს განუცდია და შესაბამისად არც იცის ეს რას ნიშნავს.

ყველაზე ორიგინალური კი ჰასკია - მამაცი, შეუპოვარი და ამავე დროს ერთგული ძაღლი.

ნუ დაბლოკავთ ამ ნამუშევარს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ანიმეა. რეჟისორებმა კარგად ასახეს პერსონაჟების ემოციები და არარეალურს აქ ვერაფერს ნახავთ. ყველას გირჩევთ ნახოთ „უცხო ხმალი“.


დროის ფუჭად დაკარგვაზე საუბარიც კი ზედმეტია.

გამოშვების წელი: 2007

ქვეყანა: იაპონია

რეჟისორი: მასაჰირო ანდო

სცენარი: ფუმიჰიკო ტაკაიამა

პროდიუსერი: მასაჰიკო მინამი

ოპერატორი: ეჰეი მიაჰარა

კომპოზიტორი: ნაოკი სატო

ჟანრი: ანიმე, მულტფილმი, მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო

სტუდია: ბონსი


ხმალი2ხმალი3ხმალი4ხმალი5

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:comoestas
comoestas
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0