x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იუნა შაფათავა ჟურნალისტებს მიმართავს-" მე თქვენ რეიტინგს ვჭირდები, დებილი "სექს ვამპირის" და "კრიმინალის" ტაბლოიდური ისტორიისთვის."

image
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი თავდამსხმელი ლევან მექვაბიშვილი, როგორც აღმოჩნდა სკანდალური და სექსუალური ქალბატონის, იუნა შაფათავას ყოფილი მეუღლეა.

მიუხედავად იმისა, რომ იუნა შაფათავას ყოფილ ქმართან, რომელსაც რვა წლის წინ დაშორდა, არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს, ჟურნალისტების მხრიდან არ წყდება მასთან დაკავშირების მცდელობა და მისგან ინფორმაციის მიღების სურვილი. იუნა თავის ექს მეურლეს დადებით პიროვნებად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ იგი წარმატებული მოკრივე იყო.

იუნა შაფათავა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართავს ჟურნალისტებს და თვლის, რომ ისინი ამ საქმით ერთობიან და აბსურდული თეორიების მოძიებით ხელს უშლიან გამოძიებას. ამიტომ მათ ურჩევს, რომ მას თავი დაანებეონ, რადგან ამ თემით სპეკულირებას იგი არ აპირებს:

"გუშინ მთელი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა, ყველა არხთან ერთი და იგივე კომენტარი გავაკეთე. დღეს დილიდან იგივე ხდება, თუმცა მე არ გიპასუხებთ, უკვე ვთქვი, რისი თქმაც საჭიროდ ჩავთვალე. თქვენ ერთობით და თან რაღაც აბსურდული თეორიების მოძიებით გამოძიებას უშლით! მე არ ვჭირდები გამოძიებას, მე თქვენ აბსურდს და რეიტინგს ვჭირდები, დებილი "სექს ვამპირის" და "კრიმინალის" ტაბლოიდური ისტორიისთვის. არც მე ვარ ვირჯინია ჰილლი, არც ჩემი ყოფილი ქმარია ბაგსი სიგალი. არ ვაპირებ ამ თემით სპეკულირებას და არც თქვენ გირჩევთ. დამანებეთ თავი."imageimage

0
288
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0