x
სისხლიანი მერი

imageკოქტეილ “სისხლიანი მერის” წარმოშობის ისტორია დღემდე გაურკვეველია და საკმაოდ ბევრი ვერსიაც არსებობს. როგორც ამბობენ, 1920 წელს, ფერნანო პეტოიტმა პარიზის ერთ-ერთ ბარში შემთხვევით გამოიგონა ეს სასმელი. მეორე ვერსია კი ის გახლავთ, რომ 1939 წელს, ჯორჯ ჯესელმა ჟურნალში “ეს ნიუ-იორკია” გამოაქვეყნა სასმელის რეცეპტი, რომელსაც შემდგომ “სისხლიანი მერი” ეწოდა. ზოგი ამტკიცებს, რომ ჯესელმა პეტიოტის რეცეპტი მიითვისა.


ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეპითეტი “სისხლიანი მერი” ისტორიულ

image

დეტალებს უკავშირდება, კერძოდ, ინგლისის დედოფალ მერის. დედოფლის საყვარელი სასმელი რომისგან მზადდებოდა, მისი რეცეპტი კი თავად მერის ეკუთვნოდა. 1934 წელს პეტიოტმა რომი არყით შეცვალა, მას ტომატის წვენი დაუმატა და დედოფლის საპატივსაცემოდ ყველასთვის კარგად ცნობილი სახელი დაარქვა.



კოქტეილმა განსაკუთრებულ პოპულარობას 1960 წელს მიაღწია, მას შემდეგ, რაც ჩიკაგოს ერთ-ერთ ბარში, უცნობმა ბარმენმა მისი წარმოება დაიწყო.
თუმცა როგორც სასმელების ექსპერტები ამტკიცებენ, სასმელის წარმოშობის და სახელწოდების ისტორია საკმაოდ ბანალურია. მათი აზრით, კოქტეილს “სისხლიანი მერი” მხოლოდ და მხოლოდ მისი ფერის გამო შეარქვეს.


image ინგრედიენტები:
ყინული, ტაბასკოს სოუსი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, 60 მლ არაყი, პომიდვრის წვენი, ნიახურის ღერო.
მომზადება:
ყინული ჩადე ჭიქაში, დაამატე ტაბასკო, ლიმნის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიე. დაამატე არაყი, პომიდვრის წვენი და კარგად აურიე. არაყი შეგიძლია შეცვალო ჯინით, ტონიკით ან ტეკილათი..
.

6
579
3-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
579
  
2012, 17 სექტემბერი, 21:54
არ უნდა გექნა ეგ :( წიგნი მოთხოვნადი იქნებოდა
2012, 17 სექტემბერი, 21:19
ვიყავი ადრე 2 წელი, ტან რაგაც წიგნის პონტსჰი ვაპირებდი დაწერას, სახალისო ისტორიებიტ სასმელებზე, მაგრამ რაგაც არ მოვაბი ტავი დამტავრებას და სტატიები აქ გამოვაქვეყნე
2012, 17 სექტემბერი, 21:13
ბარმენი ხარ? როგორც ვხედავ სასმელებში ერკვევი კარგად
2012, 2 სექტემბერი, 13:26
არაა სავალდებულო მეოედ გასინჯო ყველაფერი ცხოვრებაში :D
2012, 31 აგვისტო, 13:08
ძალაინ მომეწონა,ოღონდ მეორედ თუ დავლევ ეჭვი მეპარება:დ
0 1 6