x
მეტი
  • 25.05.2024
  • სტატია:134872
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509289
ნარკომანია და საქართველო - მისი გამომწვევი ფსიქო-სოციალური მიზეზები და მკურნალობა.

image

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია;
იგი ცხოვრების წესია, გზა,
რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის
განადგურებამდე მიჰყავს.
სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების
თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ
ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა
კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის
საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა
თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ
მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის
ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ
დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი
დღე იზრდება.

ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების
ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ
სოციალურ პრობლემად იქცა.

ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია
სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა.ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს რომ ადამიანი კარგავს არჩევანის უნარს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ მოხმარების
თაობაზე, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება გულისხმობს ადამიანის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ჩათრევას დაავადებაში, რაც ვლინდება ე.წ.”ლომკის“ სახით.


გამოყოფენ ნარკოტიკების მიღების რამდენიმე სოციალურ
მიზეზს:


ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობლები, ემოციური კონტაქტის უქონლობა, არასრული ოჯახი;

საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკულ ნივთიერებათა ფართო გავრცელება და ბოროტად გამოყენება;

ახალგაზრდებს შორის არაადეკვატური არსებობის პოლიტიკა: რეალური პროფესიისა და სამუშაოს უქონლობა, ბევრი თავისუფალი დრო, უსაქმობა.


კონსტიტუციურ-ბიოლოგიურს:
ფსიქიკური ან ნარკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა;


ტრადიციულს:
საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების რელიგიური თუ სხვა ტრადიცია;


ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს:
ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;

უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;

თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სურვილი;

ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა, მომატებული ან, პირიქით, დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);

უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;

თვითდესტრუქციული ქცევა;

ცნობისმოყვარეობა;

მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე
ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:
1. მოწყენილობასა
და ცნობისმოყვარეობას;
2. მეგობართა
თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
3. არსებული
რეალობისგან გაქცევის სურვილს.

ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, მისი საბოლოო მიზეზი
კი არის ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიში და მცდარი შეხედულება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება იწყება ნარკოტიკული ნივთიერების პირველივე გასინჯვიდან. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა და გამოყენებული ნარკოგენული
პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.

ბოლო დროს, ნარკომანია აქტუალური პრობლემა გახდა საქართველოში.იზრდება
წამალდამოკიდებული ადამიანთა რიცხვი.მსოფლიოში 11, 3 მილიონი ადამიანი
წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს, რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი.ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 180 ათასი ნარკომანია, მაშინ, როცა 2003 წელს 150.000იყო. საქართველო 1000 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში 1 ადგილზეა (17 მომხმარებელი 1000-ზე).მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წამალდამოკიდებულ საზოგადოებას არ აქვს საშუალება
„მაღალი ხარისხის“ ნარკოტიკი მოიხმაროს. ანალოგიური პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია. ამის გამო, ნარკოტიკის მომხმარებლები მიმართავენ ისეთ ხერხებს, როგორებიცაა, ტოქსიკომანია, ანუ ლტოლვა, არა მარტო ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვით გამოწვეულ ეიფორიისაკენ, არამედ ფსიქოტროპულ, დამამშვიდებელ და საძილე ნივთიერებების მიმართაც. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.ყოველივე ამასთან ერთად
იზრდება ისეთი დაავადებების საშიშეოება, როგორიცაა შიდსი და სხვა...
ადრე ნარკომომხმარებლები უმეტესწილად მამაკაცები იყვნენ, თუმცა, დღეს კიდევ ერთ საშიში ტენდენცია იკვეთება, გაიზარდა ქალი ნაკომანების რიცხვი, ფსიქოლოგი სოფიო ვერულაშვილის თქმით ქალი ნარკომანი უფრო საშიშია, უფრო ადვილად ხდება წამალზე დამოკიდებული, თავისგანებება კი გაცილებით რთულია მათთვის:”ორგამიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათ დოზის გადაჭარბების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, ლომკის გადატანა კი უმრავლესობას არ შეუძლია.”

რაც შეეხება ნარკომანიის მკურნალობას, აქ რამდენიმე
მეთოდი შეგვიძლია გამოვყოთ, ეს იქნება როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე ასევე ნარკოტიკების მეშვეობითაც. ამ დროს ინიშნება პრეპარატების მთელი წყება სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ნეიროლეპტიკები, ანტიკონვულსიური პრეპარატები, მიორელაქსანტები, ნორმოტიული საშუალებები, ტრანკვილიზატორები, მათი მიღების სქემა იმაზეა დამოკიდებული
რომელ ნივტიერებას რა ოდენობით და რამდენ ხანს იღებდა წამალდამოკიდებული ადამიანი.მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც თავისი კრიტერიუმები და დანიშნულება აქვს.ამ დროს, პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, რეგულარულად აძლევენ, პრეპარატ მეტადონს, ინდივიდუალურად შერჩეული იმ სახით, რაც არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას, და ასევე მომხმარებელს
იცავს ”ლომკისგან.”
ასევე ხდება ე.წ. შპრიცების გაცვლის პროგრამები, რაც ნარკომანისათვის საინექციო ხელსაწყოების უფასო დარიგებას და მათგან ნახმარი შპრიცების ამოღებას ნიშნავს.
წამალდამოკიდებულ ადამიანთა მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რეაბილიტაციის სრული კურსი 1500-2000ლარია.ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის გელა ლეჟავას თქმით ”პაციენტი, რეალურად, ათ დღეძე მეტს ვერ ჩერდება, რადგან ათდღიანი მკურნალობა დაახლოებით 600 ლარი ღირს. მკურნალობა ისიც პირველ ეტაპზე უფასოა, მხოლოდ მათთვის ვინც უკვე ძალზე ცუდად გრძნობს თავს.”მკურნალობის პირველ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ, თავად პაციენტის მოტივაცია.
ნარკომანიის პრობლემის დასაძლევად შექმნილია სამხრეთკავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამა, რომელიც ევროკაცშირისა და გაეროს დაფინანსებით ხორციელდება, პროგრამა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ნარკოტიკებთან ბრძოლის ხელშეწყობას.

2003 წლიდან მოქმედებს
კანონი, ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების, პრეკუსორებისა და ნარკოლგიური დახმარების
შესახებ” და ნარკომანიით დაავადებულთა
სამედიცინო მომსახურების დახმარების თვალსაზრისით განსაზღვრავს შემდეგს:
ნარკომანიით დაავადებული არის ავადმყოფი, და უნდა სარგებლობდეს საქართველოს კანონმდებლობით პაციენტისათვის განსაზღვრული ყველა უფლებით.
ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებულ პირთა ანონიმურობის დაცვა, და ეს კანონმდებლობითაცაა გათვალისწინებული. როგორც ნარკოლოგიურ ცენტრებში ამბობენ მათ არა აქვთ უფლება გაამხილონ პაციენთის ვინაობა.
კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს რომ: ”სახელმწიფომ საკუთარ ხარჯზე უნდა აწარმოოს ნარკომანიით დაავადებულთა გამოკვლევა, ექსპერტიზა, დიაგნოსტიკა, დისპანსერიზაცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოცულობით.”თუმცა რეალურად ამ მხრივ მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის სიმწირის გამო, ვერ ხერხდება ამ პროგრამის სრულად განხორციელება, და ამისთვის გამოყოფილი თანხები საკმაოდ მწირია.


ფაქტი კი ერთია, საჭიროა სიტუაციის სწრაფი გამოსწორება, რაშიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.

26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო
დღედ არის გამოცხადებული.




0
1667
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
1667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0