x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
"სამარცხვინოა"-ნინო ანანიაშვილის გარშემო დიდი სკანდალი აგორდა
image
ნინო ანანიაშვილი უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოების განხილვის საგანია. ჯერ მისი ქურქის გარშემო ატყდა აჟიოტაჟი, ახლა კი საბჭოთა ოკუპაციის დღეს მოსკოვის თეატრში მის ცეკვას განიხილავენ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ბევრმა ცნობადმა თუ უცნობმა სახემ.

"როგორც ერისიონის ცეკვა ტეხავს მოსკოვში, ან ხუბუტიას კონცერტზე სიმღერა, ისე ტეხავს ნაციონალური ბალეტის ცეკვა მოსკოვში დღეს, 25 თებერვალს"-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტს ეთანხმება კოლეგა მერსი სულხანიშვილი: "იმ დღეს ეგ რომ ვთქვი კინაღამ ანათემაზე გადამცეს".

"ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ ნინო ანანიაშვილმა ჩათვალა, თითქოს ქართული საზოგადოებისთვის მეტად ადვილია იმის ახსნა, საბჭოთა ოკუპაციის დღეს რის გამო ატარებ კონცერტს ბოროტების სათავეში ჯალათების საამებლად, ვიდრე, თუნდაც, საყვარელი მასწავლებლისთვის, ახსნა ამგვარი ქმედების სამარცხვინოობისა. შეუძლებელია მსგავსი ქცევის გამართლება"-წერს გივი თარგამაძე.


თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ნინო ანანიაშვილი დაიცვა. ნატალია ქუთათელაძე მომხდარ ფაქტს ასე ეხმაურება: "სამარცხვინოა, როდესაც არაფრის მაქნისი არაპროფესიონალი ადამიანები რომლებსაც იმის მეათასედი არ გაუკეთებიათ საქართველოსთვის,

აკრიტიკებენ ისეთ ხელოვანებს რომლების შემოქმედებითაც დღეს საქართველო მსოფლიომ გაიცნო და მათ ეთაყვანებიან!!! იქნებ ჯერ თქვენ გეცადათ ასე ღირსეულად ემსახუროდ თქვენ საქმეს და შემდეგ მსოფლიოში სადაც საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი

იციან, ასევე ღირსეულად თქვენი ქვეყანა წარმოაჩინოდ. შემდეგ შეაფასეთ ისინი მოსკოვში გვასახელებენ, მთვარეზე თუ ჯუნგლებში!!!"imageimageimage


0
639
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0