x
image
მთვრალი12
სად იწყება და სად მთავრდება ბრბო?!

image

"ადამიანების მხოლოდ 2 პროცენტი - აზროვნებს, 3 პროცენტი - ფიქრობს, რომ აზროვნებს, ხოლო 95 პროცენტს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე იაზროვნოს". ასეთი, სატირითა და გროტესკით გამჭვალული, მახვილი ფრაზით ბრიტანელმა მწერალმა, დრამატურგმა და საზოგადოებრივმა მოღვაწემ, ნობელის პრემიის ლაურეატმა - ჯორჯ ბერნარდ შოუმ (George Bernard Shaw ) დაყო ადამიანები „გონიერებად“ და „უგუნურებად“.
5 - სა და 95 - ის შეფარდებას სხვა ცნობილი, მოაზროვნე ადამიანებიც იზიარებენ. „მთელი მოსახლეობის ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს მიაჩნია, რომ მისი უბედურება, სიღატაკე, დაავადებები, ნაადრევი სიკვდილიანობა დამოკიდებულია სწორედ იმ ხუთ პროცენტ - შემომქმედ პიროვნებებზე, რომლებიც მიირთმევენ ყველაფერ იმას, რასაც ვერ ჭამს ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი... მათ სასტიკად სძულთ ეს ხუთი პროცენტი - შემომქმედი პიროვნებები და მზად არიან ყელი გადაუღრღნან მას - ამ სახის მოსაზრება კი კოსმონავტიკის დამაარსებელს ციალკოვსკის ეკუთვნის. image
"ადამიანებს ყოველთვის სჭირდება ვინმე, ვინც მათ მიხედავს. ადამიანების 95 პროცენტს მსოფლიოში ესაჭიროება, ვინმე რომ ეუბნებოდეს თუ რა უნდა აკეთონ და როგორ მოიქცნენ" - ეს უკვე მსახიობისა და პოლიტიკოსის არნოლდ შვარცენეგერის სიტყვებია.
მრავალი მეცნიერი და ფილოსოფოსი ეთანხმება იმ აზრს, რომ მოსახლეობის სწორედ 95 პროცენტი წარმოადგენს "ადამიანთა ხროვას", "მდუმარე უმრავლესობას" და, ბოდიშს ვიხდით - "ბრბოს". ნაწილს კი მიაჩნია, რომ სოციალურ გაერთიანებებში უდიდეს ეფექტურობას ყველაზე პრიმიტიული ინდივიდები აღწევენ, ხოლო გონიერი ადამიანი ასოციალურია, ვინაიდან ის არ იზიარებს პრიმატების პრინციპებს და სხვა ღირებულებების სისტემებით - მორალითა და ეთიკით ხელმძღვანელობს. მიტომაა, რომ, მისგან განსხვავებით, მარტივი არსებები, რომლთა მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს: იკვებონ, გამრავლდნენ და დომინირებდნენ - უფრო იოლად აღწევენ შედეგს. "ისინი ბაბუინებივით ცხოვრობენ.რის გამოც ინტელექტი მათ არ ესაჭიროება".image
ერთ-ერთმა სპეციალისტმა სრულიად პესიმისტური პროგნოზიც კი გააკეთა: "ასე თუ გაგრძელდა, კაცობრიობა უსასრულოდ გაუგუნურდება, ვინაიდან "ბაბუინები", სამწუხაროდ, უკეთ მრავლდებიან. შედეგად კი ცოტა ხანში სამყარო შესაძლოა მხოლოდ ჯანმრთელი, ლოყებ-ღაჟღაჟა დებილებისგან შესდგებოდეს, რომლებიც მათვის დადგენილ ჩარჩოში მოქცეულები, "წესიერი", კანონ მორჩილი მოქალაქეები გახდებიან. ეს - უფერულების მასა იქნება".
მაგრამ ბოლო კვლევები გვიჩვენებენ, რომ ამ ინერტული "მასის" მოცულობა უკვე 95 კი არა, არამედ 65 პროცენტს წარმოადგენს. ასეთი "დამაიმედებელი" მაჩვენებელი გამოუვიდა მეცნიერებს, რომლებმაც ჰოლანდიაში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტიასა და იორდანიაში ხელახლა გაიმეორეს "მილგრემის ექსპერიმენტის" სახელწოდებით ცნობილი კვლევა.
image
"მტკივნეული" (მიუღებელი) ბრძანება
ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა სტენლი მილგრემმა, რომელის კვლევის საგანს ძალაუფლების ფსიქოლოგია წარმოადგენს (რომელიც ამტკიცებდა, რომ "არცერთმა ადამიანმა არ იცის - რის მაქნისია თვითონ") ამ თემასთან კავშირში ჩაატარა საოცარი ექსპერიმენტი. ექსპერიმენტმა შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო.
მილგრემის კოლეგების აზრით, მეცნიერმა ფარდა ახადა ადამიანის სულის ისეთ ბნელ მხარეს, რომ ყველაფრის მნახველი მკვლევარებიც კი გაოცებულნი დარჩნენ. კვლევის დასკვნებმა შემზარავი ეფექტი მოახდინა მათზე. ჩატარებული ცდების შედეგებმა უჩვენეს, რომ ადამიანების საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი მზადაა ავტორიტეტად მიჩნეული პიროვნების ბრძანებით ყველაფერში, სრულიად დაუშვებელშიც კი დაემორჩილოს მას. image

ამ კვლევის პროცესში შემთხვევით და პირობითად შერჩეული მოხალისეები ექსპერიმენტატორის (ავტორიტეტული პიროვნება) ბრძანებით "მსხვერპლის" მიმართ "დენის დარტყმას" იყენებდნენ (იმიტაცია). ისინი ამას მხოლოდ მიღებული ბრძანებას შედეგად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებდნენ. ამ ბრძანებას ასრულებდნენ იმის მიუხედავად, რომ "მსხვერპლი" იკლაკნებოდა ტკივილისგან და ითხოვდა შეწყალებას. ამ "წამების" ექსპერიმენტმა დაარწმუნა ფსიქოლოგები იმაში, რომ დამორჩილებისკენ მიდრეკილება იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი ადამიანების ნაწილის სულში, რომ სრულიად აბათილებს "მსხვერპლის" მიმართ თანაგრძნობის განცდას.
გამოსაცდელს სთავაზობდნენ გარკვეული ხნით გაითავისოს "მასწავლებლის" ფუნქცია და აცნობდნენ ორ ადამიანს. ერთ მათგანს - მსახიობს - აცნობდნენ, როგორც მაღალი ავტორიტეტის მქონე "მეცნიერს", ლაბორატორიის ხელმძღვანელს, რომელიც სწავლობდა ფიზიკური ტკივილის ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე. მეორეს - როგორც "მოსწავლეს", რომელიც ვალდებულია უპასუხოს "მასწავლებლის" მიერ დასმულ კითხვებზე. არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ის უნდა დაისაჯოს დენის დარტყმის მეშვეობით. "ჯალათის" მოვალეობა "მასწავლებელს" უნდა შეესრულებინა. "მეცნიერი" მას აძლევდა ბრძანებას რომ ჩაერთო დენის გენერატორი, რომლის სადენები მიერთებული იყო "მოსწავლის" სკამთან, ელექტროდები კი მიერთებული ჰქონდა ხელებზე. გენერატორის გადართვის ბერკეტებს გააჩნდა წარწერები: "სუსტი დენი", "საშუალო ძალის დარტყმა" და "სახიფათოა - უმძლავრესი დარტყმაა". ყოველ მომდევნო არასწორი პასუხის შემთხვევაში მოხალისეს დენი უნდა აეწია 15 ვოლტით, ანუ ამ გამოცდის განმავლობაში მინიმალური 30 - დან მაქსიმალურ 450 - მდე.
რა თქმა უნდა, სტენლი მილგრემი სადისტი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ აპარატურა ძალიან ჰგავდა ნამდვილს, ის მხოლოდ კარგად შესრულებულ მულაჟს წარმოადგენდა და ცდების მონაწილეებს რეალურად არ აყენებდა ტკივილს. "მოსწავლე" მოჩვენებით ქმნიდა ტკივილის განცდას, ხოლო მოხალისე "მასწვლებელმა" ამის შესახებ არ იცოდა. "მოსწავლე" სპეციალურად იძლეოდა მცდარ პასუხებს, "მასწავლებელი" კი შესაბამისად უმატებდა დენის სიმძლავრის. მისი ზრდის შესაბამისად "მოსწავლეც" უმატებდა "ტკივილისგან" კივილს, მოთქმას, უბაგუნებდა ფეხებს და ითხოვდა, რომ შეეწყვიტათ მისი წამება.
300 ვოლტზე ის ჩუმდებოდა უკვე აღარც პასუხობდა კითხვებზე. "მასწავლებელს" აძლევდნენ განმარტებას, რომ პასუხის გაუცემლობა უნდა გაუტოლოს არასწორ პასუხს და განაგრძოს "დასჯა". image
სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ მოხალისეთა უმეტესი ნაწილი რაღაც ეტაპზე მაინც მიმართავდა "მეცნიერს" წამების შეწყვეტის თხოვნით . მაგრამ, იმის შემდეგ, რომ გაიგონებდნენ მკაცრ უარს კვლავ კიდებდნენ ხელს გენერატორი გადამრთველ ბერკეტებს. ინსტრუქციის შესაბამისად "დასჯა" უნდა მიეყვანათ 450 ვოლტამდე, ანუ "უმძლავრეს დარტყმამდე".
გაუგებარი, გაუმართლებელი მორჩილება
საინტერესოა, რომ მილგრემიც არ ელოდა ესეთ წარმოუდგენელ შედეგს: "მოსწავლის" მძიმე ტანჯვისა და კივილის მიუხედავად, მოხალისეთა 65% მაინც მივიდა დენის სიმძლავრის სკალის ზედა ზღვარამდე. იმავდროულად, ამ ცდების დაწყებამდე პროგნოზით ბრმად მორჩილების მხოლოდ 3% იყო ნავარაუდევი!
რა თქმა უნდა ცდების დასრულების შემდეგ მოხალისე - "მასწავლებლებიდან" ბევრი უძლიერეს სტრესში იმყოფებოდა, შეწუხებულნი იყვნენ "მსხვერპლის" ჯანმრთელობის გამო ზოგი მათგანი "მეცნიერზე" გაბრაზებულებიც კი იყვნენ. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერს, ყველა ეტაპზე შეეძლო არ დამორჩილებოდა "ავტორიტეტს" და არ ეწამებინა ცოცხალი ადამიანი, უმეტესობამ მაინც არჩია შეესრულებინა მითითება. ამავე დროს ისიც არის აღსანიშნავი, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის ისინი არავითარ გასამრჯელოს არ ღებულობდნენ.
ხოლო "მეცნიერის" ავტორიტეტი არც თუ იმდენად დაუძლეველი იყო. ბრძანების შესრულების იძულებისთვის მას არ გააჩნდა განსაკუთრებული ძალაუფლება. მისი, როგორც ხელმძღვანელის, ერთადერთ ატრიბუტს მხოლოდ თეთრი ხალათი და ის გარემოება წარმოადგენდნენ, რომ მოხალისეებს საკუთარი თავი ხელმძღვანელად მან თვითონვე წარუდგინა. მაშ რა აქცევს ადამიანს ამდენად მორჩილ არსებად?image

მილგრემის დასკვნა:
1. ადამიანის ცნობიერებაში დამკვიდრებულია აუცილებლობა, რომ ემორჩილებოდეს სხვა ადამიანს, რომლის ავტორიტეტიც საკუთარზე უფრო მაღალია.
2. მორჩილების მიდრეკილებას ის გამოავლენს, რომც მოუწიოს საკუთარი მორალური კოდექსის დარღვევა და ეთიკით ნაკარნახები მოთხოვნების იგნორირება.
3. ადამიანთა უმეტესობა, რომელიც განზრახ სხვას არასოდეს არ მიაყენებდა ფიზიკურ ტკივილს, ამის მიუხედავად მაინც დატანჯავენ მსხვერპლს ამის ბრძანებას თუ მიიღებენ ადამიანისგან, რომელსაც საკმაოდ ავტორიტეტულ პიროვნებად აღიქვამენ.
აღნიშნული დასკვნა სხვა წლებშიც, სხვა ქვეყნებში, სხვა და სხვა ეროვნების, სქესის და სარწმუნოების ადამიანების მიმართაც მრავალჯერ დადასტურდა. ამ კვლევების შედეგად ფსიქოლოგებისთვის გასაგები გახდა მთავრობებისა და პოლიტიკური ლიდერების უნარი, რომელსაც ისინი იყენებენ რიგითი მოქალაქეების მორჩილების მისაღწევად. ეს "ავტორიტეტები" ჩვენს მიმართ ძლიერი ზეწოლის მოხდენას და ჩვენი ქცევის მუდმივ გაკონტროლებას ცდილობენ.
მაგრამ ამ კვლევის შემდეგ მაინც დარჩა ღია, პასუხგაუცემელი კითხვები, კერძოდ კი - რას წარმოადგენს "მილგრემის ეფექტის" ბუნება? შესაძლებელია შევცვალოთ საკუთარი თავი იმდენად, რომ აღარ დავექვემდებაროთ მის გავლენას? image
ერთ-ერთი სკეპტიკოსის მოსაზრება
სკეპტიკოს სოციოლოგთა ნაწილმა განაცხადა, რომ "მილგრემის ეფექტის" აღმოჩენა უფრო საზიანო და არა სასარგებლო გამოდგა. მკვლევარებმა მათ მიაწოდეს დაკვირვების სრული ამონარიდი და ილუსტრირებისთვის მოუყვანეს სიმხეცის გამოვლენის საყოველთაოდ ცნობილი მაგალითები - საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელების მასობრივი განადგურების ან აბუ გრეიბის ციხეში ერაყელების წამების დადგენილი ფაქტების თაობაზე და აუხსნეს, რომ ორივე ამ ფაქტის განმარტება სავსებით შესაძლებელია იდეოლოგიური ამოცანით, რომელიც ჩაუნერგეს შემსრულებლებს. ორივე შემთხვევაში დამორჩილება ხომ არ იყო გარდაუვალი.
მილგრემის ცდებს ატარებდნენ სწორედ იმისთვის, რომ დაგვენახა ავტორიტეტისადმი დამორჩილებაში რა სიღრმემდე შეიძლება მივიდეს პიროვნება ადამიანური რწმენის საწინააღმდეგოდ და სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში.
სამწუხაროდ ის კონკრეტული ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელმაც განაპირობა და უზრუნველყო ცდების დროს მორჩილების ესოდენ მაღალი დონე, დღემდე გაურკვეველი და ძირ - ფესვიანად შეუსწავლელი რჩება. შესაძლებელია, დამორჩილების მაღალი მაჩვენებელი განსაზღვრა იმან, რომ ყოველი მომდევნო შოკი მხოლოდ ოდნავ განსხვავდებოდა წინა დასჯისგან და ამის გამო შემსრულებლის მიერ არ აღიქმებოდა ძალიან მწვავედ. იმ შემთხვევაში თუ ცდებში მონაწილე მოხალისეებს, რომ ჰქონოდათ იმის ზუსტი შეცნობა, რომ დენის დარტყმის ძალის გაზრდა სხვა ადამიანის ტრაგედიაში გადაიზრდება, უმეტესი ალბათ ან თავიდან, ან საწყისს ეტაპზევე არ დაემორჩილებოდა ბრძანებას.image
შესადარებელი ანალოგია
მილგრემის ხსენებულ ცდებს ხშირად ადარებენ სტენფორდის ციხის ექსპერიმენტს - "ციხის სასტიკი თამაშები". ეს არანაკლებ ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩაატარა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ. ამ შემთხვევაში მოხალისე სტუდენტები ასრულებდნენ ციხის მცველების და პატიმრების როლებს.
ერთ - ერთ სხდომაზე ზიმბარდომ ასეთი დარიგება მისცა მცველებს: " შექმენით პატიმრებში სევდისა და შიშის გრძნობა, თქვენი მხრიდან თვითნებობისა და განუკითხაობის შეგრძნება, შთააგონეთ, რომ მათი არსებობა მთლიანად კონტროლდება ჩვენი ქმედებებით, სისტემის, თქვენ და ჩემს მიერ, რომ მათ საერთოთ არ გააჩნიათ პირადი სივრცე ... სხვა და სხვა ხერხით ვეცდებით წავართვათ მათ პიროვნულ ი ინდივიდუალობა. ჯამში, ეს ყველაფერი, ჩამოუყალიბებთ უძლურობის შეგრძნებას. რაც ნიშნავს იმას, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენ ხელთ იქნება სრული ძალაუფლება, მათ კი - არავითარი".
გამოსაცდელები ცხოვრობდნენ პირობით ციხეში, რომელიც იყო მოწყობილი ფსიქოლოგიის კათედრის კორპუსში. „პატიმრები“ და „მცველები“ სწრაფად შეეგუვნენ საკუთარ როლებს და წინასწარი მოლოდინების საწინააღმდეგოდ ძალიან მოკლე დროში შეიქმნა ნამდვილად სახიფათო სიტუაციები. პირველივე ღამეს „პატიმრებმა“ გაითამაშეს ამბოხი, ხოლო „მჩველ ებმა იგრძნეს თუ არა ტუსაღების მხრიდან შესაძლო დაუმორჩილებლობის საფრთხე, სასტიკად ჩაახშვეს ეს ჯანყი. ბევრმა ვერ გაუძლო ასეთი წნეხს და გატყდა, ხოლო ყოველ მესამე „მცველში“ გამოვლინდა სადიზმის მიდრეკილება. ისინი აწყობდნენ ჩხრეკებს სამოსის სრული გახდით, კრძალავდნენ ტუალეტით სარგებლობას, შეურაცხყოფდნენ, უზღუდავდნენ ძილსა და საჭმლის მიღებას.
შექმნილ ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის გამო მეცნიერებს ვადაზე ადრე მოუწიათ აღნიშნული ექსპერიმენტის დასრულება.imageგახსოვდეთ "მდინარის დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან"












წყარო : ალექსანდრე ეჯიბაძე

1
268
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
268
  
2016, 26 თებერვალი, 11:55
ძლიერი სტატიაა! მომეწონა, გავაზიარე
0 1 1