x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტი?
რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტი?


ბოლო წლებს განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა ელექტრონული სიგარეტი, როგორც თამბაქოს მოწევის ალტერნატივა. BBC-ს ცნობით 2006 წლიდან დიდ ბრიტანეთში მწეველთა რაოდენობა შემცირდა 46%-დან 19%-მდე ელექტრონული სიგარეტის დახმარებით.
2013 წელს მსოფლიოში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 800%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან ელექტროსიგარეტის ანტისარეკლამო კამპანიის გაჩაღება. თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები აქვეყნებენ სხვადასხვა სტატიებს, სადაც ამტკიცებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი შეიცავს შხამს და აქვს მომაკვდინებელი ეფექტი.

აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რა არის ელექტრონული სიგარეტი და რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისათვის ჩვეულებრივ სიგარეტთან (თამბაქოსთან) შედარებით?

image















ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა და ექიმებმა ჩაატარეს არაერთი ცდა, დეტალურად შეისწავლეს ელექტრონული სიგარეტის შემადგენლობა, მისი მუშაობის პრინციპი და შეაჯამეს თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები.


თამბაქოს დადებითი მხარეები:

არ გააჩნია!


თამბაქოს უარყოფითი მხარეები:
1. სიგარეტის კვამლი შეიცავს 400-ზე მეტ მავნე ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან დიდი ნაწილი კანცეროგენია (ანუ ნივთირება რომელიც იწვევს სიმსივნეს):
✖ ამიაკი: გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო გამწმენდი საშუალება;
✖ დარიშხანი: გამოიყენება, როგორც შხამი (ვირთხის საწამლავი);
✖ ბენზოლი: იწვევს ლეიკემიას, იხმარება საღებავებისა და სინთეტიკური კაუჩუკის წარმოებაში;
✖ ბუტანი: აირი, გამოიყენება სათბობ-საწვავად;
✖ ნახშირჟანგი (მხუთავი აირი): მომწამვლელი აირი;
✖ კადმიუმი: აზიანებს ფილტვებს და იწვევს პროსტატის კიბოს;
✖ ციანიდი: მომაკვდინებელი საწამლავი;
✖ ეთილის ფუროატი: იწვევს ღვიძლის დაზიანებას;
✖ ფუნგიციდები და პესტიციდები: ითვლება კიბოს მრავალი სახის და ასევე თანდაყოლილი დეფექტების გამომწვევ მიზეზად;
✖ კუპრი: კანცეროგენული ნივთიერებების ნაზავი;
✖ ფორმალდეჰიდი: იწვევს ფილტვის კიბოს, გამოიყენება მკვდარი ქსოვილების შესანახად;
✖ ნიკელი: იწვევს ფილტვის ინფექციებისადმი მგრძნობელობის მომატებას;
✖ პოლონიუმი: კანცეროგენული რადიაქტიური ელემენტი.

imageეს ნივთიერებები წვის პროცესში კიდევ 3500-ზე მეტ სხვა ნივთიერებად მრავლდება.










2. თამბაქოს მოწევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს.

image













3. თამბაქოს მოწევა იწვევს კბილებზე ემალის დაზიანებას და მის გაყვითლებას.
4. ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითებას.
5. იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას, რის გამოც ორგანიზმი იღებს გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს.
6. ტოვებს არასასიამოვნო სუნსა და ფერფლს.
7. აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.


ელექტრონული სიგარეტის დადებითი მხარეები:
1. შეიცავს მხოლოდ საკვებ დანამატებს: პროპილენ გლიკოლი, მცენარეული გლიცერინი, ნატურალური არომატიზატორები.

2. ნიკოტინი, რომელსაც შეიცავს სითხე, გაცილებით ნაკლებ საზიანოა, ვიდრე ის ნიკოტინი რომელსაც შეიცავს თამბაქო.
3. ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის. ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი მოწევისთვის განკუთვნილი სახსრების დაახლოებით 50% ზოგავს.
4. არ ტოვებს არასასიამოვნო სუნს თითებზე, ტანსაცმელზე და პირის ღრუში.
5. ელექტრონული სიგარეტი შექმნლია ინჰალატორის პრინციპით, რომლის დანიშნულებაც არის მასში ჩასხმული სითხის აორთქლება. მოქაჩვისას ადამიანი უბრალოდ იწოვს ორთქლს მუნშტუკის გავლით.

image







6. ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას არ არის საჭირო საფერფლე და სანთებელა, საჭიროა მხოლოდ მისი მოქაჩვა.
7. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან გამოყოფილი ორთქლი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და სწრაფად იფანტება ჰაერში.
8. ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას არ არსებობს პასიური მწეველის პრობლემა.

ლექტრონული სიგარეტის უარყოფითი მხარეები:
1. ელექტრონული სიგარეტის მოწევა იწვევს შეჩვევას.


აქედან გამომდინარე, ექიმთა უმრავლესობის თვალსაზრისით ელექტრონული სიგარეტი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე თამბაქო.


გარდა ამისა, ექიმებიც და მიზნობრივი ორგანიზაციებიც მთელს მსოფლიოში ერთ ხმათ ამტქკიცებენ, რომ თამბაქოზე დამოკიდებულება ძალიან მავნებელია ქალთა ჯანმრთელობისათვის, რომელიც ზიანს აყენებს არა მარტო ქალის ვიზუალურ მხარეს, ასევე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციებზე.

0
1083
2-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
1083
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0