x
ტემპერამენტი

imageბავშვები ერთმანეთისგან მრავალი მახასიათებლით განსხვავდებიან, ამასთან
ერთად მათი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ტემპერამენტია.
ტემპერამენტი ეს არის ფსიქიკური წყობის თავისებურებანი, რომლებიც ვლინდება გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევაში.ტემპერემანეტი ბიოლოგიურადაა დაფუძვნებული და გულისხმობს ინდივიდუალურ განსხვავებებს ემოციებში, მოტორიკაში, რეაქტიულობასა და თვითრეგულაციაში.


ტემპერამენტი განაპირობებს იმას თუ როგორ რეაქციას იძლევიან ბავშვები ახალ
ობიექტზე, როგორ გუნება-განწყობილებაზე არიან ისინი, ზოგ მათგანს უყვარს სოციალური ინტერაქცია, ზოგს კი მარტოობა ურჩევნია.

ტემპერამენტი სხვადასხვა ტეორეტიკოსების მიერ სხვადასხვანაირადაა აღწერილი.

შემოგთავაზებთ თომასისა და ჩესის მიერ შემოთავაზებულ მახასიათებლებს.მათ
ტემპერამენტი აღწერეს 9 მახასიათებლით.ესენია:


1.აქტიობის დონე-(მაღალი/დაბალი) აქტიური პეეიოდის თანაფარდობა.არააქტიურ
პერიოდთან.მაგალითად, ზოგიერთი 2 წლის ბავშვი დაძვრება ავეჯზე, შეძვრება საწოლის ქვეშ ან დადის ზემოდან სანამ დაიძინებს, ზოგიერთი
კი ერთობა პაზლების თამაშით, შეუძლია მოუსმინოს ჩანაწერებს საათობით.


2.რითმულობა-(რეგულარული/არარეგულარული)ორგანიზმის სტრუქტურების ფუნქციონირებისრეგულარულობა.მაგალითად, ზოგ ბავშვს აქვს რეგულარული კუჭის მოქმედება, ძილი, კვება, ზოგს კი- არა.


3.ყურადღების გადატანა-(შეუძლია/არ შეუძლია)რამდენად შეუძლია გარე სტიმულს
შეცვალოს ბავშის ქცევა.მაგალითად, ზოგ 2 წლის ბავშვს შეუძლია შეაჩეროს ბრაზი თუ სხვა აქტიობას შევთავაზებთ, ზოგს კი-არა.


4.მიახლოება/განრიდება-(პოზიტიური/ნეგატიური) რეაქცია ახალ საგნებზე, ადამიანებსა და საკვებზე.მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი მშვიდად დაიძინებს, როდესაც ის ბებიასთან პირველად დარჩება, ზოგი კი არა, არ იღებს ახალ საკვებს, არ შედის წყალში და ა.შ.


5.ადაპტურობა-(ადაპტური/არაადაპტური)რამდენად ეგუება ახალ გარემოს.მაგალითად, ზოგი ბავშვი იჯერებს და მშვიდდება სწრაფად, ზოგი კი ტირის ხანგრძლივად.


6.ყურადღება მოცულობა და სიმყარე-(გრძელი/მოკლე)აქტიობისთვის დათმობილი
დრო, მაგალითად, ზოგი 2 წლის ბავშვი აწყობს პაზლს, სანამ არ დაამთავრებს, ზოგი კი თავს მარტივად ანებებს და თუ სირთულე შეხვდა ითხოვს დახმარებას.


7.რეაქციის ინტენსივობა-(ინტენსიური/რბილი)რეაქციის ენერგიულობის დონე.მაგალითად, ზოგი ბავშვი ტირის ხმამაღლა, ზოგი კი-ზომიერად.


8.რეაქციის ზღურბლი-(დაბალი/მაღალი)რეაქციისთვი საჭირო სტიმულის ინტენსივობა.მაგალითად, ზოგი ჩვილი შეკრთება სუსტ ხმაზეც კი, ზოგი კი ამ ცვლილებას ვერ ამჩნევენ.


9.გუნება-განწყობილება-(პოზიტიური/ნეგატიური)ზოგი ბავშვი ხშირად იცინის, ეთამაშება და-ძმას, იცინის საკუთარი წარმატებებისას, ზოგი კი ხშირად ტირის, დამწუხრებულია როცა დედა ტოვებს და ა.შ


ტომასმა და ჩესმა ამ მახასიათებლების მიხედვით გამოყვეს ბავშვების 3 ტიპი:


ადვილი ბავშვი-ბავშვების 40%.ამ ტემპერამენტის ბავშვები ეგუებიან ახალ
გარემოს მარტივად, იქნება ეს ახალი საჭმელი თუ ახალი სკოლა.ხშირად არიან მხიარულები, მარტივად წყნარდებიან, აქვთ რეგულარული ძილი, ჭამა, კუჭის მოქმედება.


რთული ბავშვი-ბავშვების 10%.ამ ტემპერამენტის ბავშვები ახალ გარემოს რთულად
ეგუებიან.მათი გუნება-განწყობილება ხშირად ნეგატიურია, რთულად წყნარდებიან, აქვთ არარაგულარული ძილი, ჭამა, კუჭის მოქმედება


მოდუნებული ბავშვი-ბავშვების 15%.ასეთი ბავშვები თავდაპირველად უფრო რთულები ჩანან, თუმცა ნელნელა ურთიერთობა მაარტივდება.ასეთ ბავშვს ახასიათებს სუსტი რეაქციები, მაღალი ზღურბლი, უარყოფითი გუნება-განწყობილება, სუსტი ადაპტაცია.

ბავშვების დანარჩენი 35% აქვს ტემპერამენტის შერეული ტიპი.

მნიშვნელოვანია მშობელმა აღზრდისას გაითვალისწინოს ბავშვის ტემპერამენტი, რათა
მათი რეაგირება ბავშვის ქცევებზე იყოს ადექვატური, დასჯა არ იყოს უადგილო, რადგან ეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0