x
მოლოდინების როლი ეკონომიკაში
image მე-20 საუკუნის 50-იან, 60-იან წლებში ეკონომისტები თვლიდნენ, რომ მოლოდინები დაფუძნებული იყო მხოლოდ წარულ გამოცდილებაზე. მაგალითად, მომავალ ინფლაციის დონეს ითვლიდნენ როგორც წინა პერიოდების საშუალოს. ასეთ წარმოდგენას ინფლაციაზე ეწდოება ადაპტირებული მოლოდინების კონცეფცია. ამ კონცეფციის ალტერნატივა შემოგვთავაზა ჯონ მუტმა. მისი აზრით მოლოდინები არ განსხვავდებოდა პროგნოზისგან იმ პირობით, რომ ყველა შესაძლო ინფორმაცია გათვალისწინებულია. ამასთან არსებობს 2 მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია იყოს ირაციონალური:
1.ადამიანებს შესაძლებებლია ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუმცა შეიძლება დაეზაროთ სრული ინფორმაციის ანალიზი და ირაციონალურად მოიქცნენ;

2.ადამიანებს შეიძლება მხედველობიდან გამორჩეთ ინფორმაციის ნაწილი, ამიტომ მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი არ იყოს სრულყოფილი.
მური დაინტერესებული იყო იმით, თუ რატომ არ არსებობდა რაიმე წესი ან ფრომულა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ფასების ცვლილების წარმატებული პროგნოზირება ფინანსურ ბაზარზე. მან შემოგვთაზა გრაფიკი, რომელზეც ასახულია მწარმოებლების საშუალო შემოსავალი და მომხმარებლების საშუალო ხარჯი შემდეგი ფუნქციით: α/(β + y) სადაც β = y.

ასევე შემოგვთაზა გრაფიკი, სადაც ასახულია ფასების სტანდარტული გადახრა ფინანსურ ბაზარზე y/β და α/β ფუნქციებისათვის.



ჯონ მუტის მიერ შემოთავაზებული თეორია შესაძლებელია
შემდეგი ფორმულით გამოვსახოთ: დავუშვათ, X - არის ცვლადი რომლის პროგნოზირებასაც ვახდენთ.
Xe - ამ ცვლადის მოსალოდნელი მნიშვნელობა. X (f) - ცვლადის ოპტიმალური პროგნოზი,
რომელიც ყველა შესაძლო ინფრომაციას ითვალისწინებს. ამის გათვალისწინებით რაციონალური მოლოდინების თეორიის მიხედვით: Xe =X (f), ანუ X - ის მოსალოდნელი მნიშვნელობა უდრის მის ოპტიმალურ პროგნოზს ყველა შესაძლო ინფორმაციის გათვალისწინებით. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ჯონის იდეები რობერტ ლუკასმა და მისმა თანამოაზრეებმა გამოიყენეს. იმისათვის, რომ აეხსნათ რაციონალური მოლოდინების როლი და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების არაეფექტიანობის მიზეზები. ლუკასის თანამოაზრეებს შორის იყვნენ თომას სარჯენტი და ნილ უოლესი.


როგორც წესი სახელმწიფოს პოლიტიკის გატარებისას შეუძლია გარკვეულ ცვლადებზე რეაგირების მოხდენა. სახელმწიფო იყენებს მაკროეკონომეტრიკულ მოდელს, თუმცა მანამდე ამ მოდელში გათვალისწინებული არ იყო რაციონალური მოლოდინები. მასში არ არის ისეთი პარამეტრი, რომლის არჩევაც სახელმწიფოს თავისუფალად შეეძლება. სახელმწიფოც მხოლოდ განსაზღვრული ცვლადები უნდა აირჩიოს და ერთი კონკრეტული მიმართულებით უნდა იმოქმედოს.მანამდე სახელმწიფო x ცვლადის ქმედების მხოლოდ შემთხვევით სურათს აგებდა მომავლისთვის.
რობერტ ლუკასის რაციონალური მოლოდინების თეორია განიხილავს, როგორც ბაზრის მონაწილეების რეაქციას კონიუნქტურის ცვლილებაზე. მანამდე მოლოდინების ფორმირებას ახდენდნენ მხოლოდ ექსტრაპოლაციაზე დაყრდნობით (კავშირი ინფლაციასა და უმუშევრობას შორის), თუმცა ლუკასის თეორიამ ასევე შემატა
ახლანდელი შესაძლებლობების ანალიზი. ფართო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ცდილობენ განჭვრიტონ ფულად - საკრედიტო პოლიტიკა და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები. იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაცია მოულოდნელად შემცირდება, მაგალითად თუ უეცრად საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, მაშინ ეკონომიკური აგენტები დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას. ლუკასის თეორია ითვალისწინებს იმას, რომ აგენტები ყოველთვის ზუსტ პროგნოზს აკეთებენ და სახელმწიფო ეკონომიკაში აქტიურად არ ერევა.
ლუკასი და მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ნომინალურ სიდიდეებზე შეეძლო გავლენის მოხდენა (მაგალითად ინფლაციის ტემპი), თუმცა რეალურ სიდიდეებზე ვერ მოახდენდა გავლენას (დასაქმება და წარმოება). მათი აზრით სახელმწიფოს არ შეეძლო ანტი-ციკლური პოლიტიკის გატარება, ხოლო ფილიპსის მრუდი შეიძლებოდა ვერტიკალური ყოფილიყო, ანუ ერთი ცვლადი (დასაქმება ან ინფლაცია) მუდმივი იქნებოდა და ვერ შეიცვლებოდა სახელმწიფო ჩარევის შედეგად. ეს შემდგომ დაამტკიცა მილტონ ფრიდმანმა, რომელმაც შემოიღო
ბუნებრივი უმუშევრობის ცნება, რომლის მიხედვითაც უმუშევრობას აქვს გარკვეული საზღვარი, რომლის ქვემოთაც ის ვერ წამოვა და თუ ინფლაციას გავზრდით, მაშინ უმუშევრობა მაინც არ შეიცვლება. ლუკასის თეორია ავხსნათ შემდეგ მაგალითზე დაყრდნობით:
დავუშვათ მთავრობა აკეთებს განცხადებას, რომ მომავალში გაატარებს მასტიმულირებელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მაშინ ეკონომიკური აგენტები ითვალისწინებე ამას და ცვლიან თავიან გადაწყვეტილებებს. ნომინალური ხელფასის ზრდა ისინი არ აღიქვამენ როგორც რეალურს მოკლევადიან პერიოდშიც კი, როგორც ამას მონეტარისტები ამტკიცებდნენ. ამის შედეგად არ ხდება რეალური წარმოებისა და დასაქმების ზრდა და შედეგად მხოლოდ ფასები და ნომინალური ხელფასი იზრდება. ასე მოხდა 70-იან წლებში ამერიკაში, როდესაც კავშირი ინფლაციასა და უმუშევრობას შორის გაქრა.
რაციონალური მოლოდინების თეორიიდან შეიძლება 2 დასკვნა გამოვიტანოთ:
1.ფული არამხოლოდ ნეიტრალური, არამედ სუპერნეიტრალურია. ფული ნეიტრალურია არამ ხოლოდ გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან პერიოდშიც.

2.ნეოკლასიკოსები თვლიდნენ, რომ ფული არის აბსოლიტურად მოქნილი და საბაზრო ძალებს თავად შეუძლია დაარეგულიროს სიტუაცია. ამასთან ისინი ვერ ხსნიდნენ, თუ რატომ ხდება ზოგადი წონასწორობიდან გადახრა?
ამ კითხვაზე პასუხი გასცა ორმა თეორიამ:

1. რობერტ ლუკასის არასრული ინფორმაციის თეორია.
2. ე. პრესკოტის, ჩ. პლოსერის და ჯ.ლონგის რეალური ბიზნესციკლის თეორია.
ლუკასის აზრით ცალკეული საქონლის ბაზარი გავს კუნძულს. ამ ბაზრის მონაწილეები ფლოდენ სრულ ინფორმაციას იქ არსებულ სიტუაციაზე, თუმცა ინფრომაციას სხვა ბაზრის შესახებ დაგვიანებით იღებენ. როდესაც ფასი პროდუქტზე იზრდება, მაშინ ეკონომიკური აგენტები ამას ღებულობენ როგორც მხოლოდ მათ ბაზარზე არსებულ ცვლილებას და არა აბსოლიტური
ფასების ზრდას. ისინი ზრდიან წარმოებას ცალ-ცალკე თითოეული და შედეგად საერთო მიწოდება იზრდება. საბოლოდ თითოეული ხვდება თავის შეცდომას და ერთობლივი მიწოდება უბრუნდება თავის წინანდელ მდგომარეობას.
რეალური ბიზნესციკლის მომხრეები თვლიან, რომ ციკლური რყევები არის შემთხვევითი გარეგანი შოკების შედეგი, კერძოდ კი - ტექნიკური და ტექნოლოგიური
ძვრები, რომელთაც გამოყავთ ეკონომიკა წონასწორობიდან.
ლუკასის და მისი მიმდევრების დამსახურება იყო ის, რომ მათ დაამტკიცეს რომ რაციონალური მოლოდინები გავლენას ახდენენ ბაზარზე და ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორი პოლიტიკის გატარებისას.





























0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ბლიაძე
თაკო ბლიაძე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0