x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი ულამაზეს ნიკოლ კიდმანთან ერთად პოზირებს

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოცალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის ხშირად გვანებივებს ახალ-ახალი ფოტოებითა თუ საკუთარი მოსაზრებებით. ნანუკამ სოციალურ ქსელში მორიგი ფოტო განათავსა, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს და მეტიც, ბევრი ქართველსა თუ უცხოელში "დიდი შური" გამოიწვია. ეს ფოტოშოპი არ გეგონოთ, ნანუკა ჟორჟოლიანი უმშვენიერეს ნიკოლ კიდმანთან ერთად პოზირებს. როგორც ირკვევა ერთმანეთს ლონდონში, თეატრალური მსახიობების დაჯილდოვების ცერემონიალზე შეხვდნენ. ნიკოლი საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის მფლობელი გახდა, ნანუკა კი მსახიობთან ფოტოს დასჯერდა.image

ნანუკამ რამდენიმე თვის წინ ალ პაჩინოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გაავრცელა. მაშინ ის ამერიკაში იმყიფებოდა, სადაც სქონფილდის თეატრში ქალიშვილთან ერთად სპექტაკლს დაესწრო და საყვარელ მსახიობთან ერთად ფოტოც გადაიღო. "სუპერ დღე"-წერდა ნანუკა. image

ჟურნალისტმა ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში. ნანუკა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გამუდმებით ცდილობდა ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, თუმცა დაკლებულ წონას მალევე ინაზღაურებდა. მისი მტკიცებით, ეს შეფეგი დიეტოლოგ ნატა გაგუას დამსახურებაა. არსებობს, მეორე მოსაზრებაც, ხშირად ხუმრობენ, რომ ნანუკას ქმართან გაშორება ძალიან მოუხდა. ჟურნალისტი დაქორწინებული გახლდათ ირაკლი კოდუაზე. მათ ერთი ვაჟი საბა ჰყავთ. "ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა"-განაცხადა ნანუკამ. ეს მისთვის მერე ქორწინება გახლდათ, პირველი ქორწინებიდან ნანუკას ქალიშვილი მარიამი ჰყავს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს. imageimageimage


2
576
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
576
  
2016, 23 თებერვალი, 16:42
გულიანად გადავიხარხარე, გაიხარე))))
2016, 23 თებერვალი, 10:38
სად ერეკლე და სად ჩემი ტუუუუუუუუუ (ზუსტად ამ შემთხვევაძი იტყვიან).
0 1 2