x
მეხსიერებაზე მოქმედი ფაქტორები და დამახსოვრების სტრატეგიები
imageდამახსოვრების პრობლემის წარმატებით გადაჭრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა :- საკუთარი შესაძლებლობების ცოდნა, მასალის თავისებურება, დახსომების სტრატეგიების არსებობა.

მასალის დამახსოვრებისთვის ერთ-ერთ სტრატეგიას წარმოადგენს - ინტელექტუალური გადამუშავება.მასალის ღრმა დონეზე გადამუშავება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ზედაპირულად გადამუშავება.ამიტომ, თუკი გვსურს რაიმეს დამახსოვრება სასურველია მის შინაარსზე გავამახვილოთ ყურადღება.მასალის უბრალოდ, მექანიკურად გამეორება უშედეგო და არაფრისმომცემია.

ეფექტურ სტრატეგიათა რიცხვს მიეკუთნება - ყურადღების განაწილებაც.თუ გვსურს რაიმე ტექსტის სწავლა, მაგრამ წინა დღეებში ნანახ ფილმზე ვფიქრობთ ტექსტის დასწავლა ვერ მოხერხდება.ორი მოქმედების ერთდროულად შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მხოლოდ ერთ-ერთზე გვაქვს ინტენსიური ყურადღება მიპყრობილი.

შემდეგი სტრატეგიაა - კოდირების პრინციპი . ამ მეთოდის მიხედვით აღდგენა უკეთ ხდება იმ სიტუაციაში, რომელშიც მიმდინარეობდა მასალის კოდირება.


ინტერესის ფაქტორი - იმის დამახსოვრება, რაც გვაინტერესებს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმის რაც ინტერესს მოკლებულია.ეს რამდენიმე მიზეზის გამო ხდება. პირველ რიგში, ინტერსი ადამიანის მოთხოვნილებას წარმოადგენს.გარდა ამისა, ინტერესის გრძნობა დადებით გრძნობათა რიცხვს მიეკუთნება, ეს კი ხელს უწყობს მასალის ადვილად დამახსოვრებას და ბოლოს, ის რაც ადამიანს აინტერესებს, მის ყურადღებასაც ადვილად იქცევს, ყურადღების მიპყრობა კი ხელს უწყობს დასწავლას.

შეგრძნების მოდალობის ფაქტორი - მეხსიერების მიხედვით არსებობს ადამიანთა სამი ტიპი : მხედველობითი, სმენითი და მოტორული, ამიტომ სმენითი ტიპის ადამიანი უკეთ იმახსოვრებს მოსმენილს, მხედველობითი ტიპის - წაკითხულს, ხოლო მოტორული ტიპის - იმ მასალას, რომელიც მოძრაობებს უკავშირდება.მაგ. ადვილად დაიმახსოვრებს ცეკვას, ვარჯიშებს...

მოქმედების შეწყვეტის ფაქტორი - შეწყვეტილი მოქმედებების შინაარსი უკეთ ახსოვთ ადამიანებს, ვიდრე დასრულებული მოქმედების. კურტ ლევინის ცდით დამტკიცდა, რომ ეს მართლაც ასეა. კვლევაში ცდის პირებს უნდა შეესრულებინათ ოცამდე ტიპის დავალება, იქნებოდა ეს მათემატიკური თავსატეხების ამოხსნა თუ მუყაოს ქაღალდისგან გარკვეული ფიგურების გაკეთება. სავარჯიშოების ნაწილი დაასრულეს ცდისპირებმა, ნაწილი კი შეაწყვეტინეს.მოგვიანებით ცდის პირებს სთხოვდნენ მოეგონებინათ ეს დავალებები. აღმოჩნდა, რომ ათ უკეთ ახსოვდათ დაუსრულებელი სავარჯიშოები.

განმეორებების განაწილება - მასალის სწრაფად და ეფექტურად დამახსოვრებაში დაგვეხმარება გამეორებების დროში განაწილება.დასაწყისში ინტერვალი მცირე უნდა იყოს, ხოლო შემდგომ უნდა გაიზარდოს.გვახსოვდეს, რომ - სწრაფად ნასწავლი სწრაფადვე გვავიწყდება !

სიტყვის პირველი ასოს მეთოდი - ეფექტურია სიტყვათა პირველი ასოებიდან ლოგოს შექმნა.ამას აკრონიმი ეწოდება. მაგ. გაერო.მაშინ, როცა ვერ ვიხსენებთ რაიმე სიტვას საკმარისია ვინმემ პირველი ასო შეგვახსენოს, რომ სიტყვაც მაშინვე აღდგება.

ლოკუსის მეთოდი - ადამიანი, რომელსაც სჭირდება სიტყვათა მწრივის თანმიმდევრული დამახსოვრება, წარმოიდგენს ამ სიტყვებით აღნიშნულ საგნებს მისთვის კარგად ნაცნობ ადგილას.შერეშევსკი იყო ადამიანი, რომელიც გარკვეული სიტყვათა მწკრივის დამახსოვრებისას მისთვის კარგად ნაცნობ გორკის ქუჩას წარმოიდგენდა და სწორედ იქ "აწყობდა" საგნებს.როცა გახსენება სჭირდებოდა, უბრალოდ ჩამოუვლიდა ამ ქუჩას და თავისუფლად ასახელებდა საგნებსაც.

მსგავსი სტრატეგიების ცოდნით და გამოყენებით ადამიანს შეუძლია დაიმახსოვროს რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია და თანაც დაზოგოს ძალისხმევა.

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0