x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
აგრესია,მისი ფორმები და წარმოშობის მიზეზები
რა არის აგრესია, რა წარმოშობს მოზარდში მას და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია? რა უბიძგებს მოზარდს ძალადობის, დანაშაულის გზით წასვლისაკენ? ამ შეკითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან არსებობს აგრესიის წარმოშობის უამრავი მიზეზი. პირველ რიგში კი საჭიროა ვიცოდეთ მისი განმარტება და განვასხვაოთ მისი სხვადასხვა ტიპები:

image
აგრესია- ეს არის ქცევა, რომელიც სხვა ადამიანს აყენებს დამცირებას, ტკივილს, შეურაცყოფას ან ზიანს. აგრესია შეიძლება იყოს სიტყვიერი(ვერბალური), მენტალური და ფიზიკური. აგრესია უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ძალადობა.

ჰერმან ფეშბახმა განასხვავა ექსპრესიული, მტრული და ინსტრუმენტული აგრესია.


ექსპრესიული აგრესია-რისხვისა და სიბრაზის ემოციათა აფეთქება, რომელიც არ არის მიზანმიმართული და სწრაფად განიმუხტება.ამასთან ფრუსტრაციის გამომწვევის მიმართ ზიანის მიყენება არ ხდება.
მტრული აგრესია- სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვასა და ამ განზრახვის ქცევაში გამოხატვას გულისხმობს.
ინსტრუმენტული აგრესია-აქ აგრესია საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მიზნის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყოფა ინდივიდუალურად და სოციალურად მოტივირებული აგრესია. ერთ შემთხვევაში აგრესია ინდივიდუალური მიზნის მისაღწევად გამოიყენება, მეორე ტიპის აგრესია კი სოციუმის მიერ გაზიარებული მიზნის მიღწევას ემსახურება.

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელმაც შეიძლება მოზარდებში აგრესია განაპირობოს.მათ შორისაა სოციალური ფაქტორები – ძალადობა ოჯახში, აღზრდის დეფიციტი, სოციალური დიფერენციაცია, სიღარიბე, უმუშევრობა, მასობრივი კულტურა (მასმედია) თავისი “მხატვრული” თუ რეალური ძალადობითა და სისასტიკით, დაბალი განათლება, სასკოლო აღზრდის დეფექტები და სხვა. ამასთან, მნიშვნელობა აქვს მოზრდილად ქცევის ფსიქოსოციალური სიძნელეებს (სქესობრივი მომწიფების პერიოდში მომატებული შფოთვა, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვალებადობა, ფსიქიკის გაუწონასწორებლობა და ა.შ.). გარდა ამ მიზეზებისა, ხშირად მშობელს ავიწყდება, რომ მისი შვილი გაიზარდა და მეგობრული რჩევა, ურთიერთდახმარება უფრო ესაჭიროება, ვიდრე კრიტიკული შენიშვნები და ლანძღვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქომატრავმირებელი გამოთქმები მარტო მშობლებისგან კი არა, არამედ მოზარდის გარემომცველი სხვა უფროსებისგანაც მოდის. ხშირად მშობელს “დრო არ ჰყოფნის” იმისთვის, რომ შვილის განცდებით, მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდეს, ასეთ მოზარდებს ზღვარს არავინ უწესებს. ხოლო როცა ბავშვი თავის ნებაზეა მიშვებული, ძალაუფლება “ფარული აღმზრდელების” – ტელევიზიის, აგრესიული კომპიუტერული თამაშების, ინტერნეტის ხელში გადადის.
აგრესიით ხშირად გამოირჩევიან ბავშვები ასოციალური ოჯახებიდან. ეს იმის გამოა, რომ ბავშვი მუდმივად განიცდის ძალადობას. მასში გროვდება რისხვა, აგრესია, რომელიც თანატოლებზე გადააქვს. ასეთი ბავშვისთვის ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის დახმარებით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. ამას ემატება ისიც, რომ ასეთი მშობლები არ ზრუნავენ თავიანთ შვილზე. ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ სამყაროში არავის არავინ აღელვებს. ბავშვი არ ფიქრობს ძალადობის შედეგებზე, რადგან მას ეს არ აღელვებს. მან იცის, რომ სხვებსაც არ აღელვებთ მისი ბედი.

იმისათვის რომ მოვახდინოთ აგრესიული ქცევის პრევენცია, უარი უნდა ვთქვათ ურთიერთობის ისეთ ნეგატიურ სტილზე, როგორიცაა:



• ბრძანებების, მუქარისა და ბრალდებების გამოყენება;
• ბავშვის ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა;
• ბავშვის გრძნობების, სურვილებისა და ინტერესების იგნორირება.
ურთიერთობის ამგვარი სტილი ბავშვს უბიძგებს ბრძოლისა და საპასუხო აგრესიისკენ სამაგიეროს გადახდის მიზნით. ამიტომაც, სიტუაციის გამოსწორებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება.

0
2054
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
2054
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0