x
აგრესია მჭიდრო ინტერპერსონალურ ურთიერთობებში
სამყარო ჯერ კიდევ გაჯერებულია ომებით, ტერორიზმით, მკვლელობებით, ადამიანის გატაცებებით, ბავშვის დასჯით და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგვრჩეს, რომ აგრესია სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუნდაც, რომ ავიცილოთ აგრესიის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები, აგრესიას მაინც განვიცდით სხვა კონტექსტში, რომელიც მართლა ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. იშვიათია ადამიანი, რომელსაც არ განუცდია კრიტიკა, არ მიუღია შენიშვნა, არ დაუკარგავს მოთმინება სხვისგან გაღიზიანებულს.

სტატისტიკა შემაშფოთებელ მონაცემებს იძლევა მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ამ მხრივ მდგომარეობა შეერთებულ შტატებში დანაშაულის რაოდენობის მიხედვით. (მკვლელობები, გაუპატიურება და ა.შ.) მეცნიერები გვთავაზობენ იმის ახსნას, თუ რამ განსაზღვრა აგრესიის ასეთი მაღალი დონე შეერთებული შტატებში. მიუთითებენ, რომ შეერთებული შტატებისათვის, სხვა ქვეყნებთან შედარებით დამახასიათებელია ეკონომიკური რესურსების არათანაბარი განაწილება. ვარაუდობენ, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განსხვავებები, მკვლელობის სტატისტიკა იზრდება; რომ თავისი სპეციფიკის გამო შეერთებული შტატები გამოირჩევა სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონით. ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს მრავალი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფები, რაც მიაჩნიათ, რომ ქმნის სოციალურ არამდგრადობას: რომ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება. ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში, სადაც მაღალია 15 დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, დიდი იქნება ძალადობის და მკვლელობების რაოდენობა. შეერთებული შტატები სწორედ ასეთ ქვეყანას წარმოადგენს; მიაჩნიათ აგრეთვე, რომ ქვეყანაში სადაც არსებობს ოფიციალურად სანქცირებული ძალადობა, მკვლელობების სტატისტიკა მაღალი იქნება. სანქცირებულ ძალადობაში გულისხმობენ ომებში მონაწილეობას და, დაშვებულია თუ არა კანონით სიკვდილით დასჯა. შეერთებულ შტატებში ორივე ეს ფაქტორი არსებობს; და, ბოლოს, არ გამორიცხავენ ცეცხლსასროლი იარაღის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, რაც შეერთებულ შტატებში დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.

მჭიდრო ინტერპერსონალურ ურთიერთობაში - როგორიცაა ოჯახი, მშობელი-შვილის ურთიერთობა, მეგობრებს შორის ურთიერთობა, რომელიც ჩვეულებრივ ღრმა მოწონებით და სასიყვარულო ურთიერთობაზეა აგებული -საღი აზრი უშვებს, რომ ძალმომრეობას იშვიათად უნდა ქონდეს ადგილი. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი გვარწმუნებს, რომ საღი აზრის ასეთი დასვნა მცდარია. ორი ათასი ოჯახის, შერჩეული, როგორც შეერთებული შტატების რეპრეზენტაციულები, შესწავლის შედეგად მკვლევრები ასკვნიან, რომ ძალადობა და აგრესია არის ოჯახის ინტეგრალური ნაწილი. სტატისტიკა ადასტურებს ამ ფაქტს. პირველ რიგში, მიუთითებენ ცოლ-ქმარს შორის არსებულ აგრესიაზე. კითხვაზე, გამოუყენებიათ თუ არა მოცემული რვა ნიმუშიდან რომელიმე თავის მეუღლის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, მონაწილეთა 16 პროცენტი პასუხობს "დიახ", ე.ი გამოუყენებიათ. ძალადობის რვა ნიმუში იყო შემდეგი: 1.მეუღლეს ესროლა რაღაც; 2.ხელი კრა; 3.გაარტყა; 4.ფეხი კრა, მუშტით ცემა, უკბინა; 5.ცემა საგნით; 6.მაგრად ცემა; 7. დაემუქრა იარაღით ან დანით; 8. იარაღი ან დანა გამოიყენა.

შედეგებში საკმაოდ მაღალი პროცენტით დაფიქსირდა აგრესიული ფორმის შემდეგი ფორმები: ხელი კრა, გაარტყა, ცემა საგნით. საინტერესოა, რომ ძლიან ცოტა იყო განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის ამ სახის აგრესიული ქცევის გამოვლინებაში. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო აღნიშნავდნენ, რომ მეუღლეს ესროლა, გაარტყა საგანი; ქმრები კი უფრო ხელის კვრას და გარტყმას აღნიშნავდნენ. ერთი სიტყვით, მონაცემები მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ბევრისთვის ქორწინების ლიცენზია არის "ცემის ლიცენზია".


რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში რომ ადგილი აქვს ძალადობას შემაშფოთებელია, მაგრამ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ მშობლები ხშირად თავიანთ გაშმაგებას წარმართავენ შვილებზე, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ თავის დაცვა.

ძალადობის შემაშფოთებელი ფაქტები არ შემოიფარგლება ოჯახით, ძალადობა ხშირია მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. ეს კარგად გამოჩნდა კოლეჯის სტუდენტების გამოკვლევებში. იკვლიეს ხუთი კოლეჯის სტუდენტები. მათ სთხოვეს ეთქვათ მიუღიათ თუ არა ძალადობის რვა ფორმიდან რომელიმე ან თვითონ გამოყენებიათ თუ არა რომელიმე თავიანთი ტოლების მიმართ. ორივე სქესის სტუდენტთა 50 პროცენტზე მეტი მიუთითებდა, რომ ჩამოთვლილი რვა სახის ძალადობიდან ერთი ან მეტი გამოუყენებია. ამასთან უფრო მამაკაცები, ვიდრე გოგონები მიუთითებდნენ, რომ მათზე განხორციელდა ასეთი სახის ძალადობა. სქესს შორის განსხვავება მხოლოდ ერთ საკითხში იყო მნიშვნელოვანი, ბიჭები მიუთითებდნენ, რომ უფრო ჩაუდენიათ სექსუალური ძალადობა, ვიდრე გოგონები.

დგება საკითხი, რატომაა ადამიანი აგრესიული? რატომ შეუძლია ადამიანს იყოს სასტიკი თავისივე მოდგმის მიმართ? ეს საკითი ყოველთვის იყო ადამიანების განსჯის საგანი. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, ხშირად ურთიერთსაწინააღმდგოც . ამ აზრთა სხვადასხვაობაში მაინც მოხერხდა ამხსნელი თეორიების კლასიფიკაცია და გამოიყო აგრესიულობის სამი ბაზისური წყარო: 1.შინაგანი დეტერმინანტები; 2, გარეგანი პირობებით აღძრული მოთხოვნილება; და 3. არსებული სოციალური პირობა, მოამტებული ადრინდელი შეძენილი გამოცდილება.

როგორც ვხედავთ, დღესდღეისობით ძალადობა საყოველთაო მოვლენაა. საჭიროა საწყის დონეზე მოხდეს აგრესიის გამოვლინების შემჩნევა, აღკვეთა, სათანადო გარემოს შექმნა მის აღმოსაფხვრელად და გაცილებით რთულ სიტუაციაში, სპეციალისტის, ფსიქოლოგის დახმარება. მნიშვნელოვანია ავიცილოთ თავიდან აგრესია ზოგადად და განსაკუთრებულად, ინტერპერონალურ ურთიერთობებში.image

2
38
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ამირეზაშვილი
მარიამ ამირეზაშვილი
38
  
საინტერესო და გემრიელი თემაა კამათისთვის.
0 1 2