x
image
თამთა სიხარულიძე
მთავარი პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
imageმთავარი პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის გამოძიების შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლების გამო.ეს შემზარავი ფაქტი ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელში მოხდა.შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ამოღებული ფაქტები გაასაჯაროვეს დღეს, ყველაზე მთავარი არის მაგდა პაპიძის დღიური, რომელშიც დეტალურად აქვს აღწერილი მკვლელობის თითოეული ნაბიჯი.

image








შუალედურ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ყოველივე.ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს ტანთ ეცვათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად. კერძოდ: ომარ ქაფიაშვილს ეცვა მხოლოდ სპორტული შარვალი, მაისური და წინდები, ხოლო თორნიკე ქაფიაშვილს მოკლესახელოებიანი მაისური, რეიტუზი და სპორტული შარვალი. ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი. მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი.

imageimageimageimageimage




























































სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე.image







ასევე გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი - დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო.imageimageimage







































საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

0
103
3-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0