x
image
მოზამბიკელი
11 ფოტო, რომელიც ცხადად წარმოგვიდგენს, როგორი პატარაა ჩვენი პლანეტა
კოსმოსი ულევი და უსაზღვრო ინტერესის სფეროა, რომლითაც კაცობრიობა მუდამ იყო

დაიტერესებული.

მეცნიერები დღესაც აქტიურად ადევნებენ გალაქტიკაში მიმდინარე პროცესებს თვალს და გარკვეული მოლოდინები და პროგნოზები გააჩნიათ.

ჩვენი პლანეტა კი ყველაზე მეტ ყურადღებას საჭიროებს.



1. ეს ფოტო გადაღებული კოსმიური აპარატი Cassini-დან, 2013 წელს, 14 მილიარდი

კილომეტრის დაშორებით, ჩვენი პლანეტა ამ ფოტოზე ძალიან პატარად ჩანს.

image



2. ამ ფოტოზე წარმოდგენილია შედარება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტის ზომისა და

იუპიტერზე აღნიშნული დიდი წითელი ლაქისა, რომელიც გიგანტური ქარიშხალია.

როგორც ფოტოზე ჩანს, იუპიტერზე წარმოქმნილი გიგანტური ქარიშხლის ზომა ბევრად

აღემატება კონტინენტის ზომას.


image


3.სატურნის რგოლები- ულამაზესი კოსმიური სანახაობაა. რგოლების 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. ამ ფოტოზე ნაჩვენებია, როგორი იქნებოდა დედამიწა სატურნის მაგვარი რგოლები რომ ჰქონოდა.

მეცნიერები თვლიან, რომ რგოლები ზუსტად ეკვატორზე გაივლიდა და დედამიწაზე

მცხოვრები ადამიანები მას მუდმივად დაინახავდნენ ცაზე.

დედამიწას შესაძლოა მოუხდეს რგოლები, მაგრამ მათში მოქცეული სატურნი ბევრად ლამაზია.

image


4. სატურნის რგოლები იმდენად დიდი ზომისაა, რომ მასში შესაძლოა 6 დედამიწის ზომის მცირე პლანეტა ჩაეტიოს.

image


5. მარსი შესაძლოა მართლაც გახდეს კაცობრიობისთვის მეორე სახლი, მაგრამ იგი

დედამიწაზე ორჯერ პატარაა, ფოტოზე ნაჩვენებია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი მარსის პლანეტაზე ძლივს ეტევა.

image



6.ამ ფოტოზე ნაჩვენებია, თუ რა ადგილს დაიკავებდა დედამიწაზე მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანური მთა, რომელიც მარსზეა.

იგი მთლიანად დაფარავდა, მხოლოდ არიზონას შტატს.

image



7.იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი ციური სხეულია, მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

image



8.იუპიტერის ოთხი დიდი თანამგზავრიდან (იო, ევროპა, კალისტო და ჰანიმედი),

ევროპა დედამიწასთან შედარებით 4-ჯერ პატარაა, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ

მასზე ბევრად მეტი წყალია, ვიდრე ყველა ოკეანეში ჩვენს პლანეტაზე.

image


9.მზის დიამეტრი დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდია და მზის სისიტემის მთლიანი მასის 99, 86%-ს მოიცავს.

image


10. მაგრამ მხოლოდ მზე არ არის ჩვენი გალაქტიკის ერთადერთი ვარკსვლავი, ფოტოზე

ჩანს ჩვენი გალაქტიკის სამხრეთით რამდენი "პატარა მზე"-ა .

მზის სისტემაში შემავალ პლანეტათა შორის 100 მილიარდი ვარსკვლავია.

image



11. ამ ფოტოზე აღნიშნული წითელი წერტილი გვიჩვენებს, ლანიაკეას — გალაქტიკური ზეგროვას, რომელიც „ირმის ნახტომის“, მზის სისტემისა და დედამიწის სახლია.

სახელწოდება "ლანიაკეა"- "განუზომელ ზეცა"-ს ნიშნავს.

ლანიაკეას ზეგროვა 100 000 გალაქტიკას მოიცავს.

image




3
145
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
145
  
2016, 19 თებერვალი, 0:40
მადლობ
2016, 19 თებერვალი, 0:23
გავაზიარე
2016, 19 თებერვალი, 0:23
საღოლლ
0 1 3