x
image
K.P.
"უმძიმესი წუთები მიდგას"-ლაშა ღლონტის საოცრად ემოციური პოსტი
image
მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, მას მამა გარდაეცვალა, რომლის ცხედარსაც 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მომღერლის პოსტი კი არა მარტო მშობლის გარდაცვალებით გამოევეულ ტკივილს ეხება, არამედ ნამდვილ მეგობრობასა და თანადგომასაც. "უმძიმესი წუთები მიდგას, ტრაგიკულად გარდაცვლილ მამას, რომლის ცხედარიც 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ, ღამეს ვუთევ.

მახსენდება მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი.

უცებ, თითქოს არაფერ შუაში გონებაში ამოტივტივდა ერთი ისტორია: შეყვარებული ვიყავი და ჩემს მომავალ მეუღლესთან თეასთან ერთად ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი. ერთერთ კაფეში მამაჩემის ძმაკაცი, ნუგზარ ჯაფარიძე შემხვდა. რომ დამინახა გოგოსთან ერთად, ფეხზე წამოდგა, თეას ხელზე ეამბორა, ერთი წუთითო გვითხრა და სადღაც გაუჩინარდა. 5 წუთში იგი თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით მოგვევლინა.

ამ ამბის მერე, იგი მალე გარდაიცვალა.


უკვე ძალიან გვიანია დილის 4 საათი. ვდგავარ მამის კუბოსთან მარტოდმარტო და მიხარია, რომ არ გამწირა უფალმა და ცხედარი მაინც ვიპოვე.

უცებ კარზე მორიდებული კაკუნის ხმა შემომესმა, მივედი და კარს უკან ბატონი ნუგზარის შვილი, ზალიკო იდგა.

"უკაცრავად ლაშა შეიძლება მამათქვენს ფსალმუნი წავუკითხოო" იგი დილამდე იდგა მამაჩემის კუბოსთან და ჩუმად, თვალცრემლიანი ფსალმუნს კითხულობდა."

ბატონი ლაშას ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ინტერნეტსივრცის ჰიტადაც იქცა. ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ მის მწუხარებას. image

0
286
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0