x
რა ღირს ფუფუნება? ნადირობა უახლესი მოდის ყალბ ნივთებზე.
„რა ღირს ფუფუნება? ნადირობა უახლესი მოდის ყალბ ნივთებზე“, - ამ სათაურით ჟურნალ vogue-ში სტატია გამოქვეყნდა. ქართველი ფოტოგრაფის, თამუნა ქარუმიძის, პროექტით, „შოპინგი თბილისის ბაზარზე“ მოდის ყველაზე გავლენიანი გამოცემა დაინტერესდა.


„თბილისში ნაცრისფერი დღე იყო, ჰაერი კი ნისლით გაჯერებული. ჩვენი პროექტის განხორციელებას დიდი ენთუზიაზმით ველოდი: მივდივართ „ლილო პლაზაში“, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს“, – წერს vogue-ს ჟურნალისტი. ფალსიფიცირებული ფუფუნების ნივთები და ძვირადღირებული ყალბი საგნებით ყოფილი საბჭოთა კავშირის თავისუფალი ბაზარი ჯერ კიდევ ადრეულ 90-იან წლებში იყო გაჯერებული. ბაზარზე მარტივად გადააწყდებოდით თვითმარქვია დიზაინერების ტანსაცმელს, რომელიც ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან იყო შემოსული, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი.

image


„ლილოს ბზარობაზე“ საუბრისას ჟურნალისტი საუბრობს ვიწრო და დაბინძურებულ ბილიკებზე, რომელიც, მისი თქმით, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ქოხებს მიუყვება. მხედველობაში რჩება „ძვირადღირებული ბრენდების სამოსში გამოწყობილი“ აზერბაიჯანელი მამაკაცები, რომლებიც დგანან და სიგარეტს ეწევიან და ხანშიშესული ქალბატონები, რომლებიც მძიმე ეტლებით დაატარებენ ცხელ ყავას და ხშირ-ხშირად ხმამაღლა ყვირიან: „ხაჭაპური..“ ლილო პლაზა ის ადგილია, სადაც სახლის ტელეფონებისა და ციფრული საათების ხილვაც კი შესაძლებელია, რადიოებით სავსე „დახლებთან“ ერთადერთი, რაც მიგანიშნებთ, რომ 2015 წელია არის წარწერა „ინტერნეტი“.

Vogue-ს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტანსაცმელების განყოფილება. ამ ადგილს არ ეტყობა, რომ დიდი გემოვნებით არის შექმნილი. არც მაღალი მოდის კრეატიული ხელმძღვანელების სული და შთაგონება შეიმჩნევა, სამაგიეროდ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ისეთი მოდური ბრენდების სამოსის ფალსიფიცირებული ვერსია, როგორებიცაა: „შანელი“, „მოსკინო“, „ტომი ჰილფიგერი“, „ნაიკი“. ფაქტი, რომელიც ყველაზე მეტად აოცებს მოდური ჟურნალის წარმომადგენელს და არაერთხელ აღნიშნავს არის ის ფასები, რომლებიც ლილო პლაზაშია.


image

„თავს ცუდად არ ვგრძნობდი, ვინაიდან ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ხუმრობის მაგვარი უფრო იყო, ვიდრე რეალობა და სინამდვილედ ცხადია არავინ აღიქვამს ყალბ, უმაღლესი კლასის ტანისამოსს, მაგრამ მაინც უსიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა. გამყიდველი რუსულად მეუბნება „სრულყოფილად გერგება“ და ამგვარად ცდილობს მაყიდინოს პერანგი, რომელზეც ლეოპარდის კაბაში გამოწყობილი მოდელის ილუსტრაციაა წარწერით „Vogue“, - აღნიშნულია სტატიაში.


image ჟურნალი vogue ლილოზე საუბარს ამთავრებს იმით, რომ შესანიშნავ „შანელის“ კაბას შეუხამა „გუჩის“ ფეხსაცმელი და ორივე მათგანში გაცილებით იაფი გადაიხადა, ვიდრე თითოეულის ორიგინალი ვერსიის ღირებულებაა. ხოლო თავისმა მეგობარმა, შეძლო 80 ლარად შეეძინა „ადიდასის“ სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ონლაინ შოპინგის შემთხვევაში 600 დოლარი დაუჯდებოდა. ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ ცხელი თურქული ყავა, რომელსაც ცოტაოდენი შაქარი აქვს მოყრილი და გავიღიმოთ, ვინაიდან ორიგინალთან საკმაოდ მიახლოებული შენაძენი გვაქვს, - ასე აფასებს ჟურნალ vogue-ს “სტატიის ავტორი „ლილო პლაზაში“ შოპინგს.

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0