x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
10 ყველაზე მიმზიდველი ჩინელი მსახიობი ქალი
image
შოუბიზნესის სამყაროში, როგორც წესი, დომინირებს დასავლეთის მსახიობები, მომღერლები თუ მოდელები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს აღმოსავლეთის სამყარო, რომელიც ამ სფეროში ჩვენთვის შეიძლება ნაკლებად ცნობილია, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველია. ამჯერად გავეცნოთ უმშვენიერეს ჩინელ მოდელებსა და მსახიობებს, რომლებიც სილამაზიათა და სექსუალურობით ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან ევროპელ კოლეგებს.


10. ჩჟან ცზიი (Zhang Ziyi)


image
ჩჟან ცზიი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩინელი მსახიობი და მოდელია. ჩინურმა მედიამ იგი ყველაზე სექსუალური ჩინელი ქალების ხუთეულში შეიყვანა. ფართო პუბლიკამ იგი 1999 წელს გაიცნო, რეჟისორ ჩჟან იმოუს ფილმით "გზა სახლისკენ". მას შემდეგ მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება.

ჟურნალ FHM-ის ვერსიით ჩჟან ცზი "10 ყველაზე ლამაზი აზიელი ქალის" რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მას, როგორც კინომსახიობს ბევრი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ჩჟან ცზი ცნობილია, როგორც ძალიან ნიჭიერი მსახიობი, რომელიც ყოველთვის ლამაზად, ელეგანტურად და ამავდროულად სექსუალურად გამოიყურება.

9. ბიანკა ბაი (Bianca Bai)


image

ბიანკა ბაი, რომელიც 1982 წელს დაიბადა, აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული მსახიობია. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან, როგორც მოდელმა, დაიპყრო ტაივანი, მაგრამ მოგვიანებით კინომსახიობობა გადაწყვიტა.
ბიანკა რამდენიმე ფილმშია გადაღებული. 2010 წელს იგი ნომინირებული იქნა საუკეთესო ტელემსახიობად ფესტივალზე "45th Golden Bell Awards'

8. ტიან სინი (Tien Hsin)


image

ტიან სინი 1975 წელს დაიბადა. მას ხშირად მოიხსენიებენ აზიელ პამელა ანდერსონად, რომელსაც ყოველთვის ახერხებს მამაკაცების ყურადღება მიიპყროს თავისი სილამაზითა და სექსუალურობით.

მსახიობის კარიერა ტიან სიმ 1992 წელს დაიწყო, რეკლამაში გადაღებით. 1995 წელს პოპულარული გახდა გასართობ სატელევიზიო შიუში მონაწილეობის შემდეგ. იგი ხშირად ფიგურირებს მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მსახიობებისა და მოდელების რეიტინგებში.

7. კრისი ჩაუ (Chrissie Chau)



image

კრისი ჩაუ, პოპულარული მოდელი, მომღერალი და მსახიობი, დაიბადა 1985 წელს. ფართო პუბლიკისთვის ცნობილი გახდა 2009 წელს, მისი ალბომის გამოსვლის შემდეგ. ამავე წელს დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა, ფილმით Womb Ghosts.

6. ლინ ჩი-ლინგი (Lin Chi-ling)


image

ლინ ჩი-ლინგი ტაივანელი მოდელი და მსახიობია, რომელიც ცნობილია ძალიან რბილი ხასიათით და ფიზიკური სილამაზით. ლინი ტაივანის სახეს წარმოადგენს ადგილობრივი მედიისთვის. დღეისთვის იგი გადაღებულია 12-ზე მეტ სრულმეტრაჟიან ფილმში და ჩაწერილი აქვს ჩინეთში ძალიან პოპულარული ბევრი სიმღერა.

5. ლინ ჰუნგი (Lynn Hung)


image

ლინ ჰუნგი არის ფოტომოდელი და მსახიობი. 2006 წელს იგი ჰონგ-კონგში გადავიდა საცხოვრებლად და ტოპ-მოდელი გახდა. მას განსაკუთრებით აფასებდნენ იდეალური ფიგურისა და მკერდის ლამაზი ფორმის გამო.
2008 წელს, სამოდელო კარიერის პიკზე მყოფმა ლინ ჰინგმა დაიწყო სამსახიობო კარიერა. 2009 წელს იგი შევიდა ჩინეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ტოპ ოთხეულში ჰაილე ლაის, დუ ჰუანისა და ლი ჩი-ლინგის შემდეგ.


4. გეილ ლოკი (Gaile Lok)


image

გეილ ლოკი, მამით ჩინელი, დედით კი ვიეტნამელი მოდელი და მსახიობი არაერთხელ იყო წარმოდგენილი ჩინეთის მოდური ჟურნალების გარეკანზე.

გეილი აშშ-ში სწავლობდა. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2000 წელს რომანტიკულ ფილმში "I Do", 2004 წელს კი გამოჩნდა მეორე ფილმში, სახელწოდებით "ჩემი საყვარელი". მისი თაყვანისმცემლებისთვის სამწუხაროდ, ეს ლამაზმანი საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, რის გამოც მასზე ბევრი რამ არ არის ცნობილი.

3. დუ ხუანი (Du Juan)


image
დუ ხუანი - ჩინელი ფოტომოდელი, კინომსახიობი და ყოფილი ბალერინა. იგი მიიჩნევა მსოფლიოში პირველ საერთაშორისო ჩინელ სუპერმოდელად. იგი ასევე არის მსოფლიოში პირველი აზიელი მოდელი, რომელიც გამოჩნდა პარიზული ბომონდური ჟურნალის, Vogue-ის გარეკანზე. ხოლო ჩინური Vogue-ის გარეკანზე იგი სხვა მოდელებთან შედარებით გაცილებით ბევრჯერ იყო წარმოდგენილი.


ამას გარდა, იგი გლობალურ პრეს-მდივნად აირჩია მოდის სამყაროს ისეთმა ხუთმა გიგანტმა, როგორებიცაა Louis Vuitton, YSL Rive Gauche, Roberto Cavalli, Gap და Swarovski.

2. ჩჟან იუსი (Zhang Yuqi)


image
ჩჟან იუსი 1986 წელს დაიბადა. 15 წლის ასაკში შანჰაის სამსახიობო სკოლაში შევიდა. 2007 წელს ეპიზოდურ როლში გამოჩნდა ფილმში "The Longest Night". პარალელურად აქტიურად იღებდნენ რეკლამებში.
image

ჩჟანი იმდენად ლამაზი იყო, რომ მალევე შეამჩნიეს ცნობილმა რეჟისორებმა და მთავარ როლებზეც მიიწვიეს. იგი გადაღებულია ბევრ წარმატებულ ჩინურ და იაპონურ ფილმში.

1. ფან ბინბინი (Fan Bingbing)


image

ფან ბინბინის პირველი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარი იყო როლი ფილმში "პეკინში დაკარგულები", რომლის შემდეგ ხშირად ჩნდებოდა ჰილივუდურ ფილმებში, როგორებიცაა "Iron Man 3", "Stretch", "X-Men". 2010 წელს, ჩინეთის უმსხვილესმა გაზეთმა, "Beijing News"-მა ფან ბინბინი ჩინეთის ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგში პირველ ადგილზე დაასახელა.


image

ბოლო დროს მან მომღერლის კარიერაც დაიწყო რა უკვე რამდენიმე ალბომი გამოუშვა. ფან ბინბინი რამდენიმე უმსხვილესი სამარკო ნიშნის სახეც არის.


image

2
750
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
750
  
2016, 17 თებერვალი, 16:03
არცერთი არ მაქვს გაგონილი :D
2016, 17 თებერვალი, 13:38
ბინბინზე ვიცოდი რო პირველი იქნებოდა :P
0 1 2