x
აფხაზეთში ნაპოვნი თოვლის ქალი ზანა
imageმე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეს რეგიონში პირველად მსოფლიოს ისტორიაში დაიჭირეს იეტი(თოვლის კაცი).ამ ამოუცნობი და მისტიკური არსების მხოლოდ რამოდენიმე ვიდეომასალა არსებობს და დღესაც არ არის დადასტურებული მისი არსებობა, როგორც თოვლის კაცის.აფხაზეთის მთებში დაჭერილი იეტი კი რეალური და საშიშიც კი იყო, რადგან დიდი ხნის განმალობაში ვერ ხერხდებოდა მისი დაჭერა.საბოლოოდ თოვლის ქალის შეპყრობა მოახერხა აფხაზმა კნიაზმა დაქირავებული მონადირეების საშუალებით.გადმოცემების მიხედვით იგი არ გავდა ადამიანს, იყო დაახლოებით ორ მეტრიანი გიგანტი, ხშირი დიდი თმით მთელს ტანზე, ჩვეულებრივზე დიდი თავის ქალით, მაიმუნის მსგავსი ამოტრიალებული ტუჩებით და ძალიან აგრესიული ადამიანების მიმართ.მას თავისივე ხელით გამოთხრილ მიწაში ეძინა და საჭმელსაც ხელით ჭამდა, ხალხმა მაინც ვერ მიაჩვია იგი კოვზს და ჩანგალს მიუხედავად დიდი მცდელობისა.

ამ ისტორიით დღესაც ბევრი მეცნიერი და ადამიანია დაინტერესებული, რადგან თოვლის კაცის ნაკვალევები ბევრგანაა აღმოჩენილი, მაგრამ მისი დაჭერა თანამედროვე ტექნოლოგიებით ვერ ხერხდება, ამიტომ ბევრი ადამიანი მას მისტიკურ ცხოველად თვლის და ზოგიც არსებად პარალელური სამყაროდან.image

ზანას ცხოვრება ასე არ დამთავრებულა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მას შვილებიც კი ეყოლა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა, რადგან ახალდაბადებულებს თოვლის ქალი ცივ წყალში აბანავებდა ხოლმე.გადარჩენილი ბავშვი მას დაბადებისთანავე წაართვეს ხალხმა და ნორმალურ პირობებში გაზარდეს, ასევე იეტის და ადამიანის შვილს სახელი ხვიტო შეურჩიეს.

აფხაზ კნიაზს ძალიან უყვარდა გართობა იგი ორგიებს აწყობდა ხოლმე და ჯილდოს აწესებდა იმ ადამიანზე რომელიც ზანას დაეუფლებოდა.ასე მოხდა პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის და იეტის შეჯვარება.მოსახლეობას გადმოცემით ახსოვს, რომ ხვიტო ძალიან უბედური ადამიანი იყო, მაგრამ დიდი ენერგეტიკის მქონე.აღმოჩენილი ხვიტოს თავის ქალის მეშვეობით ანთროპოლოგები ამტკიცებენ , რომ მას ქონდა განვითარებული მხედველობითი არე და ვარაუდობენ, რომ შეეძლო
მომავლის განჭვრეტა დედის მსგავსად, ამიტომაც ვერ ახერხებდნენ ზანას დაჭერას დიდი ხნის განმალობაში.


imageimage























image

0
771
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0