x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
5 ილუზიონისტი, რომლებიც ნომრის შესრულების დროს დაიღუპნენ
1-ჩარლზ როუენი, აგრეთვე ცნობილი როგორც "Karr the Magician" და "მისტიური კარი"(Karr the Mysterious) სამხრეთ აფრიკელი ილუზიონისტი იყო.


მისი ერთ-ერთი მთავარი ტრიუკი დამაწყნარებელი ხალათიდან განთავისუფლება გახლდათ.


1930 წელს იგი გამოდიოდა სპრინგფონტეინში(პროვინცია ფრი-სტეიტი, სამხრეთ აფრიკა)საკმაოდ სახიფათო ტრიუკით.


180 მეტრის მანძილიდან ავტომობილი 72 კმ/სთ-ში სიჩქარით უნდა მიახლოვებოდა და ამ პერიოდში იგი უნდა განთავისუფლებულიყო გიჟის ხალათიდან(ამისთვის მას 10 წამი ჰქონდა დრო)..მაგრამ იმ დღეს იგი ძალიან ნელა ინთავისუფლებდა თავს ხალათიდან...მანქანამ როუენს მომენტალურად ფეხი მოაგლიჯა და ეს მოხდა ათასობით მაყურებლის წინაშე, მათ შორის უამრავი ბავშვი იყო.



სიკვდილის წინ როუენმა ითხოვა მძღოლი პასუხისგებაში არ მიეცათ.

image2-ტრიუკი იარაღით(Gun Trick)-ძველთაგანვე ილუზიონისტებში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული ნომერია.ნომერის შინაარსი ასეთია: ილუზიონისტს ესვრიან რამდენიმე თოფიდან ან პისტოლეტიდან ტყვიებს, ხოლო ფოკუსის ოსტატი მას ხელით ან პირით იჭერს.მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ტრიუკი იარაღით ილუზიია, იგი მაინც ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ნომრად ითვლება.ისტორიაში დაფიქსირებულია 15 ასეთი შემთხვევა, როცა ილუზიური ნომერი ტრაგედიით დამთავრდა.


ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა გერმანიაში 1820 წელს, როდესაც პოლონელი ილუზიონისტი და მისი მეუღლე მადამ დელინსკი(Madame DeLinksy) ქალაქ ანშდატში გამოდიოდნენ.


ცოლ-ქმარმა ჯარისკაცებს სთხოვეს შაშხანაში ფუჭი ვაზნები ჩაელაგებინათ, თუმცა ერთმა ჯარისკაცმა ეს არ გააკეთა და ნამდვილი საბრძოლო ვაზნა ჩადო შაშხანაში.მადამ დელინსკი მუცელში დაიჭრა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

image3-ილუზიონისტ ჯენესტას(სრული სახელი-Royden Joseph Gilbert Raison De La Genesta) საფირმო ტრიუკი იყო წყლიან ან რძიან კასრიდან განთავისუფლება.


თუმცა 1930 წელს განხორციელებული მისი ტრიუკი ტრაგედიით დამთავრდა, მორიგი ნომერი დაჭეჭყილ კასრში განახორციელა, რამაც მისი მოძრაობა შეზღუდა, ილუზიონისტმა ვეღარ შეძლო კასრიდან ამოსვლა და დაიხრჩო.


მისმა სიკვდილმა მასიური ეფექტი მოახდინა სხვა ილუზიონისტებზე, მათ შორის ლეგენდარულ ჰარი გუდინიზე, ტრიუკი უფრო სახიფათო ატრაქციონად იქცა, რამაც მისი პოპულარობა გაზარდა.

image


4-უილიამ რობინსონი, ცნობილი როგორც ჩენ ლაინ სუ(Chung Ling Soo), სინამდვილეში ამერიკელი ილუზიონისტი გახლდათ, თუმცა ყველას ეგონა, რომ ჩინელი იყო, საუბრის დროს თარჯიმანს იყენებდა.


იგი იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ილუზიონისტი იყო, უბედური შემთხვევა კი ლონდონში გასტროლების დროს 1918 წლის 23 მარტს მოხდა.


ტრიუკი "ტყვიის დაჭერის" შერულების დროს ილუზიონისტს იარაღის გაწმენდა დაავიწყდა, რა დროსაც ბევრი დენთი დაგროვდა, ამიტომ გასროლილი ტყვიის ძალა გათვალისწინებლზე ძლიერი ძალის აღმოჩნდა. მკერდგანგმირულმა ილუზიონისტმა ინგლისურად ჩაილაპარაკა:"ღმერთო ჩემო დაუშვით ფარდა რაღაც ისე არ წავიდა."იგი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

image



5-32 წლის ჯოზეფ ბურუსის (Joseph Burrus)-ის ოცნება თავის კუმირზე, ჰარი გუდინიზე უფრო ცნობილი გამხდარიყო.1992 წელს, ჰელუინის ღამეს ჯოზეფმა გადაწყვიტა სახიფათო ნომერი გაეკეთებინა: დამარხულიყო ცოცხლად ჯაჭვებით ხელშეკრული და მიწასთან ერთად ზემოდან 7 ტონა ცემენტი დაესხათ.ბურუსი 5 წუთის განმავლობაში უნდა ამომძვრალიყო საფლავიდან.მანამდე მან რამდენიმე რეპეტიცია წარმატებით განვლო, თუმცა ყველა ეუბნებოდა, რომ ნომერი ძალაზე სახიფათო იყო და გამოსაძრომად ალტერნატიული ვარიანტიც უნდა ჰქონოდა.მან არავის მოუსმინა.


ტრიუკი ტრაგედიით დამთავრდა, ყუთმა ვეღარ გაუძლო ცემენტის წონას და საფლავი ჩაინგრა.....ჯოზეფ ბურუსის გვამის ამოღება მხოლოდ 30 წუთის შემდეგ შეძლეს.

image


2
758
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
758
  
2016, 12 თებერვალი, 14:16
საინტერესო სტატიაა, რომელიც კიდევ ერთხელს ადასტურებს, რომ ფიზიკის კანონების დარღვევა ცუდად მთავრდება.
2016, 12 თებერვალი, 12:46
ძალიან საინტერესოა
0 1 2