სხვა პირველად მსოფლიოში მეტეორიტმა ადამიანი მოკლა. 2016, 9 თებერვალი, 14:23 ტრაგედია დატრიალდა ინდოეთის ქალაქ ველურაში.უნევერსიტეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა მცირე ზომის მეტეორიტი.დაცემისას აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა.ის გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსურმა ობიექტმა მოკლა- აცხადებს NDTV. დაღუპული მამაკაცი უნივერსიტეტის ავტობუსის მძოლად მუშაობდა.პოლიციამ ცხედართან აღმოაჩინეს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ორმო და მეტეორიტის ფრაგმენტები. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ადრე არ ყოფილა არცერთი ისეთი შემთხვევა დაფიქსირებული, როცა კოსმოსურმა ობიექტმა ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო წლების ერთ- ერთი ყველაზე გახმაურებული ინციდენტი დაკავშირებული კოსმოსურ ობიექტთან, არის ჩელიაბინსკის ოლქში მეტეორიტის ჩამოვარდნა.ეს მოხდა 2013 წლის 15 თებერვალს. ციური სხელის წონა დაახლოებით იყო 10 000 ტონა, დიამეტრი კი ჩვიდმეტიდან ოც მეტრამდე.ყველაზე დიდი ფრაგმენტი აღმოაჩინეს ტბა ჩებარკულის ფსკერზე. ამ ნატეხის წონა 600 კილოგრამს აღემატებოდა. 656 10-ს მოსწონს
|