x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
"ჩაძირობანას" თამაში ქიმიური ელემენტების შესწავლაში დაგეხმარებათ - გენიალური მეთოდი ბავშვებისთვის!
image
კარინ ტრიპს, ოთხი შვილის დედას, ძალიან უყვარს ქიმია და ყოველთვის სურდა შვილებიც დაეინტერესებინა ამ მეცნიერებით. ამიტომ მოიფიქრა სახალისო და, რაც მთავარია ეფექტური ხერხი, რომლის წყალობით ბავშვებმა თამაშით დაიზეპირეს მენდელეევის სისტემა.


ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი ბავშვებში (და არა მხოლოდ ბავშვბში!) ძალიან პოპულარული თამაში "ჩაძირობანა". კეტრინმა სწორედ ასეთი საზღვაო ბრძოლა მოაწყო პირდაპირ მენდელეევის პერიოდულ სისტემაზე.


image


მან უბრალოდ დანომრა ელემენტების ყოველი რიგი მენდელეევის სისტემაში და შესთავაზა ბავშვებს განელაგებინათ ამ "ბრძოლის ველზე" თავიანთი ხომალდები, რომელთა სიგრძე 1-დან 5 ელემენტამდე იქნებოდა - ზუსტად ისე როგორც "ჩაძირობანას" კლასიკურ თამაშშია.



image



ამგვარად, მოწინააღმდეგის ხომალდების ძიებითა და მათი ჩაძირვის მცდელობით გართულმა ბავშვებმა შეუმჩნევლად აითვისეს პერიოდული სისტემის ყველა ელემენტი.


imageფოტოზე: კარინ ტრიპი მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

"ეს თამაში იმ ბავშვებსაც შეუძლიათ, ვინც საერთოდ არაფერი იცის ქიმიასა და პერიოდულ სისტემაზე. ჩემს რვა წლის გოგონას ჯერ არ დაუწყოა ქიმიის სწავლა, მაგრამ ძალიან უყვარს ეს თამაში, " - ამბობს კარინ ტრიპი.


ასე რომ, დედიკოები და მასწავლებლებო, მგონი მშვენიერი ხერხია ბავშვებისთვის ქიმიის შესაყვარებლად.



0
173
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0