პროფილაქტიკა რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი 2016, 4 თებერვალი, 16:16
პროფესორი ნეუმივაკინი ამტკიცებს, რომ ბევრი დაავადების ძირითად მიზეზს მჟავა- ტუტოვანი ბალანსის დარღვევა წარმოადგენს. ეს ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც არ უნდა შეიცვალოს მთელი ცხორების მანძილზე. ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი დამოუკიდებელი სისტემაა, რომლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი 7, 4 უნდა იყოს. თუ აღნიშნული ბალანსი 0-დან 14-მდე ფასდება, ამ შემთხვევაში 7, როგორც პროფესორი ნეუმივაკინი აღნიშნავს, "ნორმალური შუალედია." რატომ უნდა დავლიოთ ცხელი სოდიანი წყალი? სოდიანი წყლის დალევა ორგანიზმის გატუტოვანების ყველაზე ცნობილი ხალხური საშუალებაა. ეს ნამდვილად ძალიან მარტივი და ეფექტური სასმელია ორგანიზმში მომატებული მჟავიანობის შესამცირებლად. თუმცა, ადამიანები რომლებიც ორგანიზმის გაჯანსაღების ამ სისტემით არიან დაინტერესებულნი, ყურადღებას არ აქცევენ ერთ ნიუანსს – მნიშვნელოვანია ისეთი სოდა მიიღოთ, რომელიც უშუალოდ ცხელ წყალშია გახსნილი. ამის ნაცვლად, სვამენ ცივ სოდიან წყალს (ან ოთახის ტემპერატურის – აქ დიდი განსხვავება არ არის), და შედეგად ასეთი სასმელისგან პრობლემა ექმნებათ კუჭთან დაკავშირებით. რადგანაც ზუსტად კუჭისთვის, სოდა საეჭვო პროდუქტს წარმოადგენს. ამიტომ აუცილებელია ეს სასმელი სწორედ მივიღოთ – 40 გრადუსზე ზემოთ.
... შემდეგი საკვანძო მომენტი წარმოადგენს ის, თუ რა გზით ხვდება ორგანიზმში წყალი და შემდეგ მარაგდება სისხლი, უჯრედთაშორისი სითხე, ლიმფა და ა.შ. ერთი შეხედვით ეს კუჭიდან ხდება, რადგან წყალი მიღების შემდეგ იქ ხვდება. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არა არის. ბიოლოებმა, ბიოქიმიკოსებმა, მედიკოსებმაეს რა თქმა უნდა იციან, მაგრამ ამ ინფორმაციას ფართო მასებამდე არ მიუღწევია. ეს კი ისე უნდა ვიცოდეთ, როგორც გამრავლების ტაბულა ან მშობლიური ენის ანბანი... აღმოჩნდა, რომ ძირითადი ადგილი საიდანაც სისხლს წყალი მიეწოდება – ნაწლავებია და არა კუჭი! "სოდა – ადამიანისთვის შეუცვლელი პროდუქტი" – პროფესორი ნეუმივაკინი როგორი ტუტოვანი გარემო უნდა იყოს ადამიანის ორგანიზმში? 1. ადამიანის პირის ღრუში ტუტოვანი გარემო 7-4, 7-6, 7-8. 2. კუჭში მჟავას ასეთი მაჩვენებლები აქვს : 0-2, 0-3, 0-1 (კონცენტრირებული მჟავა) 3. თორმეტგოჯა ნაწლავში – 7-8-9. 4. მსხვილ ნაწლავში მჟავა იზრდება 9%-მდე. 5. წვრილი ნაწლავს შედარებით დაბალი მჟავიანობა ახასიათებს (6-7-8).
თუ წყალს ჭამის დროს იღებთ (რაც ხშირად ხდება და ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის), თქვენ ამით კუჭის მჟავას აზავებთ, რომლის ფუნქცია საკვების გადამუშავებაა. გაზავებულ მდგომარეობაში მას არ შეუძლია საკვების მონელება. წყლის დალევა საკვების მიღების დროს, თითქმის ყველას უმნიშვნელო წვრილმანი ჰგონია, თუმცა, ასეთი ქმედება სერიოზულ საფუძველს უქმნის სხვადასხვა დაავადებებს. გაფრთხილება: სუფთა, სასმელი წყალი უნდა მიიღოთ მხოლოდ ჭამიდან 1- 1.5 სთ. შემდეგ, თუ ვეგეტარიანული საკვები მიირთვით. ან 2 - 2.5 სთ. შემდეგ, თუ ხორცი ან თევზი ჭამეთ. გამოსავალი არსებობს: მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირება სოდის დახმარებით. საკვები სოდა თავისთავად ძლიერი ტუტოვანი ელემენტია. ყველამ ვიცით, მას ჭურჭლის გასარეცხად იყენებენ, რადგანაც ცხიმის დაშლის უნარი გააჩნია. ასეთი მეთოდი გამოიყენება ნაწლავების შემთხვევაშიც: სვამენ ცხელ სოდიან წყალს. როგორ უნდა დავლიოთ სამკურნალო სასმელი სოდისგან? – პროფესორი ნეუმივაკინი: 1. უნდა დავამზადოთ განსაზღვრულად ცხელი წლის ან რძის გამოყენებით. 2. დაიწყეთ შემდეგი დოზით – 1/4 ჩ.კ. საკვები სოდა გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში 50-60 ºC, ოდნავ გაგრილდეს (40 ºC-ზე ნაკლები არ იყოს) და მიირთვით. 3. სამდღიანი მკურნალობის შემდეგ დოზა გაზარდეთ (1 სუფრის კოვზამდე).4. მიიღეთ დღეში სამჯერ უზმოზე, 20-30 წუთით ადრე ჭამამდე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ღებინების შეგრძნება გაგიჩნდეთ ან გულიც კი აგერიოთ. თუ თქვენ ამ პროცედურას ჩაიტარებთ, სისხლძარღვების კედლები 70%-ით გასუთავდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ დაგემართებათ ინსულტი, ინფარქტი და ათეროსკლეროზი. 87716 21-ს მოსწონს |
1 ჩაის კოვზს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი, სოდა რომ აბუჟბუჟდება და ჩაიწვება მერე დაასხით იმდენი ცივი წყალი რომ არ გაგიცივდეთ. ცხელი მდგომარეობაში უნდა დალიოთ.. მე უზმოზე ვსვავდი, ჭამამდე 30 წითით ადრე. ესაა სწორი დოზირება .
ასე მომზადებული ერთი ჩ/ჭ უნდა დალიოთ
ვთარგმნე, არაფერი იყო ნათქვამი, შესაბამისად, ეს საკითხიც თერაპევტთან გაარკვიეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!