x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ქუჩის ქალები...

imageროგორ უხერხულად ხვდება ყურს გამოთქმა ქუჩის ქალი, არადა რა ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს ქალი და ქუჩა, ქუჩა და ქალი... ყველა ქუჩას თავისი ისტორია აქვს, თავისებურად საინტერესოა და მიმზიდველი, ისევე როგორც ყველა ქალს. ზოგჯერ ფიქრობ რომ სხვებს გავს, თუმცა საკმარისია ოდნავ დააკვირდე და მიხვდები ყველა მათგანი განსხვავებულია. არ ვიცი რას გრძნობენ ისინი ვისაც ქუჩის ქალებს ეძახიან, მაგრამ მრავლად მინახავს კდემამოსილი ქალები რომლებიც ჩვენს გარშემო ვითომ პატიოსნად ცხოვრობენ და ამ დროს წაბილწული აქვთ სულიც და სხეულიც. ქალები რომელთაც მხოლოდ მატერიალური ღირებულებები გააჩნიათ. ხლართავენ ინტრიგებს, იგონებენ ტყუილს, გადაუვლიან ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობისათვის. ცდილობენ იყვნენ ისეთ ადგილებში სადაც შესაძლებელია სარფიანად გაიყიდონ(თვითონ ამას გათხოვებას ეძახიან). და რა ჰქვიათ მათ?! ვინ არიან ისინი?.. ნუთუ დედას რომელიც რძეს იშრობს და შვილს ხელოვნური საკვებით ზრდის იმ მიზეზით რომ მკერდი "გაუფუჭდება" შეიძლება ვუწოდებდეთ წესიერ და სამაგალითო ქალს?! რატომ არ არიან ისინი უზნეონნი?!! და რატომ არის მხოლოდ სადღაც გაყინულ ქუჩაში სიცივისა და შიშისაგან აკანკალებული ქალი უზნეო? რატომ მხოლოდ მათ ვესვრით ქვას? დიდი ალბათობით უმეტეს მათგანს ის ცხოვრება არ მოსწონს და მხოლოდ გარემოებებმა აიძულათ იქ დგომა. ჩემთვის პირადად მათზე ბევრად ამაზრზენი ეს ვითომ პატიოსანი ქალები არიან, რომლებმაც ნებით მოირგეს ფარული მეძავობა.

ალბათ ერთმანეთს უყვებიან ქუჩის ქალები ქუჩურ ისტორიებს... მე კი უფალმა შემინდოს თუ ვინმე განვიკითხე (ან ვერ განვიკითხე).

0
401
3-ს მოსწონს
ავტორი:თათი_
თათი_
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0