x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ბოლო ინტერვიუ დავით აღმაშენებელთან...
image








საქართველოში დავით აღმაშენებლის სახელი პოლიტიკურ სიძლიერესთან, კულტურის

აყვავებასთან, ჭეშმარიტ შემწყნარებლობასა და თავმდაბლობასთანაა გაიგივებული.


ყველასთვის ცნობილია რომ გაპარტახებული სამეფო ჩაბარდა, მაგრამ გონივრული პოლიტიკისა და ბრწყინვალე სტრატეგიის წყალობით საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. 36 წლიანი მყარი მეფობის განმავლობაში თბილისი დაიხსნა მაჰმადიანთა ტყვეობიდან, გააფართოვა ტერიტორიები, შექმნა მრავალეროვანი სახელმწიფო, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები. იგი ქართველ საზოგადოებას ახსოვს და ემახსოვრება როგორც დიდი უპოვარი მეფე და იმდროინდელი ვაჟკაცის ნათელი სახე, ასევე როგორც დიდი ჰუმანისტი და პოეტი.

უბადლო მეფე ყველა დროის გმირი და მისაბაძი პიროვნებაა, მასზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თავს უფლებას ვაძლევ ამ დიდ ადამიანსა და ჩემ შორის გავდო წუთიერი არარეალური ხიდი, დავიკმაყოფილო ინტერესი და საინტერესო აღმოჩნდეს მკითხველისთვისაც, ვფიქრობ საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა...


მაინტერესებს რას განიცდიდით 16 წლის ასაკში განსავლული, მაგრამ მაინც გამოუცდელი ჭაბუკი, როცა საქართველოს მეფედ კურთხევის დღე დადგა?


კარგად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება, განსაკუთრებული ღელვა ამ დღეს, არ ვიშორებდი ნიანია ბაკურიანს, ბეშქენ ჯაყელს, შერგილ ლიპარტელიანს, ფერიც არ მედო სახეზე, ამ დროს მათი მხარდაჭერა ძალიან მჭირდებოდა.


გთხოვთ გაიხსენოთ ამ წმინდა პროცესიის დეტალები...


წესისამებრ კურთხევა აფხაზეთის კათალიკოსის ევსტრატის დახმარებით განხორციელდა ბაგრატის ტაძარში, ბედიელმა სამეფო ბისონი გადამაფარა, შემდეგ

ჭყონდიდელმა და ლიპარიტმა კათალიკოსთან მიმგვარეს, რომელმაც თქვა

"კურთხეულ არს მეფობაი შენი დასასრულამდე ჟამთა". შემომეგებნენ დედოფალი

ელენე და მეფეთ-მეფე გიორგი.



მაინტერესებს თქვენს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები, რომელსაც მოჰყვა

სერიოზული რეფორმები...

თავიდანვე ვცდილობდი ენერგიული და დაუღალავი ვყოფილიყავი შემოვიკრიბე

ერთგული პატრიოტები, პირველ ნაბიჯებს ეკუთვნის ახალი ლაშქრის შექმნა, ეს

ლაშქარი ერთგულთა რაზმებით იქნა დაკომპლექტებული.


შეეცადეთ გამოყოთ ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის აღმშენებობის

დროს, რომლის განხორციელებაც შემდგომში შეძელით.


image





მიზნად დავისახე ქართული კულტურის მძლავრი კერა შემექმნა .ამიტომ შევუდექი

გელათში ღვთისმშობლის სახელზე დიდი ტაძრის მშენებლობას.ასევე მინდა აღვნიშნო საქართველოს მეორე აკადემიის იყალთოს დაარსება. რა თქმა უნდა ეს ჩვენი საზრუნავის მცირედია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას გამოვყოფდი.


როგორ ფიქრობთ 1121 წლის 12 აგვისტოს რომ არა თქვენი მგზნებარე სიტყვა და საომარი ბრწყინვალე სტრატეგია, იქნბეოდა თუ არა ეს ბრძოლა ასეთივე საოცარი და წარმატებული?



ვერაფერს გეტყვით ჩემი ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვების შესახებ, ამან ვაჟკაცებს წარმატების ჟინი გაუორმაგა, სისხლი აუთრთოლა ღმერთისთვის მიცემულმა პირობამ, რაც შეეხება საბრძოლო სტრატეგიას, მართლაც შესანიშნავი იყო, ეს გამარჯვება ქართველმა მებრძოლებმა თავგანწირული და ენერგიული ბრძოლით მოგვიპოვეს. ანუ ჩემი პასუხიდან გამომდინარე ლოგიკურია დასკვნა ამ ყველაფერის ერთობლიობა რომ არა დიდგორის ბრძოლად წოდებული ბრძოლა ის არ იქნებოდა რაც იყო.


თქვენ თქვენი წინაპრებისგან განსხვავებით მოახერხეთ ისლამის წინააღმდეგ არამარტო ქაღთველების შეკრება არამედ სომხების, ოსებისა და შირვანელების, ასევე ჩრდილოელი თურქების-ყივჩღეების გაერთიანება უზარმაზარი თურქული კოალიციის წინააღმდეგ, რა არის ამ წარმატების ნამდვილი მიზეზი?


უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ხალხის თავგანწირულმა ბრძოლამ გადაარჩინა საქართველო არამარტო გამუსლიმებას არამედ მთლიანად განადგურებას, ჩემი აზრით წარმატების მიზეზი გატარებულ პოლიტიკასა და და ქართველ ხალხში უნდა ვეძებოთ, ვფიქრობ

ეს ერთიანობამ შეგვაძლებინა ჩინეთის კდლამდე გადაჭიმული იმპერიის

დამარცხება.


თქვენ თქვენს მემკვიდრეს დემეტრეს 1125 წელს თავად დაადგით გვირგვინი და თანამოსაყდრედ გამოაცხადეთ როგორ ფიქრობთ იყო თუ არა თქვენი საქმის ღირსეული გამგრძელებელი?


ის ჩემი შვილი და მემკვიდრეა, არ შემიძლია გავკიცხო, ერთში კი დარწმუნებული ვარ ბევრი ბრძოლა გადაიტანა სახელმფიფო სიძლიერისთვის, თუმცა ცდილობდა სტაბილურობის შენარჩუნებას იძულებული გახდა მეფობის მეორე წელსვე დაეთმო ანისი და ვერც შირვანი შეინარჩუნა მთლიანად.

ყოველივე ამის მერე თავად განსაჯეთ იყო თუ არა ღირსეული შთამომავალი...


და ბოლოს: რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას, რისკენ მოუწოდებდით მომავალ თაობებს?


ალბათ დამეთანხმებით მთელი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობაზე ფიქრსა და დარდში გავატარე, მაქსიმალურად გავაკეთე ის რაც შემეძლო ღვთის შემწეობით და კურთხევით. მომავალ თაობებს მოვუწოდებ, ნუ განუდგებიან საკუთარ ანგელოზებს, აკეთეთ წმინდად სიკეთე, ამით არამარტო სულს განიწმინდავთ ჭუჭყისგან არამედ ეს საქართველოსაც წაადგება და მომავალიც უფრო ნათელი გვექნება.

”კურთხეულ იყოს საქართველო სამარადისოდ”.







1
333
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
333
  
2016, 1 თებერვალი, 22:37
თეო ძალიან ორიგინალური და საინტერესო ინტერვიაუა. მგონია, რომ აღმაშენებლისთვის რომ ეს კითხვები დაესვათ იგივეს უპასუხებდა. ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ. სიამოვნებით ვკითხულობ შენს სტატებს. ველოდები შემდეეეეგს :D
0 1 1