x
ადამის შექმნა

image‘’ადამის შექმნა“, La creazione di Adamo, მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1509–1512 წლებში, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან — ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა.
მიქელანჯელოს სურდა ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა და დახატა „ადამის შექმნა“ სიქსტეს კაპელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერწერული კომპოზიცია. ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისკენ მათი თითები ერთმანეთს არ ეხება.სიქსტეს კაპელა მდებარეობს მოციქულეობრივ სასახლეში, რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში.
მართკუთხა ფორმის კაპელა, მისი სიმაღლეა 20.70 მ. არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ბაკიო პონტელის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჯოვანი დე დოლჩი 1473-84 წლებში.პირველი მესა სიქსტეს კაპელაში ჩატარდა 1483 წლის 9 აგვისტოს, რომლის დროსაც ის კურთხეულ იქნა და ქალწული მარიამის ამაღლებას მიეძღვნა.
მას შემდეგ რაც შემოქმედმა ადამი თიხისგან შექმნა, მან სული შთაბერა
თავის ქმნილებას.თუკი ნახატს დავაკვირდებით, უფრო მეტ დეტალს დავინახავთ რაზეც ადამიანი ყურადღებას არ ამახვილებს.შემოქმედი მთელი თავისი
შესაძლებლობებით ცდილობს მიწვდეს ადამს მიუხედავად იმისა რომ იგი
ყოვლისშემძლეა.image იგი თითქოს ებრძვის რაღაც ძალას რომ ადამს შეეხოს, მისი ფეხის მდგომარეობით კი ვხედავთ რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს მიწვდეს და კავშირი
დაამყაროს თავის ქმნილებასთან.
ადამი კი არ არის იმავე
სურვილების მქონე როგორც ჩანს ნახატზე, იგი მთელი თავისი სხეულით დახრილია არა შემოქმედისკენ, არამედ მისგან საწინააღმდეგოდ.ის იმ ხელს რომელზეც ღმერთი ცდილობს შეეხოს, ასვენებს მუხლზე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.მას შეუძლია სულ ცოტა
ძალისხმევაც გაიღოს და მიწვდეს, მაგრამ ის მას არ აკეთებს.მისი სახე ცოტა იმედს
ტოვებს რომ მას უნდა შეეხოს შემოქმედს, მაგრამ ეს სურვილი არ არის გამყარებული.ამით მიქელანჯელომ გვითხრა რომ ‘’ავწიოთ თითი’’ ანუ ვიწამოთ ღმერთი, რადგან რელიგია გვასწავლის რომ ღმერთის შესაცნობად სწრაფვაა სჭირო.არამარტო რელიგია არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოსადეგია ყოველივე ეს, რადგან ბევრი ჩვენთაგანი მცირეოდენ ძალასაც არ ვატანთ ჩვენ თავს, რომ უკეთ ვიცხოვროთ, სიზარმაცე არ უნდა მოგვერიოს და ყოველივე კარგს შევიგრძენთ
საკუთარ თავზე.ხელოვნება ყოველთვის მიუთითებდა მოკვდავებს მსგავს რჩევებზე, რათა კაცობრიობას ჰარმონიაში ეცხოვრა, გამოცოცხლებულიყვნენ და ბოროტების მაგივრად სიკითე ეკეთებინათ.ასეთი შედევრებმა კი საუკუნეებს გაუძლო და კიდევ საუკუნეები დარჩება კაცობრიობას.

0
773
შეფასება არ არის
ავტორი:ლადი კოვალენკო
ლადი კოვალენკო
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0