x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
მიშა გომიაშვილი მიმართვას ავრცელებს-"გთხოვთ გააზიაროთ და გაავრცელოთ!!!"

image


კინოსა და თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვს და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს:

"გთხოვთ გააზიაროთ და გაავრცელოთ!!!
საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პრემიერ მინისტრს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს! (განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარეს!!!! უნდა იცოდეს ვინ ყავს პარლამენტში წევრები!!! ვგულისხმობ ვიქტორ ჯაფარიძეს!!!) კულტურის მინისტრს!!! საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს!!!
იცით თუ არა და თუ არ იცით ეს კიდევ უფრო უარესი, რომ 30 კაცისაგან შემდგარი კინო გადამღები ჯგუფი, უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას??? და მიზეზი ამისა არის მხოლოდ იქაური ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაც და უნიათობა!!! საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი!!! ამუშავებენ "ნიკოლოზის" დროინდელ ტრაკტორს, რომელსაც ყოველ ნახევარ საათში, ხან დინამო უფუჭდება, ხან კოვში, ხან "სალიარკა გაასხავს"... მხოლოდ სამაშველოები ცდილობენ მედიკამენტებით დახმარებას და ფიზიკურად გვერდში დგომას! ისეთი შეგრძნება გრჩება, რომ საუბარი საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეებზე კი არ არის, არამედ ზიმბაბვეს ან უგადას მოქალაქეებზეა!!! როდესაც იქაური დეპუტატი ჟაფარიძე ვიქტორი ტელეფონით საუბარში უცხადებს-"ეგ რა ჩემი საქმეა, მე ეს არ მეხება, ვინ გთხოვათ აქ ჩამოსვლაო?".... რას აკეთებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი??? ერთი ძველი ტრაქტორის იმედზე შეიძლება იყოს ამხელა რაიონი? ტყუილების მეტი არაფერი არ ისმის!!! დაეხმარეთ ამ ადამიანებს!!! ნუ გავიწყდებათ, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან!!!"

image

0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0