x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
საღეჭი რეზინი აუმჯობესებს კონცენტრაციის და ყურადღების მობილიზების უნარს
imageყველა სტუდენტისთვის, კერძოდ კი თსუ-ელი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლობელი და შფოთისმომცველი თემაა შუალედურ-ფინალური გამოცდები და მასთან დაკავშირებული ციებ-ცხელებანი. თითოეული ჩვენგანი თავისივე მოფიქრებული სტრატეგიით ცდილობს დაძლიოს გამოცდებთან დაკავშირებული სირთულეები. თუმცა ნებისმიერი სტუდენტის სიძლიერე ერთ ღამეში ნასწავლი მასალის უაღრესად კარგად ჩაბარებით გამოიხატება.

ეს სტრატეგიები ინდივიდუალურია. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ფინჯანი ყავა, განუსაზღვრელი რაოდენობით, რომელიც ეხმარება ღამის გათენებაში; ზოგი მათგანი საჭმელს- სენდვიჩებს, ტოსტებს, განსაკუთრებით კი ტკბილეულს მიმართავს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი კალორიულობა, რომელიც რა თქმა უნდა არახელსაყრელ და არასახარბიელო ადგილს პოულობს თქვენს სხეულზე ცელულიტისა და ზედმეტი ცხიმის სახით. ზოგი მუსიკას უსმენს და ამის ფონზე იუმჯობესებს აღქმისა და მეხსიერების უნარებს. მე კი შემოგთავაზებთ ნაკლებად საზიანო, ეფექტურ და ამასთანავე გემრიელ სტიმულატორს საღეჭი რეზინის სახით.

ის მეცნიერთა აზრით ეხმარება სწავლისას კოგნიტური უნარების, კერძოდ კი ყურადღების გაუმჯობესებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით 2 მნიშვნელოვანი კვლევაა, ჩატარებულა იაპონელების და ბრიტანელების მიერ.
კარდიფის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ საინტერესო ექსპერიმენტი, იმ მიზნით რომ გამოერკვიათ და დაედგინათ საღეჭი რეზინის გავლენა-გონებრივი დავალების შესრულებისას ადამიანის სისწრაფესა და შესრულების ხარისხზე. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 38-მა ცდის პირმა, რომლებიც განაწილებულნი იყვნენ 2 პირობაში, სადაც ნახევარი საათის განმავლობაში ისმენდნენ აუდიო დავალებას, სადაც თანმიმდევრობით მიეწოდებოდათ ციფრთა რაოდენობა 1-დან 10-მდე და უნდა განესაზღვრათ მათგან რომელი იყო კენტი და რომელი ლუწი. გაირკვა რომ ისინი ვინც ღეჭავდნენ საღეჭ რეზინს უკეთ და სწრაფად ართმევდნენ თავს მოცემულ დავალებას. დასკვნა, რომელიც გაკეთდა ამ ექსპერიმენტით არის შემდეგი: ღეჭვის პროცესი ეხმარება უკეთ კონცეტრირებაში და ყურადღების მობილიზებაში, მაშინ როდესაც არულებენ გონებრივ დავალებას.

საღეჭი რეზინი აუმჯობესებს რეაქციებს და ხანმოკლე მეხსიერებას, ასევე ხელს უწყობს იმ კოგნიტურ უნარებს, რომლების პასუხისმგებელია ინფორმაციის გადამუშავებაზე- ესეთი დასკვნა მიიღეს იაპონელმა მეცნიერებმა. მათ დაადგინეს რომ ღეჭვის პროცესი ააქტიურებს ტვინის 8 უბანს, რომელთა შემადგენლობაში შედის ის 2 ძირითადი უბანი რომლებიც პასუხისმგებელია ყურადღებასა და მოტორიკაზე. საღეჭი რეზინის მოხმარებისას ტვინის ამ უბნებში შეიმჩნევა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რაც განაპირობებს უკეთ კონცენტრირებას, რის შედეგადაც ინდივიდი უკეთ ხსნის ამოცანებს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი და დააკვირდნენ ტვინის აქტიობას ტომოგრაფიის საშუალებით. ექსპერიმენტით დადგინდა რომ ისინი ვინც ღეჭავდნენ საღეჭ რეზინს


10 %-ით უფრო სწრაფად ასრულებდნენ დავალებას და ხარისხიც უკეთესი იყო.

1939 წელს გამოჩნდა ამერიკელი პროფესორის ხელონგვორთის ნაშრომი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ მუდმივი ღეჭვა ხსნის ნერვულ დაძაბულობასა და სტრესს, რის შემდეგაც საღეჭი რეზინი გახდა ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიური ულუფის კომპონენტი. კარიერის განმავლობაში კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ყოველი თამაშის წინ ღეჭავდა პიტნის საღეჭ რეზინს და ირწმუნებოდა რომ ეს ეხმარებოდა მას უკეთ კონცენტრირებაში.

სტატიას კი დავასრულებ შემდეგი სიტყვებით, მოტივაცია არის უნარი, ადამიანი იქამდე მიიყვანოთ, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა, როცა საჭიროა და როგორც საჭიროა იმიტომ, რომ ეს თვითონ მას სურს. გისურვებთ ყველას გქონოდეთ მოტივაციის მაღალი მაჩვენებელი იმისათვის, რომ საღეჭ რეზინთან ერთად უკეთ გაართვათ თავი გამოცდების სირთულეებს.
















0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:ლინდა ქათამაძე
ლინდა ქათამაძე
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0