x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 კვლევა ინტელექტის შესახებ
imageის, რომ მაღალ ინტელექტს ბევრი სარგებელი აქვს, საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს.

გონიერ ადამიანებს ბევრი უპირატესობა აქვთ ცხოვრებაში: აქვთ სხვებზე უკეთესი განათლება, უკეთესი სამსახური, გამოიმუშავებენ მეტ თანხას და უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ.

ბუნებრივია, რომ შეგვეძლოს ინტელექტის დონის არჩევა, გონიერებას ავირჩევდით.

თუმცა, გონიერება იმაზე ბევრად მეტი "სიკეთისგან" შედგება, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.



ქვემოთ მოყვანილია ათი კვლევა, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა ინტელექტის ფსიქოლოგიაში.


1.მითი ინტელექტის ერთ კომპონენტიანობის შესახებ

ზოგი მეცნიერის აზრით, იდეა, რომ ინტელექტი მხოლოდ ერთი ცალკეული კომპონენტია, მითია.

ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, რომელშიც 100 000 ადამიანი მონაწილეობდა, ინტელექტი სამი კომპონენტისგან შედგება: ხანმოკლე მეხსიერება, ლოგიკური მსჯელობა და ვერბალური კომპონენტი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგ ადამიანს შესაძლოა კარგი ხანმოკლე მეხსიერება ჰქონდეს, მაგრამ მსჯელობის უნარით არ გამოირჩეოდეს. ან: კარგი ვერბალური უნარები ჰქონდეს და სუსტი ხანმოკლე მეხსიერება.

საერთო ჯამში ჩვენი ინტელექტი ამ სამი სუბსისტემის მუშაობის შედეგია და შესაძლოა, ყველა მათგანი ერთსა და იმავე დონეზე არ იმყოფებოდეს.


2.ინტელექტის კავშირი ფსიქიკურ აშლილობებთან


კვლევები მიუთითებს ინტელექტსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის კავშირზე, რაც შესაძლოა ჩვენს ევოლუციურ წარსულთან მიდიოდეს.

ჰომო საპიენსის გაზრდილი ინტელექტი გენური მუტაციის შედეგი იყო. ამ გენური მუტაციის "საფასური" შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის გაზრდილ საფრთხეს წარმოადგენდეს.

ადამიანის ტვინი ყველაზე განვითარებული და რთული რამ არის სამყაროში, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა უფრო დიდ საფასურს იხდიდეს ამისთვის, ვიდრე სხვები.


3.ჭკვიანი ადამიანები შესაძლოა არც ისე კარგად იწყებდნენ ცხოვრებას


ყველასთვის ცნობილია, რომ ინტელექტი წინსვლაში გვეხმარება, მაგრამ შესაძლოა ჭკვიანი იყო და ამასთანავე წარუმატებელი? შესაძლოა წარმომავლობამ ხელი შეუშალოს ადამიანს მიზნის მიღწევაში?

12 868 ამერიკელისგან შემდგარი კვლევა, მიუთითებს, რომ წარმომავლობა ეხმარება ადამიანს უკეთესი სამსახურის დაწყებაში, თუმცა შემდგომი პროგრესი ინტელექტზეა დამოკიდებული.


4. გონიერი, მაგრამ სევდიანი


ამბობენ, რომ უცოდინარობა ხშირად კარგია და შესაძლოა ეს გარკვეულწილად სწორიც იყოს.

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები მეტად არიან მიდრეკილნი შფოთვისკენ, ვიდრე საშუალო ინტელექტის ადამიანები.

ნამდვილად, შესაძლოა შფოთვა ინტელექტთან ერთად განვითარებულიყო- შფოთვა უძველესი ადამიანებისთვის შესაძლოა გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო.

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები მიიდრეკილნი არიან შფოთვითი აშლილობებისკენ.


5.ახალი იდეები


გარდა იმისა, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ფსიქიკური აშლილობებისა და შფოთვითი აშლილობებისკენ მიდრეკილება, ისინი გამოირჩევიან ახალი იდეების სიმრავლითაც.

ისტორიულად, ეს ვლინდება ცრურწმენების უარყოფასა და საზოგადოების მოწყობის ახალი გზების ძიებაში.

ერთ-ერთი კვლევა, მიუთითებს, რომ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მაღალი ინეტელექტის მქონე ადამიანები ხშირად არიან ათეისტები და პოლიტიკურად ლიბერალები.

ამავე კვლევის თანახმად, იმ ახალგაზრდების ინტელექტის კოეფიციენტი, რომლებიც ამბობდნენ, რომ იყვნენ კონსერვატიულები, საშუალოდ 95 იყო, ხოლო ვინც საკუთარ თავს ლიბერალად განიხილავდა- 106.


6.მოტივაცია

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ინტელექტის ქონა კარგია, ეს წარმატების გარანტია არ არის.

მას შეუძლია საწყის ეტაპზე დაგვეხმაროს, თუმცა მეტი მიღწევებისთვის მოტივირებულობაა საჭირო.

გერმანიაში ჩატარებული კვლევა, რომელშიც 3 520 ბავშვი მონაწილებდა, მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს მათემატიკის სწავლა, ინტელექტი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. მეტად მნიშვნელოვანი იყო მათი მოტივაცია წარმატებისთვის.


7.ინტელექტი ჩანს თვალებში


შალევის კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებსაც თვალის უკანა მხარეს ფართო სისხლძარღვები აქვთ, უფრო მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან.

ეს იმიტომ, რომ თვალის ბადურასთან დაკავშირებული სისხლძარღვები ტვინის სისხლძარღვების მსგავსია. ამიტომ, ფართო სისხლძარღვები შესაძლოა იწვევდნენ ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას.

ეს აღმოჩენა შესაძლოა

მნიშვნელოვანი იყოს ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვისაც.

შალევის აზრით: " თვალის ბადურასთან დაკავშირებული სისხლძარღვების შესახებ ცოდნის გაზრდამ, შესაძლოა მეცნიერებს საშუალება მისცეს უკეთესი დიაგნოსტირების და მკურნალობისა, რომ ტვინში გაზარდონ ჟანგბადის დონე, რათა ხელი შეუშალონ ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური უნარების გაუარესებას.''


8.მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები გვიან იძინებენ


არსებობს მტკიცებულებები, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები იძინებენ გვიან და ასევე გვიან იღვიძებენ.

კვლევაში შეისწავლეს 20 745 ამერიკელის ძილის ჩვევები და აღმოაჩინეს, რომ არც ისე ჭკვიანი ადამიანები საშუალოდ იძინებდნენ 11:41 საათზე და იღვიძებდნენ 7:20 საათზე.

საპირისპიროდ, ყველაზე "ჭკვიანები" იძინებდნენ 00:29 საათზე და იღვიძებდნენ 7:52-ზე. დასვენების დღეებში ეს განსხვავება კიდევ უფრო იზრდებოდა.

ზუსტი კავშირის დადგენა ამ კვლევით არ ხერხდება, თუმცა შესაძლოა მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს უჭირთ ჩაძინება, რადგან მათი შფოთვა უფრო მაღალია.



9. არიან თუ არა გონიერი ადამიანები ნაკლებად რასისტები?


ჭკვიანი ადამიანები ნაკლებად რასისტულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა როდესაც მათ რეალურად ცდიან პოლიტიკურ ხედვებზე, მათი აზრი მთლად ისეთი არ აღმოჩნდება, როგორც ეს შეიძლება თავად უნდოდეთ.

როგორც ჩანს, ისინი უკეთესად ნიღბავენ თავიანთ რეალურ მოსაზრებებს.


10.მაღალ ინტელექტუალური საზოგადოებები მეტად ბედნიერები არიან


კვლევები, რომლებიც ეძებდა კავშირს იმას შორის, თუ რამდენად ბედნიერები არიან ადამიანები და ამასთანავე რამდენად ინტელექტუალები, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ასეთი კავშირი ძირითადად არ გამოვლინდა.

თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ იმ ერებს, რომლებიც საშუალოდ მეტად ინტელექტუალები არიან, ასევე ბედნიერებიც აღმოჩნდებიან.

ამდენად, გონიერებამ შესაძლოა ინდივიდუალურად არ იქონიოს გავლენა ადამიანზე, მაგრამ ხელი შეუწყოს საერთო ბედნიერებას.












































































































0
347
1-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0