x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"მორჩით ტ...ის თამაშს, ცუდად დაგიმთავრდებათ"-ვის და რატომ აფრთხილებს მამულიჩა
image
ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, კახი მამულაშვილი, იგივე მამულიჩა სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომლითაც მეუღლის ინტერვიუების გამყალბებლებს მიმართავს. "რა უნდა ქნა ამ დროს? ესეთ რაღაცებს რომ წერენ და მერე ვიღაცები კითხულობენ ამ მოგონილ ამბებს, მეუბნებიან არ მიაქციო ყურადღებაო, არავინ არ იჯერებსო. მაგრამ ასე რომ იყოს, ამ პოსტს არ დავწერდი.

ამ ჯგუფის ადმინებს ვაფრთხილებ, მორჩით ტ...ის თამაშს, ცუდად დაგიმთავრდებათ.. მოკლედ ეს მცირედია რაც აღმოვაჩინე ამ გრუპაში, დანარჩენს ძიებას აზრი აღარ აქვს. საბოლოოდ და მეტს აღარ დავწერ''-წერს მამულიჩა.image

როგორც ჩანს, ცნობადი სახეები ძალიან შეწუხებულები არიან მსგავსი სიახლეებით. ხშირად ვრცელდება პოპულარული ქართველების გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია, ასევე ღირსების შემლახველი თუ ცილისმწამებლური განცხადებები. მთავარი პრობლემა კი ამ კუთხით მოუწესრიგებელი კანონმდებლობა და კიბერდანაშაულთან ბრძოლაში სახელმწიფოს გამოუცდელობაა.

"თვითმარქვიები უნდა აგებდნენ პასუხს და კიდევ ამ ქვეყანაში ყველამ, როგორ შექმნა ინტერნეტ მედია აფსურდული დავირუსებული საიტებით არის სავსე ქვეყანა და ხალხის ბრალია ვითომ სააგენტოს გვერდებზე რომ შედიან და კიდევ დღეში რამდენი მსგავს უაზრო სათაურის მატარებელ პოსტს აზიარებს"-წერს მერსი სულხნიშვილი.


"კანონი შემოიღონ, მართლა წაიღეს ტვინი უკვე"-აცხადებს მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელსაც მამულიჩაც ეხმაურება: "ხოდა ვისაც რა უნდა იმას არახუნებს, ხო უნდა მორჩეს როდესღაც... უკვე მოთმინების ფიალა გადაივსო". image

0
944
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0