x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სუიციდი -საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა

image
ბოლო დროს დრამატულად იმატა სუიციდის შემთხვევებმა. შემაშფოთებელია სტატისტიკა, რომელიც ჩვენ ხელთ არსებობს. წარმოიდგინეთ დედამიწის მოსახლეობიდან შემთხვევითად შერჩეული 1000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. ყოველ წელს მათგან 4 ადამიანი მოიკლავს თავს, 7 დაგეგმავს თვითმკვლელობას და 20 სერიოზულად იფიქრებს თავის მოკვლაზე. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა თანხმდება, იმაზე, რომ სუიციდის რეალური რაოდენობა 2-3–ჯერ შეიძლება აღემატებოდეს ოფიციალურად დაფიქსირებულ შემთხვევებს. საინტერესოა, ისიც რომ სუიციდი სხვადასხვაგვარად არის გავრცელებული სხვადასხვა კულტურაში, ასევე დიდი გავლენას ახდენს ასაკი და სქესი. ასე მაგალითად, თეთრკანიანები უფრო ხშირად იკლავენ თავს ვიდრე უმცირესობათა ჯგუფების დიდი ნაწილი (აფრო-ამერიკელები, ესპანელები და ა.შ), კაცები უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე ქალები (მხოლოდ ჩინეთში არის პირქით, უფრო მეტი ქალი იკლავს თავს. ამის მიზეზად კი მიიჩნევა სტიგმის არარსებობა. სუიციდი კლასიკურ ჩინურ ლიტერატურაში აღწერილია, როგორც პრობლემის რაციონალური გადაწყვეტა), მოზარდები და ხანშიშესულნი უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე მოზრდილები(თუმცა სტატისტიკურად დიდი განსხვავებას არ გვაძლევს ასაკობრივი სხვაობა).

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ხანშიშესულ ადამიანებში სუიციდის რისკი მატულობს იმის გამო, რომ მათ ასაკში სამედიცინო დაავადებები ხშირდება, სოციალური მხარდაჭერა კი მცირდება, იზრდება დეპრესიის ალბათობა, რაც კორელაციაშია სუიციდის რისკთან. სქესთა შორის განსხვავებას კი იმით ხსნიან, რომ მამაკაცები, ზოგადად, უფრო ძალადობრივ მეთოდებს ირჩევენ, როგორიცაა იარაღი ან ჩამორჩობა. ქალები ნაკლებად ძალადობრივი საშუალებების იმედად არიან, როგორიცაა დიდი რაოდენობით წამლების დალევა, ამიტომაც ხშირად პიროვნება სუიციდის მცდელობის შემდეგ ცოცხალი რჩება.


განხორციელებული სუიციდის გარდა, სამი სხვა მნიშვნელოვანი სუიციდური ქცევა არსებობს. ესენია: სუიციდური იდეაცია (სერიოზულად ფიქრი თავის მოკვლის შესახებ), სუიციდის გეგმები (თავის მოკვლის კონკრეტული მეთოდის განსაზღვრა) და სუიციდის მცდელობები (როდესაც პიროვნება გადარჩა). ასევე, განარჩევენ სუიციდის "მცდელებს" (ისინი, ვისაც განზრახული აქვს სიკვდილი) და "პოზიორებს" (როდესაც თვითმიზანია, ვინმეზე ზემოქმედება, მანიპულაცია ან ხმის მიწვდენა). ზოგჯერ სუიციდუს მიზეზი უბრალოდ მიმბაძველობა შეიძლება გახდეს. მაგალითად, როდესაც კუმირი ან ავტორიტეტული პიროვნება თავს იკლავს ადამიანმა შეიძლება მიბაძოს მას (გავიხსენოთ მოღერალი მაიკლ ჯექსონის შემთხვევა).


წარსულში უამრავი კონცეფცია იყო შემოთავაზებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ–ერთი ეკუთვნის ცნობილ სოციოლოგს ემილ დიურკჰემს, რომელმაც განსაზღვა სუიციდის რამდენიმე ტიპი: 1) ალტრუისტული სუიციდი- "ფორმალიზებული: ანუ გამართლებული, მიღებული სუიციდები(ჰარაკირი). 2)ეგოისტური სუიციდი- როდესაც სოციალური მხარდაჭერის დაკარგვის შედეგად იკლავენ თავს. 3) ანომიური სუიციდი- შესამჩნევი რღვევის შედეგია, როდესაც უაღრესად პრესტიჟულ სამსახურს მოულოდნელად დაკარგავ. 4) ფატალისტური სუიციდი- საკუთარ ბედზე კონტროლოს დაკარგვის შედეგია(მაგ. როდესაც ომში ტყვედ ჩავარდნის შედეგად თავს იკლავენ).


და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა-რატომ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე? მკვლევართა აზრით ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. შემუშავდა კონცეფცია, რომელსაც ეწოდა "ეკვიფინალურობა", რაც ნიშნავს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ერთი და იგივე შედეგს. ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები კომბინაციაში წარმოქმნის რისკ-ფაქტორებს, რომლებსაც სუიციდანმდე მივყავართ. რისკ-ფაქტორებად შეიძლებას ჩაითვალოს ოჯახის ისტორია- თუ ოჯახის წევრმა თავი მოიკლა, მატულობა ალბათობა, რომ, ოჯახში კიდევ ვინმე მოიკლავს თავს. ასევე კვლევებით დადასტურდა გენეტიკური წვლილიც. ნეირობიოლოგია- ემპირიული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სეროტონინის დაბალი დონე იმპულსურობას, არასტაბილურობასა და სიტუაციებში მოჭარბებულად რეაგირების ტენდენციას უკავშირდება, რაც სუიციდთან და ძალადობრივ სუიციდთან ასოცირდება. ფსიქიკური აშლილობები- თვითმკვლელთა 80% ფსიქოლოგიური აშლილობა აქვს, რაც ზრდის სუიციდის რისკს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ გუნება-განწყობილების აშლილობა, მოსაზღვრე პიროვნული აშლოლობა, არიან ნივთიერებებზე დამოკიდებულნი და/ან აქვთ იმპულსის კონტროლის აშლილობა ხშირად მიმართავენ თვითმკვლელობას, აფექტურ მდგომარეობაში. ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ მძიმე, სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები, რომელსაც ადამიანი სასირცხვილოდ ან/და შეურაცხმყოფელად მიიჩნევს (იქნება ეს რეალური თუ არარეალური), მაგ. წარუმატებლობა სკოლაში, მოულოდნელი დაპატიმრება, საყვარელი ადამიანის მიერ უარყოფა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა, სტრესით და სტიქიური უბედურებებით (მიწისძვრა) გამოწვეული ნგრევა. მწირი სოციალური კავშირები და ა.შ. ზემოთ განხილული ყველა ფაქტორი ადამიანს ხდის მოწყვლადს სუიციდისადმი და სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო გზად პრობლემების მოსაგვარებლად, სწორედ, სუიციდს მიიჩნევენ.



დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სუიციდი 21–ე საუკუნის უდიდეს გამოწვევად ითვლება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში სუიციდის 123 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნამდვილად საგანგაშოა და სასწრაფო რეასგირებას საჭიროებს. გარდაუვალია მისი პრევენციის გზების შემუშავება და დანერგვა, რათა მინიმუმამდე დაყვანილ იქნას რისკ-ფაქტორების არსებობა.

0
167
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო არჯევანიძე
ნინო არჯევანიძე
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0