x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ცნობილების 10 ყველაზე წარუმატებელი ფოტოშოპი, რომელმაც ინტერნეტი დაპყრო

image
ყველამ იცის, რომ ვარსკვლავებისა და მოდელების ფოტოები კომპიუტერული პროგრამებით მუშავდება. თუმცა ზოგჯერ საქმე გვაქვს სხეულზე არსებული ნაკლოვანებების არა მსუბუქ შენიღბვასთან, არამედ სხეულის ზოგიერთი ნაწილის მთლიანად გადიდება/დაპატარავებასთან. მოდით თვალი გადავავლოთ ყველასათვის ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე წარუმატებელ ფოტოს, რომლებიც პროგრამით დამუშავების შემდეგ საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.

1. ყოვლისშემძლე ბიბერი
image

მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა მონაწილეობა მიიღო Calvin Klein-ის ქვედა საცვლების რეკლამაში. ფოტოებზე კარგად ჩანს რეალურ და ფოტოშოპით დამუშავებუ სურათებს შორის განსხვავება და მნახველი ადვილად მიხვდება, რატომ გახდა ეს აუცილებელი.

ბიბერის წინამორბედი, დევიდ ბეკჰემი იყო. ყველასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთელს ფიგურა მანდვილად იდეალური აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ბიბერზე. არადა ხომ არ შეიძლებოდა პუბლიკისთვის ახალ რეკლამაში ძველ მოდელზე ნაკლებად სექსუალური მამაკაცის წარდგენა? ამიტომაც გადაწყვიტეს მოდელისთვის გაედიდებინათ სხეულის თითქმის ყველა ნაწილი, მათ შორის მამაკაცური ღირსებაც!


2. ცალფეხა მოდელი
image

შეცდომა დაუშვა ბრენდმა Moschino-მაც. 2015 წლის საგაზაფხულო კოლექციის რეკლამა ზუსტად ისეთი ვერ გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. დიახ, პოსტერზე სამი მართლაც მშვენიერი გოგონაა, მაგრამ სად დაიკარგა შუაში მყოფი მოდელის ცალი ფეხი? თეორიულად, მოხრილი ფეხი გოგონას ზურგსუკან უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ, ფოტოს დამამუშავეელმა, ალბათ ჩათვალა, რომ ეს დეტალი ზედმეტია და უბრალოდ წაშალა იგი.

3. დაკარგული უკანალი
image

საცურაო კოსტიუმებისა და ქვედა საცვლების წარმოების ლიდერ კომპანია Victoria’s Secret-ს ხშირად ხშირად სდებენ ბრალდ ფოტოშოპის ზედმეტად გამოყენებაში. ცნობილი ბრენდის შემოდგომის სარეკლამო კამპანია ამის კიდევ ერთი დადასტურება გახდა.
მოდელის თეძოებზე ისე იმუშავეს, რომ უკანალის ნახევარი დამახასიათებელი ნაკეცის გარეშე დარჩა. ფოტო განსაკუთრებით დაცინვის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში.

4. მოპარული სანტიმეტრები
image

მსახიობი და მოდელი ზენდაია ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა მორიგი სარეკლამო ფოტოსესიის შემდეგ საკუტარი კორექტირებული ფოტო იხილა. გოგონას შეუმცირეს თეძოები და დაუწვრილეს ფეხები.

მოდელი ამ ფაქტმა იმდენად არაშფოთა, რომ საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა რეალური და კორექტირებული ფოტოები კომენტარით: " შოკირებული ვიყავი ამგვარი ცვლილებით! აი, ასე იქმნება სილამაზის არარეალური იდეალები. ჩემი თავი ისეთი მიყვარს, როგორიც ვარ და ამიტომ ვაქვეყნებ ნამდვილ ფოტოს, მე ის ძალიან მომწონს."

5. უჩინარი პედიკური
image

GUESS-საც ძალიან გაუმართლა ფოტოების კორექტორში. მოდელ ჯიჯი ჰადიდს გაუდიდეს ტერფები, სამაგიეროდ დაუკარგეს მარჯვენა ფეხის ნეკა თითზე ფრჩხილი. შედეგად, ტერფები გოგონას ზედმეტად დიდი გამოუვიდა, ფრჩხილები კი... თავადაც ხედავთ, უკვალოდ გაქრა.

6. პიროვნების გაორება
image

ფლორიდის გუბერნატორი, ჯებ ბუში გეგმავს 2016 წელს აშშ-ს პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი. ჯებს კი ნამდვილად აქვს სერიოზული გეგმები, მაგრამ საკითხავია, რამდენად უწყობს მათ განხორციელებას ხელს მისი სარეკლამო კამპანია? ადვილი შესამჩნევია, რომ სარეკლამო პლაკატზე პრეზიდენტობის კანდიდატის თეთრი ხელი რატომღაც აფროამერიკელის შავ ხელად არის გადაქცეული.

როგორ შეიძლებოდა ფოტოს დამუშავებისას ამგვარი შეცდომა გაპარვოდათ? ამ საკითხზე მთელი მსოფლიო იმტვრევს თავს. იქნებ ეს სულაც არ არის შეცდომა და გამიზნული განაცხადია ბუშის ტოლერანტობისა და აფროამერიკელების მხარდაჭერის საჩვენებლად? ან იქნებ ეს ყველაფერი იმის სათქმელად არის, რომ ახალი კანდიდატი ბევრ რამეში ჰგავს ობამას?

7. წარმატების ზიგზაგი
image

მსახიობმა ლიდსი ლოხანი, რომელიც ვერა და ვერ უბრუნდება ადრინდელ ფორმებს, გადაწყვიტა ფოტოშოპი დაეხმარა, თუმცა არც თუ ისე წარუმატებლად.

გოგონამ კორექტირება გაუკეთა თავის ფეხებსა და უკანალს იმდენად, რომ უკანა ფონზე კარი ზიგზაგისებურად გაიწელა.


8. გიგანტომანია
image

მომღერალ არიანა გრანდეს ხელს უცნაური რამ შეემთხვა. გოგონამ ფოტოსესია მოაწყო მორიგი სინგლის გამოსვლასთან დაკავშირებით და ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ერთი ხელი საეჭვოდ დიდი და გრძელი აქვს.

9. უცნაური წელი
image

მსახიობ ტარა რიდს დიდი ხანია უსაყვედურებენ ზედმეტ სიგამხდრეს, რაც ცხოვრების არასწორ წესს უკავშირდება. ძველი სიალაზისგან დღეს მხოლოდ ძვალი და ტყავიღა დარჩა. მაგრამ მსახიობი ჯიურად აგრძელებს დიეტებს და დარწმუნებულია, რომ სილამაზე მხოლოდ სიგამხდრეშია. ამიტომაც კორექტირებას უკეთებს თავის ფოტოებს.
მორიგი მცდელობა, საკუთარი სხეულისთვის ქალური მომრგვალებული ფორმები შეეძინა, წარუმატებლად დასრულდა. გოგონამ იმდენაც მოუხერხებლად დაამუშავა თავისი მუცელი, რომ წელის არეში გაჩნდა არაბუნებრივი ამობურცულები და ნაოჭები.

10. არამკვრივი უკანალი
image

ჟურნალ Paper-ის გარეკანის ფოტოსთვის კიმ კარდაშიანი მთლიანად გაშიშვლდა და თავისი ცნობილი ფორმების დემონსტრირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა კიმის ორი ფოტო: ერთი ჟურნალიდან, მეორე კი - ორიგინალი. თაყვანისმცემლები ნამდვილად გაოცდნენ, როცა ნახეს, რომ კიმის დუნდულები არც ისე დიდი ყოფილა, როგორც ყველას ჰგონია.

ფოტოგრაფმა რეტუში გაუკეთა წელს, უფრო დახვეწა იგი, გაადიდა მეხუთე წერტილი და დააპატარავა ხელები. და აი, კიმის ცნობილი ფორმებიც ასე გამოიძერწა!



2
2349
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2349
  
2016, 29 იანვარი, 9:52
დაღუპავს პოტოშოპი მსოფლიოს :)
2016, 26 იანვარი, 15:43
გავაზიარე
0 1 2