x
ვრცელი ინტერვიუ დიკაპრიოსთან: ,მინდა თუ არა ბავშვის ყოლა ასეთ სამყაროში? თუ ეს მოსახდენია, მოხდება.’
imageლეონარდო დიკაპრიო რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა და პაპარაცები რომ მუდამ მის გარშემო ტრიალებენ ამაზე ალბათ არავინ დაობს. თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო აქტიურად იწერება მსახიობის მიერ გაკეთებული კომენტარებისა და ინტერვიუების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, მომავალი ოსკარის დაჯილდოებას უნდა დავუკავშიროთ, სადაც დიკაპრიო წარდგენილია ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” და მისი გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელის მისგან კინოაკადმიის ჯილდოს.
ახალი დოკუმენტური ფილმი
თუმცა, მიუხედავად ამ ამაღელვებელი სიტუაციისა, 41 წლის მსახიობი ორიენტირებულია ახალ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე იქნება. მსახიობი ძალიან არის დაინტერესებული ამ თემით და იმით, თუ როგორ არეულობას ვქმნით ჩვენს ეკოსისტემაში.
Rolling Stone-ის ჟურნალისტმა სტივენ როდრიკმა დიკაპრიოსთან რამდენიმე დღე გაატარა და მრავალფეროვანი ინტერვიუ შემოგვთავაზა მსახიობის ინტერესებისა და ცხოვრების დეტალების შესახებ.image
Rolling Stone – ის ჟურნალისტი დიკაპრიოსა და პროდიუსერ ფიშერ სტივენსს ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ ესაუბრა. საუბრის დროს მათ უცებ გადაწყვიტეს დოკუმენტური ფილმის გადაღება იმის შესახებ, თუ როგორ ზარალდება სამყარო და როგორ შეგვიძლია მისი გაწმენდა დაბინძურებისგან. როდესაც საქმე ფილმის სახელწოდებამდე მივიდა, ლეოს იდეა არც თუ ისე “მეგობრულად” ჟღერდა. მან იდეა წამოაყენა, რომ ფილმის სახელი ყოფილიყო “Are We Fucked?”. ამაზე სტივენსმა განაცხადა, რომ თავად უფრო მეტად “სინათლეა, ხოლო ლეო სიბნელე” და ის მუდამ ეუბნება მსახიობს, რომ არ უნდა იყოს ასეთი პესიმისტი.
ადრეული ასაკი
როდესაც სტივენ როდრიკმა ლეოს ადრეულ მოგონებეზე ჰკითხა, დიკაპრიომ გაიხსენა, რომ ბავშვობაში მისი საწოლის თავთან ჩამოკიდებული იყო ჰიერონიმუს ბოსხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის “ტკბობის ბაღი” ასლი. მასზე ასახულია სამყაროს შექმნა და კაცობრიობაში ცოდვის გაჩენა.


“შენ ზუსტად ხედავ, რომ ადამი და ევა სამოთხეში ცხოვრობენ.მომდევნო ნაწილში კი ზედმეტად მეტი ადამიანია სამყაროში. ყველაფერი გადაჭარბებული დოზითაა…უკანასკნელ ნახატში კი აპოკალიფსია ასახული. ეს ჩემი საყვარელი ნახატი იყო.” – განაცხადა დიკაპრიომ.


imageედვარდ ნორტონმა ლეონარდო სიკვდილისგან იხსნა
გალაპაგოსის კუნძულებზე გადაღებებისას, დიკაპრიო წყალქვეშა ყვინთვით დაკავდა, თუმცა მოულოდნელად მისმა ჟანგბადით სავსე ავზმა მუშაობა შეწყვიტა. მსახიობს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა და პანიკაში ჩავარდა, თუმცა ძალიან გაუმართლა, რადგან მის მახლობლად ედვარდ ნორტონიც წყალქვეშა ყვინთვით ირთობდა თავს. ნორტონმა ჟანგბადით სავსე ავზის გაზიარებით ლეონარდო დიკაპრიო სიკვდილისგან იხსნა. მოგვიანებით ორივემ მშვიდობით გაცურა ნაპირზე.

imageლეონარდო ოჯახის შექმნაზე საუბრობს
როდესაც მსახიობს ჰკითხეს პირად ცხოვრებაზე, მან ასე უპასუხა:



“რას გულისხმობთ. მინდა თუ არა ბავშვის ყოლა ასეთ სამყაროში? თუ ეს მოსახდენია, მოხდება. იცით, არ მინდა ამაზე საუბარი და რაიმეს დაკონკრეტება, რადგან ვიცი მოგვიანებით ჩემი ნათქვამი შეცდომით იქნება ციტირებული. არ ვიცი. ჩემი გრძნობებისა და დამოკიდებულების გამოხატვა ამ თემასთან დაკავშირებით რთულია და სიტუაციას უფრო გაუგებარს გახდის.”


გარდა ამისა, მსახიობმა განაცხადა, რომ “გადარჩენილში” მონაწილეობით მან საკუთარ თავში რაღაც სრულჰყო. ახლა კი სურვილი აქვს, რომ იმაზე მძიმე და ბნელი გმირი განასახიეროს, ვიდრე აქამდე.

0
444
2-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0