x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ათი გასაოცარი ფაქტი, რომელთა შესახებ ალბათ არასოდეს გსმენიათ
სამყარო ჩვენს ირგვლივ გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აქ ყოველდღიურად ხდება ათასგვარი უცნაური და გასაოცარი ამბავი. თქვენს წინაშეა ათი გასაოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან.


1. კოლიბრები თავიანთ ბუდეებს ობობების მიერ მოქსოვილი აბლაბუდით აშენებენ.


image


2. პერუში, ქალაქ ლა-რინკონადასთან ახლოს არსებობს ოქროს საბადო, სადაც ადამიანები მუშაობენ 30 დღის განმავლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. სამაგიეროდ მუშაობის 31-ე დღეს მათ ნებას აძლევენ მაღაროდან გაიტანონ იმდენი მადანი, რამდენსაც ბეჭით ზიდავენ.



image


3. იაპონიაში ჩამოყალიბდა ადამიანთა მთელი კლასი, რომელთაც "კიბერუსახლკაროებს" უწოდებენ. ეს ადამიანები ინტერნეტ-კაფეებში ცხოვრობენ, რადგან ეს გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე ბინის ქირაობა. ასეთი კაფეები, როგორც წესი, აღჭურვილია უფასო საშხაპეებითა და ავტომატებით, რომლითაც ქვედა საცვლების ყიდვაა შესაძლებელი.


image


4. მაკედონიელმა კორესპონდენტმა ვლადო ტანესკიმ სტატიების მთელი ციკლი მიუძღვნა სერიულ მკვლელს, რომელმაც რამოდენიმე მკვლელობა ჩაიდინა. შემზარავია ის ფაქტი, რომ ამ მკვლელობების ავტორი თავად ტანესკი აღმოჩნდა. როცა ამის შესახებ პოლიციისათვის გახდა ცნობილი, მანიაკმა-რეპორტიორმა თავი წყლიან ავზში დაიხრჩო.


image


5. თურნე ბრინჯის მოსაყვანად სულაც არაა აუცილებელი წყალი, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ფერმერები უბრალოდ იყენებენ ბრრინჯის თვისებას, აიტანოს დიდი რაოდენობით სინესტე და მის წყლით დატბორილ ყანებში თესავენ, რათა თავიდან აიცილონ სარეველა ბალახების გამრავლება და შედეგად ბრინჯის უფრო დიდი მოსავალი მიიღონ.


image


6. ცნობილმა იუველირმა ჰარი უინსტონმა გადაწყვიტა 45, 54 წონის უზარმაზარი ბრილიანტი, ცნობილი სახელწოდებით "ჰოუპის ალმასი", სმიტსონის უნივერსიტეტისათვის ეჩუქებინა. მან ეს ძვირფასი საჩუქარი ჩვეულებრივი ფოსტით გააგზავნა, შეახვია რა ის უბრალო ყავისფერ შესაფუთ ქაღალდში. ბრილიანტი მშვიდობიანად ჩავიდა დანიშნულების ადგილზე.


image


7. გადმოცემით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ყველა ასტრონავტი სტარტის წინ აშარდავს იმ ავტობუსის უკანა მარჯვენა ბორბალს, რომლითაც ისინი კოსმოსურ რაკეტამდე მიჰყავთ. ამ უცნაური საქციელით ისინი ერთგვარ პატივს მიაგებენ პირველი კოსმონავტის იური გაგარინის ხსოვნას, რომელმაც ზუსტად იგივე გააკეთა კოსმოსში პირველი გაფრენის წინ.


image


8. ორ ტყუპ ძმას, რომლებიც დაბადებისთანავე გააშვილეს და ერთმანეთს დააცილეს, ბედის ირონიით ერთი და იმავე სახელი დაარქვეს-ჯეიმსი. როცა ბიჭები გაიზარდნენ, ორივე მათგანმა იქორწინა ქალებზე, რომელთაც ერთი და იგივე სახელი - ლინდა ერქვათ, ორი წლის შემდეგ განქორწინდნენ და ისევ დაქორწინდნენ. ორივეს ცოლს ამჯერადაც ერთი სახელი-ბეტი ერქვა. მეორე ქორწინებიდან ორთავეს შეეძინა ვაჟი და ორივემ მას სახელად ჯეიმს ალანი დაარქვა. ძმები მხოლოდ 45 წლის ასაკში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს.


image


9. 1904 წელს შვედი მეზღვაურის კარლ პეტერსონის ხომალდმა კატასტროფა განიცადა პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან, სადაც კანიბალები ცხოვრობდნენ. საბრალო მეზღვაური მიიყვანეს ტომის ბელადთან და მას უცილობლად შეჭამდენ, რომ არა...სიყვარული. ტომის ბელადის ქალიშვილს პეტერსონი სიგიჟემდე შეუყვარდა და მისი ცოლობა მოინდომა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ბელადი მოკვდა და მისი კუნძულის მმართველი კარლ პეტერსონი გახდა.


image


10. 2003 წელს ერაყში პირველად შეჭრის ოპერაციამ მიიღო სახელწოდება «Operation Iraqi Liberation» ( "ერაყის განთავისუფლების ოპერაცია"). მაგრამ ამ სახელწოდებისაგან შედგენილი აბრევიატურა «OIL» (ნავთობი) საკმაოდ უხერხულ ასიციაციას იწვევდა, ამიტომ გადაწყდა ოპერაციის სახელის შეცვლა და მას «Operation Iraqi Freedom» ("ოპერაცია თავისუფალი ერაყი") უწოდეს.


image

5
1500
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1500
  
2016, 23 იანვარი, 23:00
მაგარია
2016, 23 იანვარი, 20:47
მადლობა :)
2016, 23 იანვარი, 20:46
გავაზიარე
2016, 23 იანვარი, 20:27
ასე დამთხვევებიც ხდება ხოლმე ცხოვრებაში :)
2016, 23 იანვარი, 20:26
ტყუპი ძმები :D :D :D
0 1 5