x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რა უნდა ვიცოდეთ H1 N1 და როგორ მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში

გრიპს კლინიკურად ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულის რევა, პირღებინება და დიარეა.

ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სიმპტომებია:

* გახშირებული ან გართულებული სუნთქვა,

* კანის სილურჯე,

* სითხის მიღების შემცირება,

* მივარდნილობა, არაკონტაქტურობა,

* გაღიზიანებადობა,

* გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად მაღალი სიცხე და ხველა,

* ცხელება და გამონაყარი.

მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სიმპტომებია:

* გახშირებული და გართულებული სუნთქვა,

* ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში,

* უეცარი თავბრუსხვევა,

* მოუსვენრობა, შფოთვა,

* მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება.

თუ თავს გრძნობთ შეუძლოდ, გაქვთ ცხელება, ახველებთ, გტკივათ ყელი...

* დარჩით სახლში, მოერიდეთ სამუშაო ოთახს, სკოლას ან თავშეყრის ადგილებს,

* დაისვენეთ, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე,

* ხველისა და ცემინების დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ერთჯერადი ქსოვილი (ხელსახოცი). გამოყენების შემდეგ ხელსახოცი გაანადგურეთ.

* ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ხველის ან ცემინების შემდეგ,

* მოერიდეთ ადამიანებთან კონტაქტს.

* საავადმყოფოში მისვლამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი A(H1N1) (მაგ. ახლახანს იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებში აღინიშნება ამ დაავადების შემთხვევები).

* მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი. მკურნალობისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას ოსელტამივირი ან ზანამივირის (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით). ეს პრეპარატები ამცირებენ ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. თუ ავად ხართ, ანტივირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ დაავადების სიმპტომების გამოხატულება ან დააჩქარონ გამოჯანმრთელება, ასევე თავიდან აგაცილოთ სერიოზული გართულებები. A(H1N1)-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.

დაავადებისაგან თავის არიდება შეგვიძლია პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინებით:

* ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით,

* ეცადეთ, იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში,

* თავი აარიდეთ სტრესებს,

* კარგად გამოიძინეთ,

* მიიღეთ სითხეები,

* იკვებეთ ჯანსაღად,

* მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს,

* ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით.

დღეისათვის საქართველოში დაფიქსირებულია ვირუსით დაავადების რამდენიმე მსუბუქი შემთხვევა, ისიც უცხოეთში ყოფნის გამო. აქედან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით არ არსებობს რეალური საფრთხე. გისურვებთ ჯანმრთელობას!image

2
223
4-ს მოსწონს
ავტორი:ცერცვა
ცერცვა
223
  
2016, 22 იანვარი, 2:24
მადლობ
2016, 22 იანვარი, 2:06
მადლობა კარგი სტატიაა.
0 1 2