x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მზის სისტემის მე-9-ე პლანეტა

imageimage

კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინე ბატიგინმა წარმოადგინეს, მზის სისტემაში, მე-9-ე პლანეტის არსებობის მტკიცებულება. ეს პლანეტა მზიდან უფრო მეტად არის დაშორებული, ვიდრე პლუტონი. მისი დანახვა ტელესკოპით ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ, პლანეტის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა, შორეულ კოსმოსში, მცირე ზომის ციურ სხეულებზე დაკვირვებით. მათი მტკიცებით, პლანეტა X-ის მასა, დაახლოებით, 10-ჯერ აღემატება დედამიწის მასას, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ უნდა დაამტკიცონ, რომ ის მართლაც არსებობს.

მ. ბრაუნის და კ. ბატიგინის კვლევები, დეტალურად, Astronomical Journal -ში არის გამოქვეყნებული.

ინფორმაცია ამ პლანეტის შესახებ, უხსოვარი დროიდან არსებობს. შუმერულ ჩანაწერებში, X სიმბოლოთი არის გადმოცემული, მზიდან საკმაოდ შორს მდებარე პლანეტა. პლანეტა დატანილია აგრეთვე, ცილინდრული ფორმის შუმერულ ბეჭედზე, რომელიც ძვ. წ. აღრ. V ათასწლეულით არის დათარიღებული.

image

შუმერული ქრონოლოგიის მიხედვით, დედამიწის სიახლოვეს, პლანეტა X ანუ იგივე პლანეტა ნიბირუ, ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ ჩნდება.

იგივე შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მარსსა და იუპიტერს შორის, კიდევ ერთი პლანეტა იყო, რომელიც დღეს ფაიტონის სახელით არის ცნობილი. პლანეტა ნიბირუ, ბოლო ვიზიტის დროს (იგულისხმება, ამ ჩანაწერების გაკეთებამდე, ბოლო ვიზიტი), ფაიტონს შეეჯახა და ნამსხვრევებად აქცია. შეჯახების შედეგად, ფაიტონის ორბიტაზე ასტეროიდების სარტყელი გაჩნდა. დიდი კატასტროფა მოხდა, ფაიტონის სიახლოვეს მდებარე, პლანეტა მარსზე, რომლის დროსაც მას ქერქი სკალპივით გადასძვრა. ხოლო დედამიწაზე, ჩამოვარდნილმა ფაიტონის ნაწილმა, რომელიც 2 ბილიონ ტონაზე მეტს იწონიდა, დედამიწის ქერქი გახეთქა. შეჯახების დროს გამოყოფილი ენერგია 30 000 ატომური ბომბის აფეთქების დროს გამოყოფილი ენერგიის ტოლი იყო. წარმოიქმნა დიდი რაოდენობით წყლის ორთქლი, რომელიც შემდეგ, ხანგრძლივი წვიმის მიზეზი გახდა. ოკეანეში წარმოიქმნა ცუნამი, 10 კმ-იანი ტალღებით და ყველა კონტინენტი გადარეცხა ანუ წარღვნა მოხდა დედამიწაზე. პლატონი ატლანტიდის დაღუპვის თარიღად, მეცხრე ათასწლეულს ასახელებს ჩვენს ერამდე. ამ თარიღის და პლანეტა ნიბირუს დედამიწის სიახლოვეს გამოჩენის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავადგინოთ, დედამიწაზე მომხდარი წარღვნისა და ატლანტიდის დაღუპვის თარიღი. ეს, სავარაუდოდ, ჩვენს ერამდე 8 800 წლის წინ უნდა მომხდარიყო.

image

თუ უმარტივეს მათემატიკურ გამოთვლებს ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ ეს პლანეტა მზის სისტემაში, უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს.

შენიშვნა: არსებული მონაცემების მიხედვით, ის 2000 წ. უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ, რადგან მონაცემებში, წლები დამრგვალებულია, ძნელია ზუსტი თარიღის დადგენა.


1
629
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
629
  
2016, 22 იანვარი, 0:01
გ.გ
0 1 1