x
ალექსი პეტრიაშვილი ,,ძალიან მალე ეს პროცესი დასრულდება"

image“თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესში დღეს ძირეული გარდატეხა მოხდა. სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებად ცნო დოკუმენტი, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა.


"შეიძლება ითქვას, დღეს მოხდა ძირეული გარდატეხა სასამართლო პროცესში. მოსამართლემ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და მართებული გადაწყვეტილება და მტკიცებულებად ცნო ის დოკუმენტაცია, რომელიც რეალურად ადასტურებს, რომ "დელტა კომმის" შეთავაზება დაკავშირებული იყო კოლოსალურ თანხებთან და თავდაცვის სამინისტროს ხუთმა თანამშრომელმა პირიქით, შეიძლება ითქვას, ძალიან სერიოზული თანხა დაზოგა, როდესაც არ მიიღო "დელტა კომის" შეთავაზება. "დელტა კომმს" და მის შვილობილ კომპანიებს შეცდომაში შეჰყავდა სახელმწიფო და საბოლოო ჯამში დღეს ნათლად გამოიკვეთა, რომ არავითარი ბრალი გაფლანგვაში და თანხის მიტაცებაში ამ ადამიანებს არ მიუძღვით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.


პეტრიაშვილი მადლობას უხდის მოსამართლეს, რომელმაც პრინციპულად, ჯანსაღად და კვალიფიციურად შეაფასა ამ დოკუმენტის მნიშვნელობა და იგი მტკიცებულებად დაუშვა.
"მე მგონია, რომ ძალიან მალე ეს პროცესი დასრულდება თავდაცვის სამინისტროს ბიჭების გამართლებით და ეს კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა პოლიტიკური ზეწოლის დასრულდება და ისტორიას ჩაბარდება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, კითხვები ამჯერად უკვე "დელტა კომმის" მისამართით გაჩნდეს.

0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიუსი
ნიუსი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0